როცა, რამდენიმე კვირის წინ აპეტაიზერებზე ვსაუბრობდით, ქართული აპეტაიზერ-კლასიკა გამოგვრჩა - მუჟუჟი! გეტყვით მუჟუჟის მთავარი ხიბლი და საიდუმლო რაშია (არ გეგონოთ ჰაერზე მოტანილი ფრაზები იყოს, გურმანი მასწავლებლისგან მაქვს მოსმენილ-ნასწავლი და მერე კიდევ არაერთგზის დატესტილი). ძმრისაგან კარგად გაჯერებულ, გაჟღენთილ, პირში დნობამდე შერბილებულ ღორის ხორცს (კანს), კუჭში რომ ჩაუშვებთ, ზედ ერთ ჭიქა არაყს რომ დააყოლებთ, ძმარი კუჭს რომ გააფართოვებს და უფრო გულიანად მოგაშიებთ, აი მაშინ უნდა დაიწყოთ ხინკლის ჭამა. ესაა ნამდვილი აპეტაიზერი - მადის მომყვანი.
კარგად გასუფთავებული ღორის ფეხები მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ.
სოუსის მოსამზადებლად, გადაურიეთ - ძმარი, 2 ჩაის ჭიქა ნახარში, დაუმატეთ შავი პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი, მარილი და რამდენჯერმე წამოადუღეთ.
მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, ჩააწყეთ მასში ღორის ფეხები, დაახურეთ თავსაფარი და შეინახეთ ცივ ადგილას.
როდესაც სოუსი კარგად გაუჯდება ხორცს, მუჟუჟი სუფრასთან მისატანად მზად არის.
მოსართავად წვრილად დაჭრილი მწვანილი და ძალიან ცოტა ნიორიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ლაშა
მუჟუჟი რომ მოგენატრება კაცს, რა ცხოვრება მოვიდა ((
იანვარი 30