მეგობრებო რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ დღეს პირველი მაისია და თქვენს წინაშეა შეუდარებელი ჯონ დილინჯერი და პატარა ნელსონი,კაცობრიობას ყოველთვის აინტერესებდა კითხვაზე პასუხი არის თუ არა კრიმინალი პროფესია? ამაზე ისინი აუცილებლად გიპასუხებდნენ, რომ დიახ ეს ასეა.
დილინჯერი დაიბადა 1903 წელს ამერიკაში ილინოისის შტატში, ის იყო პირველი იმ წარმატებულ მძარცველთა შორის, რომელმაც პირველად მოიპოვა ტიტული გამხდარიყო ხალხის ნომერ პირველი მტერი და ყოფილიყო სიაში პირველ ადგილზე ძებნილთა შორის,მის ანგარიშზეა არამხოლოდ გაძარცვული ბანკები, არამედ 4 პოლიციის განყოფილება და ორჯერ ციხიდან გაქცევა ირიცხება, მას არასდროს ჰყვარებია სწავლა ბავშვობიდან ბანკების მძარცველობა უნდოდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაუკავშირდა ლამაზ ფლოიდს, ჰომერ ვან მეტერს და ტომი კეროლს, მის მიმართ არასოდეს განელებულა ხალხისა და პრესის ინტერესი უფრო მეტიც ზოგი ღიად უჭერდა მას მხარს და გულშემატკივრობდა მისი მოკვლის შემდეგ ერთ-ერთმა გავლენიანმა გაზეთმა შემდეგი შინაარსის სტატიაც კი გამოაქვეყნა "ის იმ ბანკირებსა და პოლიტიკოსებზე უარესი არაფრით არ არის, რომლებმაც ღარიბ მოსახლეობას ფული წაგლიჯეს, მათგან განსხვავებით ჯონს არასდროს წაურთმევია გაჭირვებული ხალხისთვის ფული ჩვენ ჯონის მხარეს ვართ!" ის 1934 წელს ფედერალურ ბიუროსთან შეტაკების დროს ჩაცხრილეს, სადაც იგი პოლიციას არ დაემორჩილა მასზე გადაღებულია უამრავი ფილმი,1961 წელს მელვინ პერვისმა იმავე პისტოლეტით მოიკლა თავი,რომლითაც დილინჯერი მოკლეს 69 წელს კი გარდაიცვალა მისი საყვარელი ქალი ეველინ ფრეშეტე, რომელიც ყველამ კარგად ვიცით ფილმიდან საზოგადოების მტერი, რომლის როლსაც შესანიშნავად ასრულეს ფრანგი(პარიზელი მსახიობი) მარიონ კოტიარი.
პირველად მასზე ფილმი 1973 წელს გადაიღეს რომელსაც დილინჯერი ეწოდებოდა მაგრამ ფილმმა მაინცდამაინც დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა,თუმცა შემდეგ დილინჯერის ისტორიას ჰოლივუდმა მოკიდა ხელი სადაც მთავარ როლს ჯონი დეპი ასრულებს და 2009 წელს ჩვენს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი საზოგადოების მტერი.
პატარა ნელსონი
პატარა ნელსონი იგივე ლესტერ ჯოზეფ ჯილისი, რომელმაც ეს მეტსახელი ფიზიკური აღნაგობის გამო დაიმსახურა, როგორც ამბობენ იგი 160 სიმაღლისაც კი არ იყო თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია წარმატებული ყოფილიყო თავის საქმეში და დიდი წვლილი შეეტანა კრიმინალის განვითარებაში მისი და მისი ბანდის სახელზე ათასობით ძარცვაა კარიერა კი 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ის პირველად ციხეში მოხვდა ისინი მანქანებს იპარავდნენ და შემდეგ მათ გარკვეული თანხის სანაცვლოდ აბრუნებდნენ მეორედ ერთი წლის შემდეგ მოუწია ციხეში ჯდომა,19 წლის ასაკში იგი უკვე ჩიკაგოელ განგსტერებთან ერთად გვევლინება სადაც ის დაიჭირეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს თუმცა ძალიან არ მოსწონდა და ამიტომ გაიქცა 1934 წელს, როდესაც ლამაზი ფლოიდი და ჯონ დილინჯერი იმქვეყნად გაისტუმრეს ახლა უკვე პატარა ნელსონის დროც დადგა პოლიციამ მის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა მან გაქცევა მოახერხა მაგრამ ჭრილობა,რომელიც მიიღო მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია