პოეზია
პოეზია
პოეზიით გამოვკვებოთ სულები!
ახლა უნდა ცრემლებს ვღვრიდე გამალებით ღვთისმშობლისთვის,
სიტყვებს უნდა ვრთავდე ახლა, სამადლობელს მაცხოვრისთვის,
ჩაუმქვრალად უნდა მენთოს კელაპტარი სადიდებლად
და უწყვეტლად გაისმოდეს ჩემში უფლის დატირება.
ჯვარი მეპყრას უნდა მძიმე, უმძიმესი სატარებლად,
რომ დავეცე უნდა შევძლო უმალ მისი ატატება,
უნდა შევძლო ისევ- ისე, ისევ ქრისტეს ამაღლება,
რადგან ვიშვი ამა ქვეყნად მე ცოდვილი აღმსარებლად!
ახლა უნდა ცრემლებს ვღვრიდე გამალებით ღვთისმშობლისთვის,
სიტყვებს უნდა ვრთავდე ახლა, სამადლობელს მაცხოვრისთვის!
თ. კიკნაძე
ლაშა
ამაღლდა თამარ, ახლა სიხარულის ცრემლების დროა!
მაისი 28, 2020