პოეზია

პოეზია

პოეზიით გამოვკვებოთ სულები!

ამწვანდება სამუხრანო

სადაცაა გაზაფხული შემოგვიღებს კარს,

აყვავდება სამუხრანო გაახარებს ხალხს,

ყველაფერი ხდება ერთი

ყველაფერი ხდება ღმერთი

ერთი არის ჩვენი ღმერთი

ერთი არის ჩვენი ერი.

ერთხმად ყველა ღიღინებს და საგალობლებს გალობს

თეთრი ციდან ქეთევანი მუხრანისთვის გალობს,

ცაზე ნათლად როგორც სვეტი

გადმოეშვა სინათლე

ყველაფერი გაანათა დაგვანახა სიმართლე,

გაანათლა: ჩვენი სკოლა, ეზო, მინდორ-ველები

და ტაძარში ქეთევანის ნაზ ხატებსაც ვევლებით.

23.01.2018 | ავტორი: ანა მიქელაძე

პოეზია, ლექსი, მუხრანი, qwelly