წამო წვიმა ვნახოთ მოვეფეროთ თმებზე,
წამოწვიმა წეღან ნარიყალას ახლოს,
წამო ავირბინოთ ზედაზენის მთებზე,
ვარსკვლავები ვთვალოთ,
მთვარეს ხელი ვახლოთ.

შარშან რომ ვილოცეთ, თეთრი ფიფქებისთვის
გახსოვს?
და ითოვლა მერე, მთელი ღამე თოვდა, მთელი...
დაითოვლა მიწა და სამოთხეს გავსო
რომ ვთქვით.
წამო ქრისტესაკენ, სამოსელზე ვახლოთ ხელი.

ფრთხილად!
არ დაიწვა ხელი - მზეზე,
გამო.. გამომყევი სველი გავირბინოთ მიწა,
წამო, ზაქესავით ავძვრეთ ლეღვის ხეზე,
ისევ ბავშვები ვართ, უფლის სიყვარული გვიცავს.

დაე, გვეჩხუბონ და დაე, გაგვიჯავრდნენ
- ამინ!
გვჯერა სიყვარულის ჩვენ ხომ...
მერე ბანალურად ისევ გაჩერდება წამი,
ისევ თეთრი კაბა, ისევ არხოტი და ჭერხო.

წამო, წამომყევი წვიმას ვეთამაშოთ,
წამო..
წვეთ-წვეთ დავითვალოთ კოცნები და მერე
ჩვენზე იჭორაონ, ცილი დაგვწამონ და გვწამონ..
ფეხზე მკიდია და გული მერე...

გამაჩუმებ თითის ტუჩთან მიტანით და მეტყვი -
როგორც ღმერთს უყვარსო, ისე შეიყვარე შენაც!
მერე გაიელვებს, შეგეშინდება შენ სეტყვის,
და ჩვილი ბავშვივით დაგბმება ენა.

მკერდზე მიგიხუტებ, თეთრი ყვავილივით
ფრთხილად,
შავი თვალებიდან ცრემლებს ამოგაცლი თითით,
წამო, წვიმის წვეთი ავიყვანოთ შვილად,
სახლი ავაშენოთ ცაში ან ცის იქით..

მერე რა იქნება, ღმერთმა უწყოდეს და ახლა,
სანამ წვიმაა და ისევ არი ღამე,
ციდან ან ცის იქიდან ჩამობრძანდი დაბლა,
თორემ უშენობით მაგრად დავიღალე!

თორრნიკე ნაროზაული

ნახვა: 194

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters