დღეს დაიბრუნა ძველი დიდება კორონავირუსის კოვიდ 19-მა. ხუმრობა ხომ არ არის 7000-ზე მეტი ინფიცირებული და ეს მხოლოდ დასაწყისიაო ამბობენ პანდემიის „სინოპტიკოსები“. დღის მთავარი თემა სწორედ ამს ეხებოდა, ასევე იყო უკრაინის ქართული ბლოკი, სოც სააგენტო და ნაციონალების შიდაგადალაგება. სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაც ისმოდა აქა-იქ. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0840 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 18 იანვარი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, იანვარი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი. ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 145 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 3 პაციენტი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მულტიდისციპლინური სამედიცინო ცენტრი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1 700-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა. თამარ გაბუნია - საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის"​ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ჰოსპიტალური მკურნალობა 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. მთავრობა ვაქცინაციის გეგმის განახლებულ ვარიანტზე მუშაობს, რაც იმუნიზაციის წახალისებას ისახავს მიზნად. სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ საკლასო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება. მაქსიმალური გაკეთდება იმისთვის, რომ სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული ადამიანების საჭიროებები დაკმაყოფილდეს. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. ამირან გამყრელიძე - პატივს ვცემ ინფექციონისტებს, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ვიცნობ მათ და ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები. თერმოსკრინინგს ნუ შევაჩერებთ, ამ ეტაპზე უნდა იყოს. არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონს“, როგორც სურდოს ისე გადავიტანთ, „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და დამძიმებას. ქვეყანაში შემთხვევების 50% „ომიკრონია“, ამ შტამით ინფიცირების მაჩვენებელში თბილისს მოსდევს იმერეთი, აჭარა და შიდა ქართლი, 17-20% რეინფიცირებაა. კრიტიკაა, რატომ იყო შარშან მკაცრი შეზღუდვები, ეს რომ არ ყოფილიყო, კოვიდთან ბრძოლის სხვა იარაღი არ იყო. იანვრის ბოლოს, თებერვლის პირველ დეკადაში პიკში შევალთ - ვარაუდობთ, რომ პიკზე უნდა გვქონდეს 10-15 ათასამდე გამოვლენილი შემთხვევა. „ბუსტერ“ დოზის წახალისებას ვემხრობი, თუ ბუსტერიზაციას გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს „ომიკრონის“ ტალღის სიმძაფრეს.

      სოც. სააგენტოს სოც. დაუცველები - სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულმა თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების გაზრდილი ხელფასების შესახებ ახალი ბრძანება დაამტკიცა.

      გათავისუფლება - კელი დეგნანი - როცა თანამდებობიდან ათავისუფლებ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს, აუცილებელია ახსნა-განმარტება, რისთვის გახდა ეს საჭირო.

      ცესკოს ამბავი - გიორგი კალანდარიშვილი - ის გამოცდილება და მიღწევები, რომლებიც ადმინისტრაციას ჩემი ხელმძღვანელობის დროს ჰქონდა, არის პასუხი იმის, თუ რატომ უნდა ვიყო ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის. კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი მიუკერძოებელი, სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს.

      ნაციონალების გადალაგება და სხვა ოპოზიციები - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი სამდივნო წარადგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი თარგამაძე - თუ ცვლილებები არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ დავკარგავთ მნიშვნელოვან დროს და ყოველი მომდევნო დღე იქნება იმაზე უარესი და მძიმე, ვიდრე წინა. პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენ გავანაწილეთ პასუხისმგებლობები იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება პარტიულ მენეჯმენტს იმისათვის, რომ სწორად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. ბაჩო დოლიძე - ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან მივიდეთ, წარმოვადგინოთ კონკრეტული ხედვები. ხათუნა სამნიძე - ვინც თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ის ნებსით თუ უნებლიედ ზიანს აყენებს ოპოზიციას და ქვეყანას. იაგო ხვიჩია - „ლელო" ძალიან არაკომუნიკაბელური პარტიაა, რომელიც საკუთარ კოლეგებს ვერ აგებინებს, თუ რა უნდა პოლიტიკაში.

      დაზარალებული სააკაშვილი - ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი კვლავ მძიმეა - ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას. კარლ ჰარცელი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, როგორია სიტუაცია და რისი გაკეთებაა საჭირო. მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი უახლოესი საბოლოო მიზანია ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა.

      უკრაინა ქართულად - ბათუ ქუთელია - რაც დღეს უკრაინაში ხდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ევროპული უსაფრთხოებისთვის, ეს არის ის, რაც არ უნდა დაუშვას ცივილიზებულმა სამყარომ. ვანო მაჭავარიანი - პასიური პოზიცია, რომელიც საქართველოს აქვს, თითქოს ის, რაც ხდება უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში, ჩვენ არ გვეხება, სახიფათო პოზიციაა. კობა ლიკლიკაძე - რუსეთი შეეცდება, უკრაინა პროვოკაციას წამოაგოს და ესკალაცია შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზარდოს - ეს არის ნერვების ომი. კელი დეგნანი - აშშ-მა გარკვევით განაცხადა, რომ არ მოვილაპარაკებთ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის გარეშე.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ანტონიო გუტერეში - თუ ვერ მოვახერხეთ ყველა ადამიანის ვაქცინაციას, ჩვენ შევქმნით ახალ ვარიანტებს. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 331 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 5.56 მილიონზე მეტი ადამიანი. ენტონი ფაუჩი - ძალიან ადრეა იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ პანდემიის საბოლოო ტალღა. საფრანგეთში ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რაოდენობა იზრდება. სომხეთში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმო - 2022 წელს კაცობრიობა ვერ შეძლებს კორონავირუსის დამარცხებას, თუმცა შევძლებთ, შევწყვიტოთ საგანგებო მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში.

      ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი - ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 185

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

What can it Do?

გამოაქვეყნა Tanya Hogarth_მ.
თარიღი: აგვისტო 10, 2025.
საათი: 4:43pm 0 კომენტარი

2001 I don’t need one more screen in my life. Or at the very least that’s what I have been telling myself for years. I used to imagine it was a pet peeve. But a quick look at Reddit and X exhibits a whole bunch of people who find themselves experimenting with the "dumb phone" development, or flaunting their "minimalist Herz P1 Tech" stack. My makes an attempt at less screen exposure have been somewhat of a blended bag. There’s…

გაგრძელება

How can Alcohol be Good in your Heart?

გამოაქვეყნა Rickey Harold_მ.
თარიღი: აგვისტო 10, 2025.
საათი: 2:56pm 0 კომენტარი

2001 Alcohol is a giant part of our tradition. But for all of its pleasurable elements, drinking can take a toll on the physique. What if we might enjoy all the pleasurable effects of alcohol without having to fret concerning the harmful negative effects? On the Tv show "Star Trek: The following Generation," the characters enjoy all the excitement of drinking alcohol without the nasty hangovers and other damaging results, because of a fictional creation known as "synthehol." The same…

გაგრძელება

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters