ზუსტად რომ ვთქვათ, მოახლოებული ოლიმპიური თამაშები შეიძლება გახდეს მოვლენა, რომლის გულისთვისაც ბარონმა პიერ დე კუბერტენმა XIX საუკუნეში აღადგინა ეს ძველი ოკულტური ტრადიცია. თამაშების დამფუძნებელი მასონი იყო და სახელი გაითქვა იმგვარი საერო მასშტაბური ღონისძიების შექმნით, რომელიც შეეხო საზოგადოების ყველა ფენას და მსოფლიოს ყველა ეროვნებას. ბარონ დე კუბერტენმა დააფუძნა სკაუტური მოძრაობაც, რომელიც დღეს ესოდენ პოპულარულია მოსწავლეთა შორის.
ვის მიეძღვნა პირველი მსოფლიო ოლიმპიადა? წარმართ ღმერთ აპოლონს, სწორედ მას უგალობდნენ დელფიურ ჰიმნს 1894 წლის პირველი ოლიმპიური კომიტეტის წევრების სორბორნში. ყოველი ოლიმპიური თამაშობა იწყება საბერძნეთში, აპოლონის ტაძარში "ქალღმერთ ჰერას" ცეცხლის ანთებით და ლოცვით: "აპოლონ, ღმერთო მზისა და ნათლის იდეისაო, გარდამოავლინე შენი სხივი და აანთე წმინდა ლამპარი სტუმართმოყვარე ქალაქისთვის... (ქალაქის სახელწოდება)". ტაძრიდან ანთებული ცეცხლი ხელიდან ხელში გადადის, სანამ ესტაფეტის ბოლო სპორტსმენი არ შეიტანს იგი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე.
ამგვარად, XIX საუკუნის ბოლოს, სპორტული სანახაობებისა და შეჯიბრებების სიყვარულის გამოყენებით მასონებმა შესძლეს წარმართი ღვთაების, აპოლინისადმი თაყვანისცემის რიტუალი გაეცოცხლებინათ, რომელიც არის "ღმერთი მზისა და ნათლის იდეისა", და თავად არის ნათელმოსილი (ლათ. ლუციფერი).
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც საერო და ოკულტური ტრადიციები ერთმანეთშია აღრეული, ოლიმპიურმა თამაშებმა დაკარგეს თავისი განსაკუთრებულობა და პირვანდელი დანიშნულება. მაგრამ ეს ასე არ არის. თამაშები დღემდე ყველაზე პოპულარულ მოვლენად რჩება მთელს მსოფლიოში, ხოლო ორგანიზაციას, რომელმაც 1894 წელს ააღორძინა ოლიმპიური თამაშები, სულაც არ უღალატია თავისი მიზნებისთვის. და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა - უბრწყინვალესი შესაძლებლობაა მისი განხორციელებისთვის.
მოდი, დეტალურად განვიხილოთ ოლიმპიური თამაშების სიმბოლიკა.
ოლიმპიური რგოლები - 5 რგოლი, ხუთი კონტინენტის სიმბოლოს წარმოადგენს. ყოველ რგოლს თავისი ფერი აქვს. წითელი, მწვანე, შავი, ყვითელი და ცისფერი. ეს ფერები სრულიად ემთხვევიან ცნობიერების ევოლუციის ეზოთერულ სწავლებას: წითელი - ცეცხლი, მწვანე - ჰაერი, შავი - ბუნბა, - ყვითელი - ცხოველები, ცისფერი - სული.
აი, როგორ გამოიყურებოდა პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის რგოლები.
ოლიმპიური რგოლები - 5 რგოლი, ხუთი კონტინენტის სიმბოლოს წარმოადგენს. ყოველ რგოლს თავისი ფერი აქვს. წითელი, მწვანე, შავი, ყვითელი და ცისფერი. ეს ფერები სრულიად ემთხვევიან ცნობიერების ევოლუციის ეზოთერულ სწავლებას: წითელი - ცეცხლი, მწვანე - ჰაერი, შავი - ბუნბა, - ყვითელი - ცხოველები, ცისფერი - სული.
აი, როგორ გამოიყურებოდა პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის რგოლები.
მეორეს მხრივ, თუ გავიხსენებთ მაიას კალენდარს და 2012 წელს, მაშინ შესაძლოა 5 რგოლი 5 ეპოქას გამოსახავდეს. კალენდარი შეიცავს ციკლს, რომლის ხანგრძლივობა არის 25765 წელი და რომელსაც "დიდ წელიწადს" უწოდებენ. ეს ციკლი ხუთი ქვეციკლისგან ანუ ეპოქისგან შედგება, სადაც ყოველი ეპოქის ხანგრძლივობა 5125 წელია. მიმდინარე ციკლი 2012 წლის 12 დეკემბერს უნდა დამთავრდეს.
შესაძლოა ოლიმპიური რგოლები წარმოადგენენ დედამიწის სიკვდილისა და აღორძინების 5 ციკლს, სადაც ყოველი მათგანი დაკავშირებულია წინამსწრობთან როგორც ჯაჭვის რგოლები. ვარაუდობენ, რომ ციკლებს შორის არსებობს გარდამავალი პერიოდი, რომელიც თითქოსდა პირდაპირ ახლა მიმდინარეობს (1992-2012). დრო დროის გარეშე, როგორც აღნიშნავდნენ მას მაიას ტომის უძველესი წარმომადგენლები.
წინა ორი მოსაზრება თუ სწორია, და ოლიმპიური რგოლები დაკავშირებულნი არიან მაიას კალენდართან და ცნობიერების ევოლუციასთან, მაშინ დედამიწას და მის მცხოვრებთ ელოდება ყვითელი რგოლიდან (ცხოველური ინსტინქტები), ცისფერ რგოლში (სულიერება და განათლება) გადასვლა. ანუ გადასვლა "ნიუ ეიჯში" (ახალი საუკუნე).
2012 წლის თამაშების ლოგოტიპი მრავალი სკანდალის მიზეზი გახდა. ვერავინ გაიგო რაზე დაიხარჯა £400 000. ლოგოტიპი გამოიყურება დამტვრეულად, აგრესიულად და სრულიად არაჰარმონიულად. მისმა ვიდეო პრეზენტაციამ ზოგიერთში ეპილეფსიის შეტევაც კი გამოიწვია. მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ მის შემქმნელებს, ნათელი გახდება რატომ არის სწორედ ასე და არა სხვაგვარად.
ლოგოტიპი შეიმუშავა კონსალტინგურმა ფირმამ Wolff Olins. შესაძლოა, თქვენ არაფერი გსმენიათ მის შესახებ, მაგრამ მისი ნამუშევრები უეჭველად გეცნობათ, ესენია ისეთი ფირმების სიმბოლიკები, როგორიცაა: символика Shell, BP, General Electric, Sony Ericsson, Unilever, ბილაინი და სხვა ბრენდები. კომპანიის დამაარსებელმა და შთამომავლობითმა მასონმა უოლი ოლინსმა დიდი ძალისხმევა მოანდომა, რათა თანამედროვე ხილული სივრცე აღევსო ოკულტური სიმბოლიკით.
მაშ ასე, რას წარმოადგენს მომავალი თამაშების ლოგოტიპი? ეს არის ერთგვარი თავსატეხის ნაწყვეტები, რომლითაც იკრიბება რიცხვი 2012. მაგრამ რა საჭიროა ცენტრში დიდი წერტილი? თავსატეხს სხვაგვარად თუ დავალაგებთ, მკაფიოდ გამოჩნდება სიტყვა Zion, ანუ "სიონი".
თებერვალში ირანმა ოფიციალური პროტესტი გამოთქვა 2012-ის თამაშების ლოგოტიპთან დაკავშირებით, რადგან მასზე მკაფიოდ იკითხება სიტყვა "სიონი". ირანის ოლიმპიური კომიტეტის მეთაურის, ბაჰრამ აფშარზედეხის თქმით, "რასისტული" ლოგოტიპი, რომელშიც ჩამალულია ქალაქ იერუსალიმისი ტრადიციული, ებრაული სიმბოლო, შესაძლოა ირანის მხრიდან ოლიმპიადის ბოიკოტის მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, როგორც წერილის ავტორები ვარაუდობენ, თამაშებში მონაწილეობისგან შესაძლოა თავი შეიკავონ სხვა ისლამურმა ქვეყნებმაც.
იხილეთ, რა იყო გამოსახული 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშების ლოგოტიპზე.
თითქოსდა გამოსახულია მორბენალი ადამიანი (ისევ ძალზედ დამახიჯებული და დაკლაკნილი). მაგრამ თუ ცოტას წავიმუშავებთ გამოსახულებაზე: რაღაცას ამოვჭრით - ჩავსვამთ და გადავაადგილებთ (როგორც ეს საიდუმლო საზოგადოებების წევრებს უყვართ), ისევ სიტყვა "სიონს" მივიღებთ.
სოჭის 2014 წლის მომავალი ოლიმპიადის ლოგოტიპიდან ამ სიტყვის მისაღებად, საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე ზედმეტი ასოს გადაფერადება და არაფრის გადაადგილებაც კი არ დაგვჭირდება.
რატომ უყვართ ასე ეს სიტყვა ლოგოტიპის შემქმნელებს?
ოლიმპიადის თილისმები
არანაკლებ საინტერესოა ოლიმპიადის თილისმები - მასკოტები - უცნაური არსებები: მანდევილი და უენლოქი. მათი გარეგნობა აშკარად გაფრთხობს: ცალთვალა (ყოვლისმხედველი თვალი?), კოსმიური "უცხოპლანეტელების" თუ მონსტრების მსგავსნი. სხვათა შორის, ლონდონის სტადიონთან დაკავშირებით აშკარად შეიმჩნევა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის (UFO) თემატიკა, და აქ ვხედავთ მრავალ პირამიდებს განათებული "ყოველისმხედველი თვალით".
არანაკლებ საინტერესოა ოლიმპიადის თილისმები - მასკოტები - უცნაური არსებები: მანდევილი და უენლოქი. მათი გარეგნობა აშკარად გაფრთხობს: ცალთვალა (ყოვლისმხედველი თვალი?), კოსმიური "უცხოპლანეტელების" თუ მონსტრების მსგავსნი. სხვათა შორის, ლონდონის სტადიონთან დაკავშირებით აშკარად შეიმჩნევა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის (UFO) თემატიკა, და აქ ვხედავთ მრავალ პირამიდებს განათებული "ყოველისმხედველი თვალით".
ოლიმპიადის ჩატარების ადგილს google maps-ის მეშვეობით ზემოდან თუ დავხედავთ, ჩვენს მზერას წარუდგება გამაოგნებელი სურათი.
ოლიმპიური სოფელი ააშენეს სტრატფორდში - ლონდონის ერთ ერთ გამოყოფილ ადგილაას, მიწის ხელუხლებელ ნაკვეთზე, როგორც ეს ოფიციალურად იყო გამოცხადებული. საინტერესოა, არა? ამდენი წელი ინახო ცარიელი მიწის ნაკვეთი სწრაფად მზარდ ურბანულ ქალაქში... ან იქნებ ასეც იყო ჩაფიქრებული?
მიმდებარე ქუჩებისა და გზების სახელწოდებებს გააჩნიათ ბიბლიური ან მისტიკური შინაარსი:
აღმოსავლეთის ჯვარი (Eastern cross) - მართლმადიდებლური ჯვარი (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Crux Orthodoxa, ბიზანტიური ჯვარი, აღმოსავლური ჯვარი და "რუსული" ჯვარი").
ხუროს ქუჩა (Carpenter Road). ხურო იყო ქალწულ მარიამის დამწინდველი, იოსები.
დიდი აღმოსავლური გზა (Great Eastern Road), ანუ აღმოსავლეთის ვარსკვლავის გზა (Eastern Star RD). ნათელს აღმოსავლეთიდან ყოველთვის გააჩნდა ოკულტური მნიშვნელობა. "აღმოსავლეთის ვარსკვლავიც" ცნობილი და დიდი ორდენია, რომელსაც შეიძლება შეუერთდნენ როგორც კაცები, ასევე ქალებიც. 1850 წელს ის დააფუძნა იურისტმა, პედაგოგმა და მასონმა რობ მორისონმა. "აღმოსავლეთის ვარსკვლავის ორდენი" - პარამასონური ორდენია. მისი სწავლება ეფუძნება ძველ და ახალ აღთქმებს, თუმცა ორდენის წევრობა ითხოვს მხოლოდ უზენაესი ყოფიერებისადმი რწმენას და ქრისტეანული აღმსარებლობა სულაც არ არის აუცილებელი.
ტაძრის წისქვილის ქუჩა (Temple Mill lane) - ადგილი, სადაც ადრე წყლის წისქვილები იყო, რომლებიც ტამპლიერებს (ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღარიბ მხედრებს) ეკუთვნოდათ.
ეკლესიის გზა (Church road).
ყველა ეს სახელწოდება შეიძლება დავალაგოთ განსხვავებულ კომბინაციებში, მაგრამ საერთო ჯამში აზრი ყოველთვის ახალი აღთქმითა და მაცხოვრის შობით იქნება შეზღუდული. შესაძლოა, ამ "დეკორაციებში" ჩაივლის მისი შემცვლელის პრეზენტაცია.
2012-ის ოლიმპიური თამაშები იქნება მეცამეტე, მათი რიცხვი ტრადიციულად აღინიშნება რომაული ციფრებით. რა აზრი გააჩნია სამ იქსს - XXX?
"Chi" ანუ "X" რომელიც მსგავსია ჩინური სიტყვისა "Qi" და "მაცოცხლებელ ძალს" ანუ "ენერგიის ნაკადს" აღნიშნავს. ასო "X" ანუ "Chi" მჭიდროდ არის დაკავშირებული "სულის" ცნებასთან.
"Chi", ანუ "X" ხშირად გამოიყენება ქრისტეს სახელის შესამოკლებლად, ასევე შობის დღესასწაულის აღსანიშნავად: Christmas — Xmas.
ციფრი 3 წარმოადგენს "უქვემოეს განდობილთა" სამ განსხვავებულ ფორმას, რომლებიც "სამერთობას" (სამებას) აყალიბებენ. მაგალითად, ეგვიპტური სამება: ოზირისი (ბაალი - მბრძანებელი), იზიდა (ნაყოფიერების ქალღმერთი) და ჰორი (ხორი) (მთვარის ღმერთი). ან კიდევ ძველეგვიპტური კარნაკის ვერსიით: ამონი (ბაალი), მუტი (ქალღმერთი-დედა) და ჰონსი (ძე).
შეიძლება მოვიფიქროთ XXX-ის უამრავი ვერსია. ეს არის "უფროსების ვიდეოს" (ანუ პორნოგრაფიის) ნიშანი, გოლგოთის სამი ჯვრის ნიშანი და ა. შ.
დაბოლოს, სამი იქსი შესაძლოა უბრალოდ სამ დაფარულ ასოს ანუ სიმბოლოს აღნიშნავდეს, როგორც მაგალითად სამი ვარსკვლავი პაროლის შესაყვან კომბინაციაში, მაგალითად, სამ ექვსიანს - 666.
Rati Inashvili
ივლ. 24, 2012
Rati Inashvili
ივლ. 24, 2012
Rati Inashvili
ივლ. 24, 2012
Rati Inashvili
ივლ. 24, 2012
Rati Inashvili
ივლ. 24, 2012
Rati Inashvili
ივლ. 24, 2012