მესხეთში ზარზმას მივაქროლებ ფიქრებს გულისას

,საფარას სუნთქვით შეიმეცნებს გაშლილი ფრთები,

ბუზმარეთს საზღვარს გადაკვეთავს ოცნებებისას

,ჭულევში დაცვად აშოლტილი ჭაღარა მთები...

 

ხერთვისის ციხე მოგვიყვება ძველთა გმირობებს

,წინაპართ სისხლით გაპოხილ წყალს მოგვართმევს პეშვით,

ჭოროხის შვილებს, თურქთ კალთებში დაზრდილ ქართველებს

ცხოველთა მეფე დაიტირებს მრისხანე ეშვით...

 

სმენას მივაბყრობ აკვანთან მყოფ მომღერალ დედას

,მესხური ნანით რომ აძინებს ჩვილს მოღუღუნეს

,ტკბილი ჰანგებით მოკისკისე პატარას ვხედავ,

ეთამაშება ფანჯარასთან ქარს მოგუგუნეს.

 

აწყურში მშვიდად მძივებს აფრქვევს ქართული ზეცა,

ტაძრიდან ისმის მგალობელთა გალობა თბილი,

აბულის მთების ბანი მოჰქუხს, ხეობებს ეცა...

მესხეთს შეუკრა გადახსნილი გულ-მკერდზე ღილი...

 

ჩემი ტკივილი, ჩემი ტაო... სულის ღიმილი

,კლარჯეთს ხანძთა და ბანა, ოშკი, კენტად შთენილი,

ოპიზა გუმბათდანგრეული... სადღაც ჩივილი, 

მიტოვებულის წართმეულის ტანჯვა ძლეული...

 

ჩემი სამშობლო, მამული და კუთხე კუნჭული,

მიწის გოჯიდან დაწყებული ცის ვარსკვლავამდე,

მშობელი ქვეყნის ეს ნაწილი - მესხური გული...

მიყვარს და მუდამ მეყვარება კუბოს ფიცრამდე... 

 

ნახვა: 200

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters