მესამე ტალღაში ვყოფილვართ და აპრილის ბოლოსკენ პიკი იქნებაო. ვაქცინაციაც ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს, ამიტომ ასაკობრივმა ბარიერებმაც დაიწიე და მსურველებსაც მეტს ელიან. მელია კვლავ პოლიტპატიმარია, რომელიც არსადაც არ გამოვა! კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 299038, ბოლო დღე-ღამეში - 1310, გამოჯანმრთელებული - 282869, ბოლო დღე-ღამეში - 632, გარდაცვლილი - 3971, ბოლო დღე-ღამეში - 12; კარანტინის რეჟიმში - 249. დოლარის ფასი ლარში - 3.4521.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 30 241 ტესტი ჩატარდა. 12 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1344 ფაქტი გამოავლინა. თორნიკე რიჟვაძე - სრული „ლოკდაუნი“ არ განიხილება, დინამიკის მიხედვით შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები. ბიძინა კულუმბეგოვი - თბილისში ზრდასრული მოსახლეობის მესამედის მიერ კორონავირუსის გადატანა პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის - ქვეყანა ამისგან ჯერ კიდევ შორს არის. თამარ გაბუნია - ჰოსპიტალურ სექტორზეც დაწოლა გაიზარდა, 4400 საწოლიდან 3600 დაკავებულია, კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა. 30 აპრილს „ასტრაზენეკას“ 46 ათასი დოზა შემოვა, რათა მეორე დოზით ვაქცინაცია მაისის შუა რიცხვებში დაიწყოს. უქმე დღეებში მუშაობას ჯანდაცვის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურები გააგრძელებენ. აღდგომის წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიურ მოვლენებს დააკვირდებიან და შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვების შემოღების საკითხიც დადგეს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში იქნება. ჩვენი თხოვნაა, აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად იყოს დაცული ის რეკომენდაციები, რაზეც ვსაუბრობთ. ველოდებით 100 ათას დოზა „სინოვაკის“ ვაქცინას, მიმდინარეობს მოლაპარაკება ისევ „სინოფარმთან“ ნახევარ მილიონ დოზაზე, რომლის ნაწილიც შეიძლება, ივნისში მივიღოთ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 587 ადამიანი გადმოვიდა, საიდანაც ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. უკვე აღარც ვითვლით იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა.

      ამნისტია როგორც მელიას ხსნა - ალეკო ელისაშვილი ამნისტიის კანონზე - ავწონოთ, დავწონოთ, არავის ღირსება არ უნდა შეილახოს - ძლივს მინელდა ეს ხანძარი და ნუ ვართ მიდრეკილი იმისკენ, რაღაცებზე შევქმნათ აჟიოტაჟი. სლოგანით - „ნიკას თავისუფლებით ნურავინ ივაჭრებს“, რუსთავის ციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მელიას მხარდასაჭერად აქციას მართავენ. ნიკა მელია აქციის მონაწილეებს საკნიდან მიესალმა. შალვა პაპუაშვილი - დაჩქარებული წესით ამნისტიის შესახებ კანონი ვერ მიიღება - დაახლოებით სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება. ფაქტობრივად, უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, გარკვეულწილად პარლამენტის პატიების აქტია. ადვოკატი - ხელისუფლება ცდილობს აიძულოს ნიკა მელია უარი თქვას მის პრინციპებზე, გააკეთოს კომპრომისი ღირსებაზე, მაგრამ ეტყობა კარგად ვერ გაიცნეს. მიხეილ სარჯველაძე - ამნისტიის აქტის მხარდაჭერა მოგვიწევს ერთად, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა - მეტი ახსნა მის პათოსს და განცხადებებს არ აქვს. ადვოკატი - ნიკა მელია არის მხნედ, მიაჩნია, რომ ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. ლადო მგალობლიშვილი - ნიკა მელია ღია საკნის ორპირ ქარში დგას - ან გამოვიდეს, ან შევიდეს, რადგან ასე შეიძლება გაცივდეს. დავით ბაციკაძე ნიკა მელიას მოუწოდებს, რომ პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღოს და პატივი სცეს საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას. ანრი ოხანაშვილი - ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ყველა თანასწორია - ამნისტია არ ეხებათ ანგელოზებს, ის ეხებათ სავარაუდო დამნაშავეებს. ტიტე აროშიძე - ნიკა მელია აცნობიერებს იმ მძიმე დანაშაულს, რაც 20 ივნისის ღამეს ჩაიდინა, სავარაუდოდ, სინდისის ქენჯნა არ აძლევს უფლებას, რომ დატოვოს საკანი. ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიაზე - უნდა გამარჯვებული, თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოვიდეს, უნაგირზე კიდევ სააკაშვილი ჰყავდეს შემოსმული. მამუკა ხაზარაძე - მელიას საკითხი უმთავრესია, რადგან ეს კრიზისი არ გაიწელოს - „ლელოს“ ევროპარლამენტარებთან ერთად ამასთან დაკავშირებით ექნება კონკრეტული ხედვა, რომელიც შეიძლება იყოს ღირსეული გამოსავალი. ვახტანგ მეგრელიშვილი - მელიას ქცევა გაუგებარია - ევროკავშირისგან აქვს შეთავაზება, მის საქმეში გარანტორის როლი შეასრულოს, ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს, რომ პოლიტპატიმრად გაღიარებს?

      რურუა შეწყალებაც - პრეზიდენტი აცხადებს, რომ გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოიცემა.

      შესვლა - არ შესვლა - თორნიკე შარაშენიძე - „ნაცმოძრაობა“ ყველა ვარიანტში ზარალდება, თუმცა ქუჩაში დარჩენით უფრო დაზარალდება - სააკაშვილი ამას ხვდება და პროცესიდან გამოძრომას ცდილობს. ზურაბ ჯაფარიძე - ხვალ უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ. გიორგი ვაშაძე - გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ, ჩავაბეტონებთ კონკრეტული კანონით და მას უკან ვერ წაიღებს ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც ერთი ის ადამიანი, ვინც ხელს აწერს დოკუმენტს.

      აკრძალვები მეუფეს - ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ხმაური და დაპირისპირება იყო.მეუფე სტეფანე ტაძარში მივიდა, თუმცა კარი დაკეტილი დახვდა და არ შეუშვეს. ტაძრის ყოფილი წინამძღოლის, მამა დანიელის განცხადებით, მეუფე სტეფანემ პასუხი უნდა გასცეს, რატომ გადააყენა წინამძღოლობიდან და ასევე დაამტკიცოს ის, რის გამოც მეუფე პეტრეს „ცილს სწამებს“.

      ფიცის ძალა - ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 25 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 399 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - მსოფლიოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 925 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 6%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 075 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 32 ადამიანი გარდაიცვალა.

      ვლადიმერ პუტინი - კოლექტიური დასავლეთი თითქოს ვერ ამჩნევს ლუკაშენკოს მკვლელობის მომზადების ისტორიას. რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები ინანებენ ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი უნანიათ. რუსეთმა 10 ამერიკელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. რუსეთში ალექსეი ნავალნის პრესმდივანი დააკავეს. რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

      ვლადიმერ ზელენსკიმ მობილიზაციის გამოცხადების გარეშე რეზერვისტების გამოძახების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 119

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters