კეთილი იყოს ჩვენი გადაბიჯება გაზაფხულში - პირველმარტობას გილოცავთ ყველას, ქველინიუსის ერთგულ მკითხველს. მთელი ყურადღება დღევანდელ დღეს მიპყრობილი იყო კურორტ-ქალაქისკენ - ბორჯომისკენ, სადაც იმართებოდა „ქართული ოცნების“ აქცია და მცირე სიტყვიერი დაპირისპირება პოზიცია-ოპოზიციას შორის. დღის მეინსტრიმულ ამბებს შორის არის, რა თქმა უნდა ტატუნაშვილის საქმე, ასევე რობაქიძის და თბილისური ხანძრის ნიუსებიც.
რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბაქრაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. ადვოკატი - ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსან ზურაბ ბაქრაძესთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება არ შემდგარა.
პერსონალური მონაცემების დაცვა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში - შსს-ს მიერ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ფოტო და ვიდეოგადაღება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, გასულ წელს, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერასთან დაკავშირებით მოსამართლის 699 განჩინება შევიდა.
ოკუპაციის სიავე - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ეკა გიგაური - არჩილ ტატუნაშვილის საქმე კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ რუსეთი არ შეიძლება იყოს საქართველოს მეგობარი. ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება - ანტიოსურმა ბაკქანალიამ, რომელიც ტატუნაშვილის გარდაცვალებას საქართველოში მოჰყვა, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. იტალიის ელჩი - შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომელიც სამხრეთ ოსეთში მოხდა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა. „ევროპული საქართველო“ დღეს პარლამენტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. იან კელი ტატუნაშვილის საქმეზე - უნდა დადგეს მომხდარის გამო პასუხისმგებლობის საკითხი, ოკუპანტ ძალას თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია. მიხეილ ჩხენკელი არჩილ ტატუნაშვილის შესახებ - მომხდართან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს და ოკუპაციურ რეჟიმს. დეპუტატებმა ევროპარლამენტარებთან უვიზო მიმოსვლის, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე ერგნეთის შეხვედრაზე პასუხი ისევ ვერ მიიღო, რის გამოც სხდომა დატოვა. ქეთევან ციხელაშვილი - ჩემი ინფორმაციით, ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მასალები არის გადაგზავნილი რუსეთში და ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში არიან. ქეთევან ციხელაშვილი - ყველა ე.წ. ბრალდება, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ეროვნული პლატფორმა - არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო გარდაცვალების საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განხილვის საგანი უნდა გახდეს. საღამოს საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის მშობლების და პატრიარქს შორის შეხვედრა გაიმართა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს.
მსჯელობა სასამართლოზე - 38 არასამთავრობო ორგანიზაცია კამპანიას “მინდა ვენდო სასამართლოს” იწყებს. კობა ნარჩემაშვილი 38 არასამთავრობოს კამპანიაზე - მართებულია, პოლიტიკურმა გუნდმა სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობა დაიწყოს.
ანტიფაროსანა - ლევან დავითაშვილი - ფაროსანას წინააღმდეგ თუ შარშან გვყავდა 14 ეკიპაჟი, წელს 150 სპეცტექნიკა გვაქვს შეძენილი.
უბედური შემთხვევა ბარათაშვილზე - ფანჯრის შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 5 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მიხეილ ჩხენკელი შენობიდან მინის ჩამოვარდნის შესახებ - შესაბამისი ორგანოებიდან ამ ტრაგედიის გამომწვევი ფაქტების უსწრაფეს გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას ველოდებით. დავით სერგეენკო - შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვები შესაბამის მკურნალობას გადიან და რაც დასჭირდებათ, ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი.
თუკი გადაიფიქრებთ - ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით გადამცვლელი პუნქტები ვალდებული გახდებიან აღნიშნული ოპერაცია გააუქმონ.
დედაქალაქური ამბები - სოც. დაუცველთა სწავლა - თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღებას იწყებს. ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, დიდი გაბარიტების მქონე სატვირთო ავტომობილი გაიჭედა. სავაჭრო ცენტრ ”ქალაქის გულის” ადმინისტრაციამ ექსპერტ-კრიმინალისტებისგან ტერიტორიაზე მოვაჭრეების გარკვეული ნაწილის შესვლის ნებართვა მიიღო. მოვაჭრეების ნაწილმა ხანძრის შედეგად დამწვარ სავაჭრო ცენტრ ”ქალაქის გულიდან” საკუთარი პროდუქციის გამოტანა დაიწყო. ”ქალაქის გულის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მოვაჭრეთა შეშვებისა და გადარჩენილი პროდუქციის გამოტანის პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შესაძლოა, განადგურებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობები ჩამოეწეროთ. სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, ხანძრის შედეგად მისი პროდუქცია არ განადგურებულა და საქონლის გამოტანა შეძლო. ”ქალაქის გულის” ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, ხანძრის შედეგად მისი საქონელი სრულად არის განადგურებული. შემოსავლების სამსახური - სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ახალი ან დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოეშვებათ. ”ქალაქის გულის” ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოვაჭრეების გარკვეული ნაწილისთვის ალტერნატიული ფართი უკვე გამოინახა. გიორგი ტყემალაძე - თბილისის მერის საქმიანობის პირველი 100 დღე საკმაოდ წარმატებული იყო. ირაკლი ბენდელიანი - რა თქმა უნდა, დედაქალაქის მასშტაბით პრობლემები არის, ბუნებრივია, ყველაფრის 100 დღეში მოგვარება ვერ მოხდებოდა. კახა კალაძე - ასი დღის განმავლობაში საფუძველი უკვე ჩაყრილია, რომ განვახორციელოთ საფუძვლიანი და არა ფასადური ცვლილებები. კახა კალაძის ინფორმაციით, მერიის სამსახურების სტრუქტურული რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. კახა კალაძე - აღმშენებლობაზე რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, თუ ყველაფერი ხარისხიანად არ შესრულდება, ჩვენი განხორციელებული პროექტების ფასი „კაპიკი“ იქნება. კახა კალაძე - ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ "შტადლერის" საწარმო საქართველოში გადმოვიდეს. კახა კალაძე - ჩვენ არავის ხელს არ დავაფარებთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. კახა კალაძე - სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
მამაქალაქური ამბები - ქუთაისში გარე ვაჭრობა აიკრძალა. გარემოვაჭრეებმა ქუთაისის მერიის შენობაში აქცია გამართეს. ქუთაისში გარემოვაჭრეებმა ცენტრალური გამზირი გადაკეტეს.
საზღვაოქალაქური ამბები - ბათუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა აიკრძალება. ბათუმის მერის 100-დღიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მინერალური ქალაქის ამბებიც - ბორჯომში, ნიკა მელიას ვიზიტს გუშინ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სერგო რატიანი - ბორჯომის საკრებულოში იყო უკონტროლო სიტუაცია, შს სამინისტრო ძალიან დაგვიანებით მოქმედებს. კობა ნარჩემაშვილი ბორჯომში განვითარებულ მოვლენებზე - ასეთი ფორმები პოლიტიკაში მიუღებელია, დასაგმობია და კატეგორიულად ვემიჯნები. შსს - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომში წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მას და მის ოპოზიციონერ კოლეგებს საკრებულოს შენობაში არ უშვებენ. ელენე ხოშტარია - "ქართული ოცნება" ბორჯომში საბოტაჟს აწყობს. შსს იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც პოლიციელები ბორჯომის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უშვებენ. ოპოზიცია რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ბორჯომში მიმდინარე მოვლენების განხილვას ითხოვს. ხატია დეკანოიძე - პოლიციას ჰქონდა ბრძანება, რომ ნიკა მელია არ დაეცვა. ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება” საპროტესტო აქციას გამართავს, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს. ნიკა მელია ზაზა გაბუნიას - პირდაპირ გეტყვი, რომ უნამუსო ხარ. "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დატოვეს. ირმა ინაშვილი - ბორჯომის საკრებულოში კრიზისი “ქართულმა ოცნებამ“ გამოიწვია, რომელიც მენტალურად ვერ ეგუება ოპოზიციის უმრავლესობას. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე - ხელფასების მომატებას იმ შემთხვევაში მოვაწერ ხელს, თუ დავადგენ, რომ საკრებულოს სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა. ზაზა გაბუნია ნიკა მელიას - ბორჯომის საკრებულოში გუშინდელი მოვლენები თქვენს აღწერილობაში არის ცალმხრივი და თქვენი ბინოკლიდან დანახული. ნიკა მელია - თბილისის საკრებულოში რომ ვცემოთ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, კაბინეტში გამოვკეტოთ თავმჯდომარე ტყემალაძე, პოლიცია არ მივა და არავინ დაისჯება? ზაზა გაბუნია - თბილისიდან ბორჯომში დეპუტატების ჩასვლა იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი ამას შედეგი მოყვება და არა ისე, როგორც გუშინ მოხდა. ბორჯომის მერი - მზად ვარ, უარი ვთქვა საკუთარი თანამდებობრივი სარგოს ზრდაზე. ზაზა გაბუნია - მოვუწოდებ ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციას, რომ დავდგეთ პარტიულ ინტერესზე მაღლა. ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
ჯანდაცვის ჩავარდნა - აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი ჩავარდნა არის პირველადი ჯანდაცვა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს.
ბურჭულაძის საქმე - ადვოკატი - პაატა ბურჭულაძის მეუღლე გერმანიის მოქალაქეა და მისი გამოკითხვა უნდა მოხდეს განსხვავებული წესით, რაც ასევე მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს. პროკურატურა ვასილენკოს საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ გამოძიების მიზანია ფონდ „იავნანას“ თანხების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლის პროცესში, გამოარკვიოს თუ რატომ ფინანსდებოდა უდედმამო და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის განკუთვნილი თანხებით ფონდის იმჟამინდელი პრეზიდენტის ოჯახის წევრის, კერძოდ მეუღლის - ანჟელა ვასილენკოს მგზავრობისა და სასტუმროს თანხები, ასევე რამდენად მიზნობრივად და კანონიერად გაიცემოდა მასზე ფონდიდან ხელფასები და სხვადასხვა სახის თანხები.
გარდაცვალება - ავადმყოფობის შედეგად, 57 წლის ასაკში, გარდაიცვალა, ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია.
მუქარა ახმეტელის თეატრში - ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მას მუქარისშემცველი ზარებით ქართულ-აფხაზურ პროექტზე მუშაობის შეწყვეტას სთხოვენ.
საზღვარგარეთულები:
სააკაშვილის ალეგორიები - მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოს სთხოვო კორუფციას ებრძოლოს იგივეა, რომ ფუტკრები აიძულო თაფლი არ უყვარდეთ
აშშ და ნატო - ათწლიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ის სენატში ნატო-ს სადამკვირვებლო ჯგუფი აღადგინეს.
რუსეთის მხარე - პუტინი - რუსეთი არაა წინააღმდეგი, რომ დონბასის მთელ ტერიტორიაზე გაერო-ს სამშვიდობო ძალები განთავსდეს. პუტინი - რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მთავარი მტერი და საფრთხე ჩამორჩენაა. ვლადიმერ პუტინი - ჩვენზე და ჩვენს მოკავშირეებზე ბირთვულ თავდასხმას რუსეთი მყისიერად უპასუხებს.
ახალი პრეზიდენტი სომხეთს - სომხეთის პარლამენტი დღეს პრეზიდენტის პოსტზე არმენ სარქისიანის კანდიდატურას უყრის კენჭს.
ბრიტანეთი - ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ „ბრექსიტის“ შეთანხმების პროექტს, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა, არასდროს მიიღებს
საჩივარი ტვიტერის პოსტისთვის - მარინ ლე პენს „ტვიტერის“ გვერდზე „ისლამური სახელმწიფოს“ მსხვერპლთა სურათების გამოქვეყნების გამო ბრალი წაუყენეს
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
3 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია