მე და შენ ღმერთო, ან მედა თქვენ, ან... (როგორც არი)
(გიო არაბული)

მე და შენ ღმერთო, ხმელეთზე რომ განავრცე წყალი,
მე და შენ ღმერთო, ბაგაში რომ მოდრიკე თავი,
მე და შენ ღმერთო, ბეჭებზე რომ შეიდგი ჯვარი,
მე და შენ ღმერთო, ან მედა თქვენ, ან.. (როგორც არი)

მე და შენ ღმერთო, ვიზრდებოდით შენში და ჩემში,
გვარწევდა დედა, - დედა ჩემი და შვილი შენი,
გვეძინა მშვიდად, ჩვენ მის ხელში - მას კი შენს ფრთებში,
ვიდგამდით ფეხს და ვტიტინებდით ბორძიკით ენის.

მივედით ბაღში და გვასწავლეს ათამდე დათვლა,
იქ შენზე არვის არაფერი არ უთქვამს ჩემთვის,
მერე სკოლაშიც შევედით და შეგვეტყო დაღლა,
იმ სკოლაშიც, რომ არვის უთქვამს სახელი ღმერთის.

მე და შენ ღმერთი, შეგვიყვარდა პირველად გოგო,
რომელიც შენი შვილი იყო და ჩემი სატრფო,
მერე ის გოგო დავკარგეთ და.. (არ მახსოვს როგორ)
მე დავიფიცე, რომ სიყვარულს მეტს აღარ დავთმობ.

გავიდა წლები..
და ერთხელაც ეშმაკი შემდგა
დაცემულ სულზე ფეხებით და..
(ვიყავი სუსტი..!)
და ამიტომაც გავიქეცი იმ ღამეს შენგან,
და ამიტომაც გითხარი, რომ შენ აღარ მსურდი!

მე და შენ ღმერთო - აღარ იყო ეს სამი სიტყვა,
მფარველი ჩემი, იმედი და სიმტკიცე ძვალთა,
მე მარტო დავრჩი და უშენოდ მრავალჯერ ითქვა -
გინება რჯულთა, დედათა და დათა და ძმათა..

ბევრჯერ დავკარგე სიყვარული, გავტეხე ფიცი,
ვიყავი მგელი, მე ვიყავი ძაღლიც და ვირთხაც,
"ჯვარს აცუ ეგე!" - ვიძახოდი შენზე და იცი
ეს ჩემზე უკეთ, მაგრამ მაინც მინდა, რომ გითხრა -

უშენოდ ღმერთო არ მიყვარდა მამა და დედა,
უშენოდ ღმერთო არც სამშობლო მტკიოდა ასე,
უშენოდ ღმერთო დავემსგავსე მოარულ ცხედარს,
უშენოდ ღმერთო მე ვიყავი სიკვდილით სავსე.

მოხვედი? - მოდი, მე ბავშვი ვარ, პატარა ისევ..
მე ჯერ ვერ ვწვდები სახელურს და შენ გახსენ კარი,
შემოდი გულში და ამ გულში დაცხოვრდი ქრისტევ!
რომ ერთად ვიყოთ საუკუნოდ! -
მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან... (როგორც არი)

თორრნიკე ნაროზაული

ნახვა: 278

BrOliKa: ნოემბერი 25, 2013||10:21pm

მე გუშინ ვუსმინე ამ ბიჭს პოეზიის საღამოზე და ძალიან მომეწონა მოვიხიბლეე :)) ძალიან კარგად წერს და კითხულობს :)) 

თათია: ნოემბერი 28, 2013||7:06pm

თორნიკეს შემოქმედებას მეც ვიცნობ, ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტია, ღვთის სიყვარულითაა სავსე, ყოველ დღე მაოცებს :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters