„ამჯერად, ჩვენთვის მთავარი მაინც ის არის, თუ რამდენად სახარბიელოა, რამდენად „საამაყოა“ ჩვენი ხასიათის ამგვარი „სტაბილურობა“  იქნებ აჯობებდა, ცოტა ხნით მაინც დაგვევიწყა ქართული გულარხეინობა და მთელი ხმით, ყველას გასაგონად გვეყვირა ჩვენს სატკივარზე?! სატკივარი კი ბევრი გვაქვს, საკმაოდ დაგვიგროვდა დროთა განმავლობაში, რადგან თავის დროზე, ეტყობა, ვერც ერთს ვერ  მივაქციეთ სათანადო ყურადღება, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სათანადოდ ვერ შევაფასეთ ვერც თავის დროზე და ვერც მერე.

სამაგიეროდ, მერე ხშირად გვინანია და, რაც კიდევ უარესია, უმისამართო საყვედურებით მოგვიფხანია გული. რამდენადაც ვიცი, ჯერ არავინ დაუდანაშაულებიათ არც ორთაჭალჰესისთვის რომელიც აგებისთანავე „ჩაქრა“ და აბუსრდულ ძეგლს უფრო ჰგავს,  ვიდრე ელექტროსადგურს - არც დიღმის სასწავლო-სალექციო ვენახებისთვის და არც თავად დიღმისთვის თავისთავად უკვე ისტორიული ძეგლისთვის, რომლის ადგილზეც კიდევ ერთი მიკრორაიონი უნდა დაიბადოს, არქიტექტურული მიკროურჩხული, რომელიც, სხვა, უკვე არსებული მიკრორაიონების მსგავსად, პირველ ყოვლისა, სწორედ თბილისის ჭეშმარიტი სახის, ხასიათის, ადათ-წესების შთასანთქმელად არის მოწოდებული, არც სახელმწიფო ენის იგნორირებისთვის  რესპუბლიკის ყველა თუ არა, უმრავლეს დაწესებულებასა და წარმოებაში; არც ზღვის სანაპირო ზოლის მოშლისთვის და არც ზვავგადავლილი თუ დამეწყრილი სოფლებისთვის, ასე რომ მომრავლდა ჩვენში და, როგორც ვარაუდობენ, მთის დაუდგრომელი მდინარეების არასწორი „მოთოკვის“ გამო.

                     პირადად მე ამ საკითხებში, რასაკვირველია, არაკომპეტენტური გახლავართ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, არავითარი აზრი რომ არ აქვს არც დაგვიანებულ სინანულს და არც გაურკვეველ საყვედურს, დავუშვათ, იმის თაობაზე, ამ ორმოციოდე წლის წინ ასე დაუფიქრებლად, ასე ჰაიჰარად რომ დავაცარიელეთ ჩვენი მთიანეთი, ასე უგულოდ რომ მოვწყვიტეთ მთიელი კაცი მშობლიურ გარემოს, რის შედეგადაც არა მარტო ცხვარ-ძროხა დაგვეღუპა, ჩვენივე ხელით ამოვქოლეთ იმ უძველესი და უმკაცრესი ინსტიტუტის კარი, სადაც ქართველი რაინდობას სულიერ სიმტკიცესა და ზნეობრივ სისპეტაკეს უნდა ზიარებოდა. გარდა ამისა, ბევრმა უარყოფითმა მოვლენამაც იჩინა თურმე ბუნებში თავი. აბა, რა გვეგონა?! ანდა რატომ გვეგონა, ყველაფერს რომ გვაპატიებდა ბუნება, უსასრულო რომ იქნებოდა მისი მოთმინება?! „ თავს სინანული სჯობიაო“, - უკვე რახანია გვასწავლის პოეტი, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, ვინ რას გვასწავლის, არამედ - ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია . ღმერთმა ნუ  ქნას ორმოციოდე წლის მერე  ისევ რომ შემოგვტიროს ვინმემ ტელევიზორის ეკრანიდან, არ უნდა აგვეშენებინა ჰუდონჰესიო  განა ამით რამე შეიცვლება?! მართალია დღესაც საკმაოდ ვართ შეშფოთებულნი, დღესაც ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი სერიოზულობა  გვმართებს ყველას მე მგონი, გაცილებით აჯობებდა, ჯერ თავად სპეციალისტებს უფრო ნათლად გაერკვიათ თავისთვის ამ ჰუდონჰესის სიავკარგე, დაედასტურებინათ, დაემტკიცებინათ მისი აუცილებლობა ხვალინდელი საქართველოსთვის (რაკი ასე ლოკალურად დგას საკითხი) გაემართლებინათ ის მსხვერპლი, რომლის გაღებაც მსგავსი გრანდიოზული მშენებლობის დროს, გვინდა თუ არა მაინც მოგვიწევს, და მერეღა გამოეტანათ ესოდენ სერიოზული საკითხი ხალხის სამსჯავროზე, თორემ ჯერჯერობით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პროექტის ავტორებსაც არ ჰქონდეთ გათვიცნობიერებული ამ კონკრეტული მშენებლობის მიზანი და იდეა.....“

ნახვა: 150

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

What NBA 2K26 Season 5 College Expansion Means for the Future of the Game

გამოაქვეყნა katharineee_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2026.
საათი: 11:56am 0 კომენტარი

One of the most surprising and exciting additions to NBA 2K26 comes in Season 5, where the game expands beyond professional basketball and into the collegiate world. With the addition of 16 playable college teams, including Florida, Duke, Kansas,…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters