ყოველ დილით ვიღვიძებთ (ნუ ზოგი დილით არა და აი ღამე კი იღვიძებს) ზეცაში ვიყურებით და ერთი შეხედვით ვასკვნით, რომ ჩვენს თავზე რაღაც გავარვარებული ბურთი კიდია. ბევრი ჩვენგანისთვის ცნობილია რომ მზე „კაი ტიპია“ და გვათბობს, ერთი სიტყვით რაღაცაში გვადგება. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ დედამიწისთვის და აქედან გამომდინარე ჩვენთვისაც ყველაფერი სწორედ მზისგან დაიწყო. ჩვენ ყველა მზის შვილები ვართ და როდესაც ზეცაში ვიყურებით და თვალის მომჭრელ ბურთს მივჩერებივართ, არც კი ვიაზრებთ რომ სწორედ ის არის ჩვენი, ყველას, მშობელი. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, თუ რამდენ რამეში შეიძლება მზისა და მისი ენერგიის გამოყენება.

მზე ამ ეტაპზე, ჩვენთვის ამოუწურავი ენერგიის წყაროა. მზე, ყოველწამიერად დედამიწას იმდენ ენერგიას აწვდის, რაც რამდენიმე ათასჯერ მეტია, ვიდრე მთელი მსოფლიოს ელექტროსადგურების მიერ ჯამში გამომუშავებული ენერგია. ამ დროს ყოველთვის ჩემი ერთი ნაცნობი მახსენდება, რომელმაც გაოცებული სახით შემომხედა, როდესაც გაიგო რომ მზე ვარსკვლავია და დედამიწა არა. . „ანუ რა განსხვავებაა?“ აი ეს კითხვა მაჯახა იმ წამსვე.

მზე 150– მილიონი კილომეტრით არის დაშორებული დედამიწიდან, თუმცა ეს უკანასკნელი საერთოდაც არ უშლის ხელს დედამიწის მართვაში. ის ათბობს ატმოსფეროს, ოკეანეს და მიწას, იწვევს ქარს, ზრდის მცენარეებს და ქმნის წიაღისეულ საწვავს.

არსებობს მზის ენერგიის გამოყენების ორი სისტემა: პასიური და აქტიური.

პასიური სისტემაა, როდესაც მზის ენერგიას რთული ტექნიკური დანადგარების გარეშე ვიყენებთ. მისი მაგალითებია: საცხოვრებელი სახლის სამხრეთისკენ მიმართული ფანჯრები, დარაბები, სათბურები და სხვა მრავალი...

რაც შეეხება მზის აქტიურ სისტემის გამოყენებას, ეს არის ადამიანის მიერ სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც მზის ენერგია თბურ, ან ელექტროენერგიად გარდაიქმნება.

მზის ენერგიის ელექტროენერგიად პირდაპირ გარდაქმნის პრინციპი მეოცე საუკუნის დასაწყისში გახდა ცნობილი, თუმცა ფართო პრაქტიკული გამოყენება მხოლოდ ბოლო პერიოდში ჰპოვა. მზის ენერგეტიკის დიდი ბუმი აღინიშნება უკანასკნელ წლებში აშშ–ში, იაპონიასა და გრემანიაში. ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში არსებობს ამ დარგის განვითარების ხელშემწყობი სპეციალური სახელმწიფო პროგრამები (რაც ჩვენ ჩაბრწყინებულ ქვეყანაში არ არსებობს). პირველმა წარმატებამ გერმანიაში, წარმოშვა „1000 მზის სახურავი“, 70000 „მიზს სახურავი“ იაპონიაში, 100000 „მზის სახურავი“ კვლავ გრემანიაში, 1000000 „მზის სახურავი“ ამჯერად უკვე ამერიკაში და ასევე 1000000 „მზის სახურავი“ ევროკავშირში.

რაც შეეხება საქართველოს, ამ უკანასკნელის მდებარეობიდან გამომდინარე მზის გამოსხივება ხანგრძლივი და საკმაოდ ეფექტურია. უმეტეს რაიონებში მზიანი დღეების რაოდენობა მერყეობს 250–280–ის ფარგლებში, რაც დღის ხანგრძლივობის მიხედვით შეადგენს დაახლოებით 1900–2200 საათს. ასევე აღმოჩნდა რომ აღმოსავლეთ საქართვლო უფრო მზიანი ყოფილა ვიდრე დასავლეთი (ეს ისედაც ვიცოდი ).

დღესდღეობით, საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე ათეული მზის ფოტოელექტრო სისტემა, ჯამური სიმძლავრით 18–20 კვტ. როგორც აღმოვაჩინე, ამ მხრივ ჩვენთანაც რამდენიმე პროექტი, უკვე ყოფილა განხორცილებული. ასევე წავაწყდი ინფორმაციას, რომ რამდენიმე მონასტერში ყოფილა მიკროელექტრო სადგურები და მათი საშუალებით შესაძლებელი გამხდარა ტაძრების, სატრაპეზოებისა და სენაკების განათება. ასევე დუშეთში, ახმეტის რაიონში, ხევსურეთში და კიდევ რამდენიმეგან დაუმონტაჟებიათ 50ვტ სიმძლავრის ინდივიდუალური მოხმარების მზის მიკროელექტროსადგურები, რომელიც განათებისთვის გამოიყენება, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია, მზის ენერგიის გამიოყენების შემთხვევაში.

ერთი სიტყვით ფაქტია რომ განახლებადი წყაროები კაცობრიობას ისე ესაჭიროება, როგორც არასდროს. ჩვენ უკვე საკმარისად გამოვიყენეთ დედამიწის რესურსები და პლანეტა კატასტროფის პირამდეც მივიყვანეთ. დროა ადამიანი შეეშვას მიწის ჩიჩქვნას და ზემოთაც აიხედოს. მზე ჯერ კიდევ 10 მილიარდი წელი აპირებს სიცოცხლეს და მანამდე მზად არის თავისი დახმრების სხივები კვლავაც გამოგვიწოდოს, ისე რომ სანაცვლოდ მხოლოდ ერთი მოითხოვოს, საჭიროა შევეშვათ არსებული სისტემიდან აზროვნებას, გამოვიდეთ ჩვენივე ნაჭუჭიდან და დახრილი თავი ზევით ავწიოთ...

ნახვა: 494

ცისია: ივნისი 12, 2013||10:46pm

ოოოოო.. :))))

tamo: ივნისი 13, 2013||11:44am

oooo:D :D :D :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Bloxbuyx-How to Get Secret Supreme Combo in Steal a Brainrot Halloween Update

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2026.
საათი: 11:19am 0 კომენტარი

Halloween 2026 is bringing exciting discoveries to Steal a Brainrot, and one of the most intriguing rumors involves a hidden Supreme Combo Brainrot. According to current leaks, players may need to collect four special puzzle pieces to unlock this…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters