ქველინიუსი გილოცავთ 2020 წელს. კარგი აბების, კეთილი სიახლეების და დადებითი ნიუების წელი ყოფილიყოს. ახალი წლის შემდეგ, თითქმის არაფერი ხდებოდა გარდა ნაძვის ხის კრიტიკისა, საახალწლოდ გახარჯული მილიონების გამოძიება-გამოჩხრეკვისა და ტრადიციული კრიტიკისა, მეორეს მხრივ - მილოცვებისა, მიღწევებისა და მომავალი წლის გეგმებისა. თოვლიც კი 4 იანვრისთვის ჩაინიშნა.
პატრიარქი - უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება დამოკიდებულია ჩვენზე. ილია მეორე - მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტ ბატონ ვლადიმერ პუტინს - უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. სალომე ზურაბიშვილი - ერის დეპრესია მხოლოდ მტრებს თუ გაახარებს, ჩვენ შეგვიძლია, გავფანტოთ სიძულვილის, ღვარძლის შავი ღრუბელი და ენერგიის მობილიზება ქვეყნის აღმშენებლობისთვის მოვახდინოთ. არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ერთად ბევრი რამის გაკეთება შევძელით! მადლობას გიხდით ყველას, ვინც იცავდით სამშობლოს! გიორგი გახარია - 2020 წელი იმედის და გამარჯვების წელი იქნება - ერთად უნდა დავძლიოთ არსებული გამოწვევები, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს.
ზოგიერთი წესი და რეგულაცია საახალწლოდ - პირველი იანვრიდან საოჯახო ტიპის სასტუმროები წყლის ტარიფს ახალი მოდელით - ე.წ ჰიბრიდული ტარიფით გადაიხდიან. 1-ელი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდა. „112“ და „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“ ერთიანდება.
რუსთავი ორის საქმე სასამართლოში - პროკურორი - ნიკა გვარამიამ კახაბერ დამენიასთან ერთად გაფლანგა "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლება, დაახლოებით, 7 მილიონამდე ლარი. დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი საქმე აბსურდულია და დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. ნიკა გვარამია - მოსამართლეს ვუთხარი, რომ შეუძლია სხდომები ყოველდღე ჩანიშნოს, არის დღეები როცა ვერ მივალ და შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იაროს პროკურორთან ერთად.
დღესასწაულობა - დეკემბერში ხილი 32%-ით, ბოსტნეული 14 %-ით, რძის პროდუქტები 13.5%-ით, ხორცი 15 %-ით, პურპროდუქტები კი 6.6 %-ით გაძვირდა. საახალწლო დღეებში, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო, ქვეყანაში 1254 გამოძახება დაფიქსირდა.
პრეზიდენტის შვილი - ცოტნე გამსახურდიას მეუღლე - ოპერაციები, რომელიც ცოტნეს ჩაუტარდა, თურქეთის კლინიკაში დადებითად შეფასდა და დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ სჭირდება. გიორგი გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებისა და მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ფონდმა "ქართუმ" გადაჭრა.
საზღვარგარეთულები:
აღმოსავლეთი ომში ან ომის პირას - ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმის დროს ირანელი გენერალი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური დაიღუპნენ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გენერლის მკვლელობაზე - ამ გაიძვერული ავანტიურიზმის შედეგებზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება. ირანის უმაღლესი ლიდერი - სასტიკი შურისძიება ელოდებათ იმ კრიმინალებს, რომლებმაც თავისი ბინძური ხელები სისხლით დაისვარეს. დავით ზალკალიანი - ვგმობთ ახლახანს მომხდარ შეტევას ბაღდადში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე. ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ჰეზბოლა“, „ჰამასი“, რუსეთი და სირია ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის ოპერაციას გმობენ. ზურაბ ბატიაშვილი - თუ სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, ირანიდან ლტოლვილთა მასების დაძვრაა მოსალოდნელი - განზე მდგომი ვერ ვიქნებით, შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დავდგეთ. ერაყის პრემიერის თქმით, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის ოპერაცია ბიძგს მისცემს გამანადგურებელი ომის დაწყებას ერაყში, რეგიონსა და მსოფლიოში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ერაყი დაუყოვნებლივ დატოვონ. დონალდ ტრამპი - ირანს არასდროს მოუგია ომი, მაგრამ ასევე არასდროს წაუგია მოლაპარაკებებში.
მედიის ცნობით, ისრაელის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია