16 აპრილი

      დღეს თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, თუმცა ჯერ კიდევ ვბრაზობ იმაზე, ხალხი რომ დამცინოდა და მასხრად მიგდებდა.

      უფრო ჭკვიანი რომ გავხდები, ორჯერ უფრო მაღალი IQ რომ მექნება, ვიდრე ახლა მაქვს, იქნებ ხალხს მოვეწონო და დამიმეგობრდნენ.

      IQ რა არის, ჯერ კარგად არ ვიცი. პროფესორმა ნიმურმა თქვა, რომ ეს იმის საზომია, რამდენად გონიერია ადამიანი - ისე ზომავს გონიერებას, როგორც აფთიაქის სასწორი - წონას. მაგრამ ექიმი სტრაუსი შეეკამათა და თქვა, რომ IQ ინტელექტს სულაც არ "წონის". მისი თქმით, IQ იმას გვიჩვენებს, თუ რამდენად გონიერი შეუძლია ადამიანს გახდეს - ისევე, როგორც საწყაოზე მითითებული ციფრები, რომლებიც მიუთითებს, რომ საწყაო ჯერ კიდევ არ არის პირამდე სავსე და მისი შევსება კიდევ შესაძლებელია.

      ბერტ სელდენს რომ ვკითხე, რომელიც ინტელექტის ტესტებს მიტარებს და ელჯერნონთან მუშაობს, მითხრა - ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე ცდებაო. იმას თუ დავუჯერებთ, რასაც ახლა ვკითხულობ, IQ უამრავ სხვა რამეს ზომავს, მათ შორის, ახლახან დასწავლილ რამეებსად და საერთოდაც, IQ სულაც არ არის ინტელექტის კარგი საზომიო.

      ამიტომ ჯერ კიდევ ვერ გავიგე, რა არის ეს IQ. ყველა სხვადასხვანაირად მიხსნის. ჩემი IQ ახლა 100-ს უტოლდება და მალე 150-ზე მაღალი იქნება, მაგრამ ჩემი რაღაცეებით "შევსება" კიდევ დასჭირდებათ. არ მინდოდა მათთვის მეთქვა,მაგრამ ვერ ვხვდები -თუ არ იციან, რა არის და სად არის მოთავსებული ეს IQ, საიდან იციან, რამდენი მაქვს?

      პროფესორმა ნიმურმა თქვა, რომ ზეგ რორშახის ტესტი უნდა გავიარო. ნეტავ ეგ რაღაა.

იხილეთ:

  •   21 ნოემბერი

ნახვა: 415

ტეგები: IQ, blog, inteleqti, qwelly, qwellyblog, ამონაწერი, აპრილი, ელჯერნონი, ინტელექტი, კიზი, მეტი...ფსიქოლოგია, ქველი

ლიკა: ივლისი 26, 2015||1:56am

ყვავილები ელჯერნონისთვის, კახავ^^

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters