დედაშვილობა–ღვთისგან ბოძებული უძველესი გრძნობაა ქალისათვის. მის გარეშე არსებობა შეუძლებელია, ცარიელი და უფერულია.
დედაშვილობა– გრძნობაა, რომელსაც თვით უფალი ეთაყვანება. უსაზღვროა მისი სითბო,სიყვარული,სათნოება და სულგრძელობა. ენა ვერ აღწერს იმდენი სიკეთეა დედის გულში და გუნებაში. დედამ შვილები მოავლინა ამ ცხოვრებაში, მან გამოკვება და აღზარდა, პირველი ნაბიჯები აადგმევინა, პირველი სიტყვები ასწავლა.
დედა ყველაზე მზრუნველი მაშინაა როცა შვილს უჭირს, განსაკუთრებით როცა იგი ავადაა,სიცხიანია. ყველაფერს აკეთებს რომ გამოაჯანმრთელდეს და ბედნიერი იყოს.
დედა ყოველთვის ლოცულობს შვილის კეთილდღეობისთვის. დედაშვილობის სანთელ–საკმეველი გზას არასოდეს დაკარგავს.
დედა– მრავალ არსებით სახელთანაა დაკავშირებული:– დედა–მიწა, დედა–ბუნება, დედა–სამშობლო, დედა–ბოძი, დედა–ღვთისა რომელმაც შვა სულიწმინდისაგან ჩვენი ცოდვების მხსნელი " უფალი იესო ქრისტე" , დედა მარიამი უფლის ხევალი და მამა ღმერთი დაგვიფარავს და დაგვიცავს ყოველივე განსაცდელისაგან.
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა საქართველო და უფლის მეორედ მოსვლაც ჩვენს მიწაზეა და სამოთხე იქნება რჩეულთათვის, მართალი და კეთილი ადამიანებისათვის.
დედაშვილობაზე მართალი და კეთილი გრძნობა არ არსებობს ამ ქვეყანაზე და ამ გრძნობასაც "სიყვარული" ჰქვია.
სიყვარული ხომ თვით უფალია
უფალი ხომ თვით სიკეთეა, სიკეთე რომელიც ამარცხებს სიძულვილსა და ბოროტებას და აი დადგა ბოლო ჟამი სიყვარულისა და სიკეთისა, რწმენა უფლისა, სიყვარული დედისა.
სიკეთე ერისა დასაბამიდან იყო არის და იქნება, ქვეყნის აღსასრულამდე.
რწმენა, იმედი და სიყვარული ნუ მოგვიშალოს ღმერთმა.
სამოთხის მადლი და დიდება ჰფარავდეს სრულიად საქართველოს. ამინ
პოეზია
357 წევრი
აღწერა
პოეზია
პოეზიით გამოვკვებოთ სულები!
დედაშვილობა
მაიკო_ს მიერ
ოქტომბერი 5, 2013

მაიკო