თვალებს ხუჭავ, ცხელა. სხეულიც ისეა გახურებული რომ კენჭები უკვე აღარ გგონია ისეთი ცხელი როგორც მოსვლის დროს იყო. წევხარ გაუნძრევლად. ბრიზის ყოველი მოქროლვა უჩინარი, სასამო ტალღასავით გევლება სხეულზე და სახეზე ნეტარების ღიმილი გადაგირბენს.

ცხელა.

თვალები დახუჭული გაქვს, მაგრამ ქუთუთოებში მაინც იღვრება მოლურჯო-მოიისფრო შუქი და გუბეზე დაცემული წვიმის წვეთივით ტოვებს სიბნელეში ფერად, ციცქნა რგოლებს. შორიდან ტალღის ხმა გესმის, ჩუმი, შემპარავი. გუშინდელივით თამამი არა. გუშინ სველი კენჭების ყრუ ხრაგუნიც მოჰყვებოდა მის ხმას. დღეს კი წყნარია, ზანტი. მიუხედავად იმისა რომ იცი, თავნება და დაუმორჩილებელია, თვალდახუჭული მაინც სცდილობ ტალღების რიტმი დაიჭირო. თუმცა ყოველ ჯერზე ცდები. ზოგჯერ მიყუჩდება, ჩაჩუმდება. ელი, ახლა, აი ახლა უნდა მოვიდეს. მაგრამ არ მოდის. დაინტერესებული ის ისაა თვალის გახელას აპირებ რომ... შშშშშ... მოვიდა... უფრო თამამი ვიდრე წინა, მაგრამ ხომ მოვიდა?!

ცხელა.

ნიავი ჩადგა. გაუსაძლისია წოლა.

ზღვა კი ისე წყნარია, ისეთი საინდო. გინდა ჩახვიდე და მისი ტალღა როგორც გრილი საფარი ისე გადაიფარო გავარვარებულ სხეულზე.

დგები.

იმართები და არეული ნაბიჯით მიდიხარ მისკენ. ერთი, ორი, სამი ნაბიჯი და ფეხებით გრძნობ თითქოს ცხელი... ჰაა... არაა. გრილი, მაცოცხლებელია...მთელს სხეულზე გადაგირბენს სიგრილის სიამოვნების ტალღა. რამოდენიმე წუტი ასე დგეხარ. ეჩვევი. ზღვა კი პატარა ტალღებით გეთამაშება. მოგვარდება და სიგრილეს ჯერ კიდევ შეუჩვეველ სხეულს გადაუვლის. ფეხის წვერებზე იწევი, ჰარეს ღრმად ისუნთქავ და მუცელსაც შეზნექ, გსიამოვნებს. ზღვამაც იცის ეს

დგეხარ და გბეზრდება დგომა, სიგრილის ნელ ნელა შეჩვევა. მეტი, უფრო მეტი სიგრილე გინდა და.... ფიქრი არ უნდა ...რაც უფრო დიდხანს ფიქრობ, მით უფრო გიჭიანურდება... მძლავრი ბიძგი, ნახტომი და.... ზღვაში ხარ. ამჯერად მთლიანად, თავით ფეხებამდე წყლის სტიქიაში ხარ. ყრუ დგაფუნის მერე სამყაროს წყალსზემოთა ხმები ყრუვდებიან. მხოლოდ საკუთარი გულის ცემის ყრუ ხმას ისმენ. სხეულზე კი დარჩენილი მოვერცხლო-მოცისფრო ჰაერის ბუშტუკების უსუსურ შეებას გრძნობ. წუთით ჩერდები. თვალებს ახელ და ზღვის მოლურჯო-მოშავო წიაღისკენ იყურები. ზემოდან კი უკვე თხევადი ცა დაგნათის.უწონადობის, სიჩუმის და სიმშვიდის უჩვეულო შეგრძნება გეუფლეა. დრო ჩერდება. ხელების მოძრაობით ცდილობ გააკონტროლო შენი მდომარეობა, ბოლოს კი ეშვები. ზღვას ნებდები. მკერდს წინ სწევ, ხელებს შლი და ხედავ თუ როგორ უახლოვდები ნელინელ თხევად ცას.
მთელი სხეულით მიიწევ მისკენ და ბოლოს შედიხარ მასში. ტივტივებ. ზღვა გარწევს. ყურები ჯერ კიდევ წყალში გაქვს, ისევ სიჩუმეა. შენს პირდაპირ კი ამჯერად ცის მუქლურჯი წიაღია.

თოლია, თეთრი თოლია, ბოლოებისკენ ჩაშავებული ფრთის წვერებით ლურჯი ცის ფონზე და მზე.

სხეული იმდენად მოდუნებული გაქვს რომ ძილის სურვილი გიპყრობს. ზღვაც ხვდება ამას და აკვნივით გარწევს მის ტალღებში. სიმშვიდეა.

.....

ამოდიხარ.

დარბილებულ ფეხისგულებს უხერხულად ადგამ კენჭებზე. სხეულით გრძნობ, ისე აღარ ცხელა როგორც ადრე. წვები. შრები. მაგრამ კანით მაინც გრძნობ ზღვას. მის სუნს და ასე იქნება მანამ, სანამ შხაპიდან ქლორიანი, ცივი წყლით და საპნით არ ჩამოიბან მის მოგონებას. მანამდე კი...

წევხარ.

ბრიზის ყოველი მოქროლვა უჩინარი, სასამო ტალღასავით გევლება სხეულზე და სახეზე ნეტარების ღიმილი გადაგირბენს.

თვალებს აღარ ხუჭავ...

მზე ჩადის ზღვაში.

ნახვა: 166

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters