”პავლე მოციქულის ეს პირველი ეპისტოლე დაწერილია ქ.შ. 60 წლის ახლოს, კორინთოში მისი მესამედ ჩასვლის დროს. მან წერილით (ეპისტოლით) მიმართა რომაელ ხალხს იმ განზრახვით, რომ რომი გადაექცია ქრისტიანული მისიის ისეთ ცენტრად დასავლეთში, როგორიც ანტიოქია იყო აღმოსავლეთში. ჯერ კიდევ რომში ჩასვლამდე პავლეს სურს დარწმუნდეს, რომ ადგილობრივი ძმები მისი თანამოაზრეები არიან ხსნის ერთი და იმავე გზის აღიარებაში ყველა ადამიანისათვის, როგორც იუდეველთა, ასევე წარმართთათვის, რაც გახმოვანებულია ამ ეპისტოლის პირველი თავის მე-16 მუხლში: ქრისტეს სახარება არის ღვთის ძალა ყოველი მორწმუნის გადასარჩენად – პირველად იუდეველისა, შემდეგ კი წარმართისა. ეს ძირითადი აზრი გადმოცემულია ეპისტოლის სამ ნაწილში. პირველ ნაწილში (თთ.1-8) გადმოცემულია იესო ქრისტეს აზრი, რომ რაც შეუძლებელია კაცისათვის, ის შესაძლებელია ღმერთისათვის (ლ. 18,26-27). რაკი ორივენი – იუდეველები და წარმართები აღმოჩნდნენ სჯულის დამრღვევნი, ღმერთი მათ აძლევს შანსს, განთავისუფლდნენ ცოდვებისაგან და ქრისტეს სამსხვერპლო თვითშეწირვის გზით მორწმუნე კვლავ დაუბრუნდება ღმერთთან ერთობას, რომელიც იყო, მაგრამ დაირღვა ცოდვით. მოქცევის შემდეგ მადლისა და ცოდვის ურთიერთთან ბრძოლაში სულის გამარჯვება ხორცზე უზრუნველყოფილია, თუკი ქრისტიანს ემახსოვრება, რომ იესო ეწამა ადამიანის ცოდვების გამოსყიდვის მიზნით (რომ. 6,2-3), ხოლო ადამიანი უნდა გახდეს შვილი ღვთისა, ახალი კაცი, რომელსაც წარმართავს ღვთის სული (რომ. 8,14-17). ეპისტოლის მეორე ნაწილი (თთ. 9-10) უპასუხებს კითხვას: სამუდამოდ უარყო ღმერთმა თავისი რჩეული ისრაელის ერი – აღთქმის ერი, თუ არა? რაზედაც ეპისტოლე პასუხობს, რომ ეს იმ დრომდე მოხდება, ვიდრე ღვთის სასუფეველში არ შევა მთელი მოქცეული წარმართობა, და მხოლოდ მაშინ გადარჩება ისრაელი, როგორც ხალხი. ყველანი ურჩობაში მოამწყვდია ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს (რომ. 11,32). ასეთია ღვთის შეუცნობელ გზათა მიზანი. ეპისტოლის მესამე ნაწილში (თთ. 12-16) პავლე მოციქული მორწმუნეებს ცხოვრების ისეთ წესს აკისრებს, რომელიც შეესაბამება მათი ღვთის შვილობის მაღალ წოდებას. მოუწოდებს მათ, რომ იყვნენ რწმენაში ძლიერნი, მაგრამ მოკრძალებულნი თავის ჯერ კიდევ სუსტ თანამოძმეთა მიმართ, მიბაძონ ქრისტეს მაგალითს სიმდაბლესა და თავგანწირვაში. ბოლოს მოციქული ესალმება რომში მყოფ თავის მეგობრებს და თანამოღვაწეებს და აფრთხილებს ყველას, მოერიდონ განხეთქილებისა და ცდუნების შემომტანთ. პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლის მნიშვნელობა ქრისტეს მსოფლიო ეკლესიისათვის განუზომელია: იგი შეიცავს ქრისტიანულ მოძღვრებას რწმენის შესახებ – გადარჩენის ერთადერთ და სრულყოფილ გზაზე.”
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია