Qwellynaria

Qwellynaria / ქველინარია

ჯგუფი გურმანებისთვის!

კულინარიული რეცეპტების გვერდი

მახალტო ანუ ლობიო აჭარულად, ისვრიმის წვენში

      მართალია ფესვები შორეულ ამერიკაში აქვს, ოკეანის გადაღმა, მაგრამ მას შემდეგ რა საქართვლოში შემოვიდა და ქართულ კულტურაში დამკვიდრდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად მომზადებული პროდუქტია. რეგიონებმაც კი საკუთარი ხელი დაატყვეს და გაამდიდრეს. ამჯერად აჭარიდან მოწოდებული რეცეპტი უნდა წარმოგიდგინოთ.

მალხატო, მალხატოს რეცეპტი, ქველინარია, კულიანრია, Qwellynaria, culinary, malkhato, malkhatos recepti

შემადგენლობა:

  • ლობიო - 1 კგ
  • ნიგოზი - 100-150 გ
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ქინძი - 50 გ
  • ისრიმის წვენი გემოვნებით
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება:

      ჭყინტი, მწვანე ლობიო გადაარჩიეთ, მოაცილეთ თავი და ბოლო, დატეხეთ, გარეცხეთ, ჩაყარეთ მდუღარე წყალში და მოხარშეთ. შემდეგ გადავწურეთ, მაგრამ თავად ლობიო არ გაწუროთ ხელით.

      ხორცსაკეპში გაატარეთ ნიგოზი, ნიორი, ახალი ქინძი, შეურიეთ ისრიმის (უმწიფარი ყურძნის) წვენი, წიწაკა და მარილი. გამზადებული საკაზმი დაამატეთ ლობიოს და ხის კოვზით კარგად ჩაჭყლიტეთ.