აღდგომის, დიდი მარხვის მეექვსე კვირას, ქრისტეს ეკლესია იხსენებს და ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიში დიდებით შესვლას, იგივე ბზობის დღესასწაულს!
მარცხოვრის შესვლა იერუსალიმში მოთხრობილია ოთხივე მახარებელთან.
იესო ქრისტე ადის იერუსალიმში რადგან მოახლოებულია პასექის დღესასწაული. როცა მიუახლოვდება ბეთბაგეს და ბეთანიას, გაგზავნის ორ მოწაფეს, რომელსაც დააბარებს "წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე. და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აღჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე." (ლკ. 19, 29-30).
მოციქულებმაც შეასრულეს მისი ნათქვამი, წავიდნენ და მოჰგვარეს მას ვირი და კიცვი მასთან ერთად, დაუფინეს სამოსელი კიცვზე, შეჯდა ზედ იესო და ადიოდა იერუსალიმს. გზად მიმავალს გამოეგებებოდა მთელი ქალაქი, ხეებიდან ტეხავდნენ რტოებს, "რტოებს დანაკისკუდთაგან" და ფერხთით უფენდნენ, ასევე სამოსელს იხდიდნენ და მის წინ აფენდნენ და ღაღადებდნენ: "ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!" (იო. 12, 13). "ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!" (მთ. 21, 9). ხოლო ფარისევლები ეუბნებოდნენ იესოს, უთხარი შენს მოწაფეებს გაჩუმდნენ. ხოლო ქრისტემ მიუგო მათ - "გეტყჳ თქუენ: დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე" (ლკ. 19, 40).
გაკვირვებული იყო მთელი იერუსალიმი, ზოგნი კი იტყოდნენ "ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ" (მთ. 21, 11). შევიდა იესო ტაძარში "და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა." (მრკ. 11, 11)
აპრილი
23 წევრი
აღწერა
აპრილი
თვენი
აპრილის თვის წმინდათა ცხოვრება
დიდებით შესვლა იერუსალიმში - ბზობა (ბაიაობა)
ლაშა_ს მიერ
აპრილი 13, 2014