გორი

გორი

ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველიციხესიმაგრე. მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელსმიაწერს (XII ს. დასაწყისი). არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანის სამრხები აღმოჩნდა ციხის აღმოსა

დარეგისტრირდით და შემოუერთდით გორის ჯგუფს. ერთად ვწეროთ ჩვენი ქალაქის პრობლემების თუ მიღწევების შესახებ!

მიტროპოლიტი თადეოზი გარდაიცვალა

მეუფე თადეოზი 1946 12 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ ფლავში დაიბადა.

1966 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1973-1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში.

1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სკოლის ახალგაზრდა პედაგოგის მცხეთის სასულიერო სემინარიაში წასვლა მტკივნეულად აღითქვა მაშინდელმა ხელისუფლებამ.

ქრონოლოგია: 1977 – მღვდელი; 1979 – წილკნის ეპისკოპოსი; 1982 – აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი; 1984 – მანგლელი მთავარეპისკოპოსი; 1993-1995 – ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი; 1995-2003 – ბოლნისისა და დმანისის მთავარეპისკოპოსი; 2003 – ბოლნისის მთავარეპისკოპოსი; 2005 – თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი. 2010 2 აგვისტო – მიტროპოლიტი. 2013 წლიდან პენსიაზეა და ეწოდა მარაბდელი მიტროპოლიტი.

არქიმანდრიტ თადეოზის სიტყვა ეპისკოპოსად კურთხევის დღეს:

„თქვენო უწმიდესობავ, უწმიდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, დიდო მეუფეო და დიდო მამაო ილია; წმინდანო მღვდელმთავარნო ჩვენი მრავალჭირნახული ივერიის ეკლესიისანო. უმორჩილესად ვმადლობ ღმერთსა და უფალსა, შემოქმედსა ცისა და ქვეყნისასა, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად, რომელმან თქვენი უწმიდესი ლოცვის მადლით მიწოდა განსაკრთომელ მღვდელმთავრულ გზაზე. დიდი არს და საშინელ ჩემთვის ნდობა ესე მსახურნო დიდებისანო. მთავარანგელოზნი და ანგელოზნი ძლიერი ძალითა, ნათელნი მეორენი, ძრწიან დიდებისაგან ღვთისა და მე უღირსმან ვითარ ვიკადრო აღებად პირისა ჩემისა მისსა მიმართ, და ვითარ მივიღო პატივი ესე? ჩემი შინაგანი არსება ძრწის და გონებას ჩემსას ვერ მოუნახავს სიტყვა გამართლებისა... ამიტომ ვარჩევ დუმილს და განგებასა ღვთისასა და თქვენს წმიდა ლოცვას უმორჩილესად მინდობილი გამოუთქმელ მადლობას მოგახსენებთ... რთულია ჟამი ესე და ვის შეუძლია უღელვოდ გავლა ამ წუთისოფლის მღელვარე ზღვისა, ხსნა უკვდავისა სულისა თვისისა და ხსნა მოყვასთა, უკეთუ არა ითხოვა მადლი ღვთისაგან და ადამიანთა სიყვარულით არ გაიშუქა გული? ვმადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ კვალად მოგვხედა. დღეს ამას გრძნობს ყოველი გონიერი ადამიანი და გულით ლოცავს მთელი საქართველოსათვის მლოცველს. დღეს დიდი დღეა, დღე _ დიდი წინასწარმეტყველისა და ღვთისმხილველისა ილიასი, დღე ანგელოზისა უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, დიდისა მეუფისა და დიდისა მამისა ჩვენისა ილია მეორისა, დღე კეთილი მწყემსის მიერ დადგენილი დიდი მწყემსისა. მინდა თქვენი სახელით, ყველა ქართველისა და ყველა ქრისტიანის სახელით მივულოცო მას ეს ბედნიერი დღე და აღვუთქვა ივერიის დედა-ეკლესიის პატიოსნად მსახურება ძალისამებრ ჩემისა შეწევნითა უწმიდესის წმიდა სინოდის, წმიდა მღვდელმთავრების, ყოველთა სამღვდელო და სამონაზვნო დროსა და ყველა თქვენთვის წმიდა და გულწრფელი ლოცვითა. ამინ."

ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს!