Qwellynaria

Qwellynaria / ქველინარია

ჯგუფი გურმანებისთვის!

კულინარიული რეცეპტების გვერდი

ცხვრის ხორცი კარტოფილით

მე როგორც ძალიან მზრუნველი და ვათვალიერებდი მაროკოულ სამზარეულოს და აღმოვაჩინე ცხვრის ხორცი კარტოფილით...  იმედია მოგეწონებათ და გაუმასპინძლდებით თქვენმს ახლობლებს

შემადგენლობა:

  1. 2 კგ ცხვრის ხორცი
  2. 12 ცალი კარტოფილი
  3. დაფქული კვლიავი
  4. პილპილი
  5. მარილი გემოვნებით 

კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ და ჩააწყეთ საწურში. დაჭრილ ცხვრის ხორცს მოაყარეთ მარილი, პილპილი, ჩააწყეთ კარტოფილთან ერთად საწურში და გადააფარეთ სველი ტილო. აავსეთ ქვაბი 2/3 წყლით,  ზემოდან დაადგით საწური, დააფარეთ თავსახური (თავსახურს დავადოთ სიმძიმე დუღილის დროს რომ არ აიწიოს) და წყალი აადუღეთ. ხარშეთ ხორცი და კარტოფილი ორთქლზე  2 საათის განმავლობაში. მაგიდასთან მიიტანეთ ცხლად. მაგიდასთან ცალკე მიიტანოთ პატარა ჯამში მოთავსებული დაჭრილი კვლიავისა და მარილის ნარევი, ხორცის ნაჭრების ამოსავლებად. 

  • მდე

    taSha

    meeaaattt and mushrooms)))) niam-niam)))

  • მდე

    ცისია

    :)))

    taSha_მ თქვა:

    meeaaattt and mushrooms)))) niam-niam)))

  • მდე

    ლაშა

    ცხვარს ისეთი მძაფრი სუნი აქვს, მხოლოდ ტარხუნა თუ გაანეიტრალებს ;)