Qwellynaria

Qwellynaria / ქველინარია

ჯგუფი გურმანებისთვის!

კულინარიული რეცეპტების გვერდი

ხილის ტორტი

ხილის ტორტი

      ცხელ ზაფხულში ბევრი წვენის და ხილის მიღების სეზონზე, კარგი იქნება ერთი რეცეპტი გრილი და გემრიელი ხილის ტორტისა. გირჩევთ მოამზადოთ ჩვენი - Qwellynaria_ს რეცეპტით.

qwellynaria | samarxvo xilis torti | xilis torti | rogor movamzadot xilis torti | rogor movamzadot samarxvo xilis torti | xilis tortis momzadeba tkbileuli | namcxvrebi | როგორ მოვამზადოთ სამარხო ხილის ტორტი | ხილის ტორტი | ხილის ტორტის მომზადება | სამარხო ხილის ტორტი

შემადგენლობა

  • 225 გრ. ფქვილი
  • 175 გრ. შაქარი
  • 6 ს.კ. ზეთი
  • 250 მლ. მინერელური წყალი
  • 4 ჩ.კ. ასაფუებელი (რაზრიხლიწელი)

შემადგენლობა კრემისთვის

  • 2 ჭიქა წვენი
  • 2 ს.კ. მანის ბურღული
  • შაქარი გემოვნებით
  • 1 ქილა ანანასის კომპოტი
  • 200 გრ. მარწყვი

მომზადება:

      თასში ჩაყარეთ ფქვილი, რაზრიხლიტელი( ანუ სოდა ძმრით), შაქარი, ზეთი, და მინერალური გაზგასული წყალი ან ( ადულებულ გაციებული წყალიც შეიძლება) ათქვიფეთ კარგად, ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის სისქის თუ ცოტა სქელია დაასხით წყალი. გამოაცხეთ ორი ფენა. ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხეთ გაზქურაში შეგიძლიათ ერთ ფირფიტის ცომს დაუმატოთ კაკაო და ისე გამოაცხოთ, ასევე სურვილისამებ ცომს შეგიძლიათ დაუმატოთ ხილი ან ნიგოზი.

კრემის მომზადება:

      2 ჭიქა ნებისმიერი ხილის წვენი ,დაუმატეთ 2 ს.კ მანის ბურღული და ცოტა შაქარიც გაუკეთეთ დადგით დაბალ გაზზე და ურიეთ სანამ არ ადუღდება ადუღეთ 15 წუთი. გადმოდგით გაზიდან და გააციეთ . 1 ფირფიდა ზემოდან დავნამოთ სიროფით ( ანანასის კონსერვს დაუმატე კონიაკი და იმით დანამე) დაალაგეთ ხილი ანანასის კომპოტი ზემოდან წაუსვით უკვე გაციებული კრემი დააფარეთ მეორე ფირფიტა და გაიმეორეთ ისევ ისე ზემოდან მოვრთოთ ხილით.