მარცხოვრის შესვლა იერუსალიმში მოთხრობილია ოთხივე მახარებელთან.
იესო ქრისტე ადის იერუსალიმში რადგან მოახლოებულია პასექის დღესასწაული. როცა მიუახლოვდება ბეთბაგეს და ბეთანიას, გაგზავნის ორ მოწაფეს, რომელსაც დააბარებს "წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე. და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აღჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე." (ლკ. 19, 29-30).
მოციქულებმაც შეასრულეს მისი ნათქვამი, წავიდნენ და მოჰგვარეს მას ვირი და კიცვი მასთან ერთად, დაუფინეს სამოსელი კიცვზე, შეჯდა ზედ იესო და ადიოდა იერუსალიმს. გზად მიმავალს გამოეგებებოდა მთელი ქალაქი, ხეებიდან ტეხავდნენ რტოებს, "რტოებს დანაკისკუდთაგან" და ფერხთით უფენდნენ, ასევე სამოსელს იხდიდნენ და მის წინ აფენდნენ და ღაღადებდნენ: "ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!" (იო. 12, 13). "ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!" (მთ. 21, 9). ხოლო ფარისევლები ეუბნებოდნენ იესოს, უთხარი შენს მოწაფეებს გაჩუმდნენ. ხოლო ქრისტემ მიუგო მათ - "გეტყჳ თქუენ: დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე" (ლკ. 19, 40).
გაკვირვებული იყო მთელი იერუსალიმი, ზოგნი კი იტყოდნენ "ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ" (მთ. 21, 11). შევიდა იესო ტაძარში "და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა." (მრკ. 11, 11)
ტეგები: 5 აპრილი, Qwellyland, აპრილი, თვენი, საუფლო, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•