ისე ამეკეცა ფრთები ნაოცნებარს,
სულის ყველა კარი დამრჩა გაღებული.
მაინც ვერ შევძელი შენი გაოცება,
ჩემი ყველა განცდა შენ გაქვს წაღებული.

ისე ყველა სხივით ისე გაიპარა,
ცამ მზე ვეღარ ნახა ვერცერთ მოსახვევში.
ახლა მზერას ვაკლავ ქუჩებს გამომხმარს და
შენს დანახვას ვცდილობ ყოველ მოსახლეში.

ისე მომეყინა კანზე მიტოვება,
ცივი ქარი მაგლეჯს ღიმილს შედედებულს.
ვიცი ცხოვრებას რომ ვეღარ გადავახვევ,
ვეღარც კადრს დავიჭერ სადმე შენელებულს.

ღამე უძილობას ისე შეეჩვია,
ჰაერს შენს მაგივრად ისე ვეხუტები,
თითქოს მოვიგონე ყველა უშენობა
და რომ შეგირიგდე ისევ გებუტები.

ისე შემომაკლდი, ისე გისურვილე,
ისე შემომეხა შენი სიყვარული.
ისევ წამოდგომა ფეხზე გამიჭირდა,
ისევ აღმა-დაღმა ხოხვით სიარული.

ისე ამეკეცა ფრთები ნაოცნებარს,
ღიმილს ვეღარ ვირგებ ძველი კაბასავით.
დიდი ქალაქების ფეთქვა - საოცრება
ჩემში ჩამთბარია მცირე დაბასავით...

მარიამ მელიქიშვილი

ნახვა: 897

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ლექსი, მელიქიშვილი, ოცნება, პოეზია

tamo: ნოემბერი 20, 2013||2:32pm

ძალიან მომეწონაააა  ****))))

მერი მაღლაკელიძე: ნოემბერი 20, 2013||5:07pm

ძალიან კარგი :* :* ))) :*

tamo: ნოემბერი 20, 2013||5:13pm

<3 <3"))))

თა _ მო: ნოემბერი 20, 2013||9:54pm

ძალიან ძალიან ძალიან მომეწონააა :)

Ann: ნოემბერი 20, 2013||10:16pm

ძალიან მაგარია

მერი მაღლაკელიძე: ნოემბერი 20, 2013||11:21pm

მეც ძალიან მომწონს ბავშვებო :* :*

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters