არეული ამინდები, საქმიანი მერია, ტერორიზმი და სპეცოპერაციის შედეგი და მინისტრები

      ამინდი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ხშირ შემთხვევაში, მითუფრო, რომ გუშინდელმა ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა და დააზიანა რამდენიმე ავტომანქანა. ასევე, ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. ხაშურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, ასევე ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავები გადახადა. ძლიერმა ქარმა რუსთავში შენობების სახურავები დააზიანა. სტიქიამ ქარელის მუნიციპალიტეტი დააზარალა. მთლიანობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, უამინდობის გამო საქართველოს მასშტაბით 400-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 იანვარი, 2018 /

      ქალაქის მერია და მისი საქმიანობანი - კახა კალაძე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების სისტემის არსებულ მოდელში პრობლემები გვაქვს. კახა კალაძემ გამგებლებს დაავალა, ძლიერი ქარის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლონ. დავით ნარმანია გლდანის სარაგბო კომპლექსზე - თუკი რამე ხარვეზი არსებობს, „საბა კონსტრაქშენს“ მოუწევს ამ ხარვეზის გამოსწორება. კახა კალაძე - 2018 წლის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება იქნება. კახა კალაძის განცხადებით, თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ძლიერი ქარისგან გამოწვეულ ზარალს გამგეობები და თბილისის მერია აანაზღაურებს. თბილისელების 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ, დედაქალაქის მერია დააფინანსებს.

      ტერორიზმში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა პანკისიდან - მაია ნიკოლეიშვილი - ახმეტის საავადმყოფოს დოკუმენტები ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ რაც არის, მწირ ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, რა მდგომარეობა იყო ჭრილობის გარშემო. მაია ნიკოლეიშვილი - შეეძლო თუ არა მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ტყვიის გაჩერების ბოლო წერტილის დადგენით არის შესაძლებელი. პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს. უხუცესთა საბჭოს წევრი - უხუცესები შევიკრიბებით და გუშინდელ სპეცოპერაციაზე და მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ. ნინო ლომჯარია - მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს პანკისში სპეცოპერაციის დროს. თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი საავადმყოფოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ექიმის ინფორმაციით, გამთენიისას სამჯერ მოახერხეს მაჩალიკაშვილის გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა მეოთხედ, ეს ვეღარ მოხერხდა. თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია - მოვიდნენ და სახლს ცეცხლი წაუკიდონ და ყველა ერთად დაგვწვან, ისედაც დახოცილები ვართ. ადვოკატი - ექსპერტიზის დასრულების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილს სახლში დღესვე გადაასვენებენ. მაია ნიკოლეიშვილი - თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ შესაძლოა სროლის მანძილზე გარკვეული ინფორმაცია მოგვცეს. ომბუდსმენი მთავარ პროკურატურას მიმართავს, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცეს. თამარ კეკენაძე - მთავრობა ცდილობს მაჩალიკაშვილის სახელის დისკრედიტაციას ისე, რომ სამართლებრივად ვერ ამტკიცებს მის ტერორიზმში ბრალეულობას. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი - ექსპერტიზაზე გაირკვევა რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი, ასევე ხომ არ არის ორჯერ ნასროლი. მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი - ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, ეს ადამიანები კი თავზე ადგნენ, ისინი სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები არიან. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - მე ვიცი, რომ აპარატიდან გამორთეს, სხვა რა ვიფიქრო? ბოლომდე ვიბრძოლებ და დავამტკიცებ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო.

      ტერორიზმისა და პანკისის საქმე - პროკურორის ინფორმაციით, ზურაბ იდოიძე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად გორნაკაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ადვოკატი პანკისის ხეობაში დაკავებული ზურაბ იდოიძის სანახავად სუს-ის შენობაში მივიდა. ადვოკატის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს. ახმედ ჩატაევთან კავშირის ბრალდებით თურქეთში დაკავებულ გოჩა საგინაძეს პატიმრობა მიესაჯა, მის მეუღლეს კი დეპორტაცია ელოდება. სახალხო დამცველი შსს-ს და პროკურატურას მოუწოდებს, დეა გოშხეთელიანის საქმეს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ. პროკურორი - გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ საედი დუდაევი სინამდვილეში შოაიფ ბორზიევია, თუმცა პიროვნების იდენტიფიკაციის კუთხით მოქმედებები გრძელდება. ირაკლი ბერაია - რომ არა რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი კონტრტერორისტული ოპერაცია, დღეს ძალიან მძიმე შედეგებთან და რეალობასთან გვექნებოდა საქმე. ზურაბ გორნაკაშვილი და შოაიფ ბორზიევი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი - ალბათ იმიტომ არ გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება, რომ საქმეში სენსიტიური სიტყვაა გაჟღერებული, რასაც ტერორიზმი ჰქვია. ადვოკატი - გორნაკაშვილს რომ ჩვენება მიცემული აქვს, ამას ვადასტურებ, თუმცა რა საფუძველით დააკავეს იდოიძე, ჩემთვის უცნობია.

      საია წარმოგიდგენთ - ხარვეზები პარლამენტში: საპარლამენტო საქმიანობის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ხარვეზები, როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო ფუნქციის შესრულების თვალსაზრისით. საია - სამთავრობო საათის გამართვის კულტურა საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ არ არსებობს, რადგან დეპუტატები მის საჭიროებას ვერ ხედავენ.

      მინისტრებს პარლამენტარები ვეღარ დაიბარებენ?! - სერგი კაპანაძე - ფრაქციის ფორმატში მინისტრების დაბარების მექანიზმის გაუქმება მკვეთრად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. გიორგი კახიანის აზრით, მინისტრების ფრაქციის სხდომაზე დაბარებისა და ფრაქციის ფორმატში მოსმენის სისტემა გასაუქმებელია.

      სუნი ფოთში - ქალაქში თევზის გადამუშავების შედეგად წარმოქნილ უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით ფოთის მერიაში შეხვედრა გაიმართა.

საზღვარგარეთულები:

      სააკაშვილი - უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე - მიხეილ სააკაშვილი გამოძიებისთვის საკუთარი ხმის ნიმუშის ჩაბარებაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი 2014 წელს მაიდანზე მკვლელობების საქმეზე დაიკითხა. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის სამართალდამცველი სისტემა სრული დატვირთვით მუშაობს ჩემს წინააღმდეგ.

      კორეული საუბრები გრძელდება - სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებებში დახმარების გამო მადლობა გადაუხადა.

      უდარდელა გაერო - გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი- ქალაქ რაქაში ჰუმანიტარული ვითარება კატასტროფასთან ახლოსაა, მაგრამ ყველა ისე იქცევა, თითქოს იქ არაფერი ხდება.

      ქარებს ებრძვის ამერიკაც - კალიფორნიის შტატში სტიქიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

      ვალდებულება სირიაზე - მევლუთ ჩავუშოღლუ-ირანმა და რუსეთმა სირიაში აღებული ვალდებულებები ბოლომდე უნდა შეასრულონ.

      რუსეთი უსაფრთხოებაზე ზრუნავს - დიმიტრი პესკოვი - ყირიმში პროვოკაციული ქმედებები გრძელდება, რუსეთი საკუთარი ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომებს იღებს.

      სერბებს რა უნდათ? - ოკუპირებული ცხინვალის “საგარეო უწყების” ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 216

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

George: იანვარი 11, 2018||7:50am

ამ დღეს 2066 წლის წინ, გაიუს იულიუს კეისარმა გადალახა მდინარე რუბიკონი, რითაც მსოფლიო ოსტორიაში ყველაზე ცნობილ ბრეკპოინტს სახელი დაურქვა. მეტაფიზიკური შესატყვისიც მიაყოლა - Alea iacta est (*წილი ნაყარია*).

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

2024 Baltimore Beatdown awards: Train of the Yr

გამოაქვეყნა Bernard_მ.
თარიღი: დეკემბერი 22, 2025.
საათი: 6:07am 0 კომენტარი



The 20242025 NFL period is in depth, still just before the chapter is shut, we need a past seem to be at the joys that arrived towards the Baltimore Ravens ' a result, make it possible for 's rejoice the successes as a result of handing out our secondannual Baltimore Beatdown Awards. Nowadays, we carry on with Educate of the 12 individuals will Deliver up our nominees, nonetheless the champion is finally made a decision by means of yourself, the reader, with a poll at every post 's…

გაგრძელება

Tennessee reportedly pushing for USC go Zachariah Department

გამოაქვეყნა Bernard_მ.
თარიღი: დეკემბერი 22, 2025.
საათი: 6:07am 0 კომენტარი



It 's been a wild few of months for the Tennessee large recipient area. Not just will the Volunteers get rid of senior starters Bru McCoy and Dont 'e Thornton, however 6 excess contain opted in direction of strike the shift portal. That leaves the Volunteers with only 2 scholarship gamers at the situation, pending a greatest selection versus earlier fivestar likelihood Mike will welcome 3 freshmen receivers within their 2025 system, nonetheless that 's scarcely more than enough toward…

გაგრძელება

Seahawks motion picture overview: How Ernest Jones transformed Seattle's protection for the much better

გამოაქვეყნა Bernard_მ.
თარიღი: დეკემბერი 22, 2025.
საათი: 6:07am 0 კომენტარი



Upon Oct 23, 2024, the Seahawks realized linebacker Ernest Jones IV against the Tennessee Titans within substitute for Jerome Baker and a fourth-spherical pick flow that, about year, proved towards be 1 of the excellent trades of the quickly took above the setting up activity at heart industry Whilst Tyrel Dodson was slice. His advent coincided with a turnaround within the protection's functionality. What can he do with a total offseason as opposed towards Mike Macdonald?StatsIn…

გაგრძელება

Phinsider Ponder Of The Working day: It Does Glance Inescapable Model

გამოაქვეყნა Bernard_მ.
თარიღი: დეკემბერი 22, 2025.
საათი: 6:06am 0 კომენტარი



I include by now lined this subject matter within a report inquiring if yourself thing to consider the NFL would movement towards an 18video game month-to-month period. I was not absolutely sure, and greatest of by yourself, if I keep in mind properly, did not imagine it would come about. At this time I believe that as considerably of the NFL media that it will materialize regardless of whether we together with it or not…

გაგრძელება

Qwelly World

free counters