ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან_ " სამოსელი პირველი"

- რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?

- ქალს? - სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი - ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.

- რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? - თუმცაღა სწორი კია...

- ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.

- როგორ მაინც?

- როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა "ტან-ფეხი" გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა... ასოების მხრივ... უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?

- მაშინ თქვენ სცადეთ...

- ნამდვილ ქალს... მისი გამოჩენიდან დავიწყებ, კარგი... ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს... ოღონდ უნებურად

.- ფეხაკრეფით?

- კი. როგორც დევნილი... ან, მდევარი.

- და როცა მოვა,

- როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს- დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი.

- ეს როგორ...- ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე - მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები,

მუდამ ამბობენ...

- რას ამბობენ...

- არ იცი ის შენ... და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ... ო, მაშინ...

- თვალებით ყველაფრის თქმა უნდა შეეძლოს, ყველაფერს მიგანიშნებს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა...- სახის ჩრდილები,

- ყველაფერსა აქვს თავისი ჩრდილი, - შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს...

- ქალი საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს თავაზიანად მოსაუბრე და სასიამოვნო მსმენელი, და რაღა თქმა უნდა, სასარგებლო კერძებსაც ამაღლებული შექების ღირსად უნდა ამზადებდეს.

- არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო - ტან-ფეხი...

- თქვენ ბრძანეთ უკეთ, ჩვენ მოსმენაც კი შეგვიძლია მოთმენით, დიახ, უკიდურესი აუცილებლობის გამონაკლის შემთხვევებში.

- ეს ერთადერთია, როცა ვიბნევი,- არ შემიძლია...

- რატომ?

- რატომ და მას არ ძალუძს სიტყვით მოიაროს ქალის კარგი სხეულის ღირშესანიშნავი ადგილები.

- არა, არა, მაგიტომ არა...

- აბა რატომ?

- რატომ და ვიბნევი, - თავიდან რომელს მივადგე, რომელი ერთი...

- აი, თუნდაც ხელისგული...

- ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ... მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ - მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა... ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ - რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული...

ნახვა: 200

ანა: ნოემბერი 9, 2013||6:58pm

ისე,ხელისგული რასაც არ უნდა დაადო ყოველთვის "რაღაცას" იგრძნობ :) :))))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters