საღმრთო დიდება მთელი თავისი სუფევით

დაპირდა მოციქულებს: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა“ და აჰა, ესეც დანაპირების ასრულება. გილოცავთ ფერისცვალებას! ფრესკა ციხედიდის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან

  • ლაშა

    აღდგომა, გარკვეულწილად კიდევ გასაგებია - მოლეკულურ დონეზე, მკვდარი უჯრედები კვლავ ამოძრავდნენ და ამიტომ აღსდგა სხეული. თუ ვინმე იკითხავს - რამ აამოძრავაომ, ცხადია აქ კვლავ რწმენას / უხილავის დაჯერებას უნდა მივმართოთ.

    მაგრამ ფერისცვალების პრაქტიკული ნაწილი როგორია, რა და როგორ გამოსცემს ნათელს? პროტონები და ელექტრონები შეეჯახნენ ერთმანეთს? ფერისცვალება თითქოს ხარების გაგრძელებაა - სრულიად გონმიუწვდომელი სასწაული.