პოეზია

პოეზია

პოეზიით გამოვკვებოთ სულები!

სიკვდილს

მოდი სიკვდილო! სანამ დრო არის,

ერთად დავთვალოთ დღეების ვალი,

შევასხათ ამ გულს წყვდიადის თვალი,

უკაცრიელის გავაღოთ კარი.

მოდი არ გესმის?! ჩემი გაქვს ვალი,

შენ შემაჩვიე შიმშილი ხარბი,

დავახრჩე სული მოხეტიალე

და სამუდამოდ დავხუჭე თვალი.

ამ მოღალატე სხეულის გამო,

ჩემი სულიც კი სნეული არის.

ჩემი კარმული წარსულის გამო

გადავიხადო მინდა ეს ვალი.

მინდა დავძლიო ჩემი ფიქრები,

რომელიც შენგან მოვიდა მალვით

და არ ასვენებს არსებას ჩემსას,

უნდა ჩააქროს, გახადოს ლანდი.

დაღლილ სხეულში, დაღლილი სული,

გაქცევას ლამობს გაუღე კარი!

უნდა იბრძოლოს, მიეცი შანსი

და მოაშორე სხეულის ლანდი.

თითქოს მუმიად გადავიქეცი,

აკლდამაშიც კი არამაქვს ფასი,

უკვე დავბერდი დრო არის წასვლის,

დრო არის ხსოვნის, დრო გარდასახვის,

დრო სინანულის, დრო მოგონების,

დრო შენი მოსვლის, დრო ჩემი წასვლის.

მოდი დრო არის ახალი არსის

და დაბადების მომეცი შანსი.

  • მდე

    marta

    აქ სულიერ გარდასახვაზე, მეტამორფოსაზე და ხელახლა დაბადებაზეა საუბარი დეპრესია და კრიზისი სად დაინახეთ?

    contributorSaid

    ადამიანი აშკარად მწვავე დეპრესიაშია, რეაქტიული აშლილობით, საერთოდ ვფიქრობ ურთიერთობაში გაუგებრობას ასეთი სიმძაფრით არ უნდა აღიქვავდეს ავტორი ) თორე მერე ასეთები მოსდევს, ჩემი წასვლის შენი მოსვლის გაქცევა გამოქცევის )