იანვარი

იანვარი

თვენი

იანვრის თვის წმინდათა ცხოვრება

სარდელი ეპისკოპოსი ეფთიმე (ექვთიმე) აღმსარებელი

8 იანვარს (ძვ. სტ. 26 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს სარდის ეპისკოპოსს ეფთიმე (ექვთიმე) აღმსარებელს

სარდელი ეპისკოპოსი ექვთიმე, ეფთიმე, ეფთიმე აღმსარებელი, ექვთიმე აღმსარებელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, იანვარი, ქველი, qwelly, ianvari

      ბოლო, VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, 787 წელს, სხვა წმინდა მამათა შორის, ერთ-ერთი მონაწილე იყო სარდის ეპისკოპოსი ეფთიმე (ექვთიმე), რომლის ეპისკოპოსობის დროსაც, რომის იმპერიის ტახტზე ორი იმპერატორი შეიცვალა - კონსტანტინე VI პორფიროგენეტი (780-797) და ირინე (797-802), ხოლო ეპისკოპოსობიდან გადასახლებაში მყოფობისას, კიდევ 4 სხვა იმპერატორი. წმინდა ეფთიმე ეპისკოპოსის ხარისხში ესწრებოდა მსოფლიო საეკლესიო კრებასაც, სადაც წმინდა მოწამემ, ხატმებრძოლთა მწვალებლობა ამხილა. სწორედ ეს მხილება გახდა მისი დევნის მიზეზი. როცა ტახტზე, ნიკიფორე I ავიდა (802 წელს), ხატმებრძოლეობით გამორჩეულმა იმპერატორმა წმინდა ეფთიმე, სხვა იერარქებთან ერთად კუნძულ პატალარეაზე გადაასახლა. მოგვიანებით, იმპერატორ ლეონ V-ის (813-820) მიერ გადასახლებიდან გამოწვეულმა ეპისკოპოსმა კვლავ გაბედულად ამხილა ხატმბრძოლობა, რისთვისაც იგი ისევ გადაასახლეს - ქალაქ ასში. შემდგომი იმპერატორი - მიხეილ II ენაბრგვნილიც (820-829) ხატთაყვანისცემის წესის უარყოფას მოითხოვდა წმიდანისგან, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. მაშინ ნეტარი მოწამე მესამედ გადაასახლეს - ამჯერად კუნძულ კრეტაზე. ხატმბრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (829-842) ბრძანებით, რომელმაც ტახტზე მიხეილი შეცვალა, წმიდა ეფთიმეს წამებით ამოხადეს სული.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►