ვიდრე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევს ქვეყანა, არჩევნების წინა ღამე ყველაზე გრძელიაო, უთქვამთ ანტიკურ ცესკოელებს. დღეც სრულად ხვალინდელ არჩევნებს მიეძღვნა, თუმცა იყო გუშინდელი ავტოსაგზაო შემთხვევა და ტრაგედია, იყო მოსამართლეების კონფერენცია, ფინანსები და ყარაბაღზე მოლაპარაკებებიც. კოვიდის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 37263, გამოჯანმრთელებული - 19810, გარდაცვლილი - 285, კარანტინში - 3070. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2327 ლარია.
#Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2906 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა. 1 696 შემთხვევიდან, 683 თბილისში გამოვლინდა, 381 - აჭარაში, 313 - იმერეთში. ნათია მეზვრიშვილი - გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. პრემიერი - გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებულად, ზუსტად იგივე გავაკეთოთ ახლა, მეორე ტალღის პერიოდშიც. ამირან გამყრელიძე - თუ ჩვენ ავედით პირბადის გამოყენების 95%-ზე, ვნახავთ, რომ მართლა სერიოზულად განახევრდება და დაიკლებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში კორონავირუსის 22 შემთხვევა დადასტურდა.
#არჩევნები2020 - ცესკო, 31 ოქტომბერს, 08:30 საათიდან, რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაჯამებლად ცესკო-ს ბოლო ვადა 19 ნოემბრამდე აქვს. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს, უარის შემთხვევაში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა. საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეებმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთონ. დავიწყოთ შორიდან - საია - წინასაარჩევნო კამპანიამ ოქტომბერშიც ძალადობრივი დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა. ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სადამკვირებლო მისიების ქცევის კოდექსს ხელი მოაწერეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა” - 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე „ოცნებას“ 17 086 626 ლარი შესწირეს, „ლელოს“ – 5 075 844 ლარი, „ნაცმოძრაობა - ძალა ერთობაშია - 3 735 583 ლარი. მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, 1-ელ ოქტომბრამდე, 47 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები მოიგეს. კვლევა - „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის 7-მა კანდიდატმა, ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით, იანვრის შემდეგ პარტიას 1 035 000 ლარი შესწირეს. გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის 15-მა კანდიდატმა, ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით, იანვრის შემდეგ, ბლოკში შემავალ პარტიებს 565 670 ლარი შესწირეს. სულხან სალაძე - როცა მსხვილი პროგრამები დაანონსდა, მთავარი შეტყობინება იყო, რომ ეს მმართველი პარტიის დამსახურებაა, რაც ამომრჩევლის მანიპულირებას ემსახურება. კახა კალაძე - ბევრი მსჯელობა გვქონდა, ისნის მაჟორიტარი ვინ უნდა ყოფილიყო, ბევრი გამოკითხვა ჩავატარეთ, ადგილობრივებსაც ვკითხეთ და ყველაზე მეტი პატივისცემა, სიყვარული კახა კახიშვილმა დაიმსახურა. „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. პრემიერი - არ შეგვრცხვება და ყოველთვის ვიტყვით, რომ როცა სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა ექნება, ექიმისა და მასწავლებლის, პოლიციელისა და ჯარისკაცის სოციალური გაძლიერებისთვის ვიზრუნებთ. დავით ჭიჭინაძე - „ოცნების“ ხელისუფლებას 200 მილიონად მილიონი ამომრჩევლის ხმის ყიდვა უნდა, მერე მილიარდები რომ აკეთოს! სალომე სამადაშვილი - აშშ-ს სენატის განცხადება არის შეხსენება, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არ უნდა დარჩეს არანაირი შეკითხვა, რაც მის ლეგიტიმურობას საფრთხის ქვეშ დააყენებს. შსს - საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ყველა რეგიონში პოლიციის მობილური ჯგუფები შეიქმნა. ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. კახი კახიშვილი - ჩვენ არ გვჭირდება გამარჯვება წკიპზე, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, რომელიც თავად ოპონენტებსაც დაარწმუნებს იმაში, რომ მათ სამართლიან ბრძოლაში წააგეს არჩევნები. ზურა ჯაფარიძის განცხადებით, „გირჩი" კოალიციურ მთავრობას მხოლოდ იმ პარტიებთან განიხილავს, ვისთანაც შეთანხმება აქვს გაფორმებული სხვადასხვა სისტემის რეფორმის თაობაზე. ცესკო - არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. ირმა ნადირაშვილი - საქართველო აკეთებს ისტორიულ არჩევანს, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში როგორი იქნება ქვეყანა, დავრჩებით ჭაობში თუ გადავდგამთ ნაბიჯს ევროპისკენ. პრემიერი - ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ იქნება ის ჩადენილი, უმკაცრესად დაისჯება. საქართველოს საკმარისი და საკმარისზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება. პატრიარქი არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს. ბოლნისში „ნაცმოძრაობა" 21-მა აგიტატორმა დატოვა და „ოცნების“ კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა. ირაკლი კობახიძე - პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. ანა დოლიძე - ერთად დავიწყოთ ახალი საქართველოს მშენებლობა პირველი ნოემბრიდან. მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგი 60%-თან იქნება მიახლოებული. დავით ბაქრაძე - კოალიციური მთავრობა რომ არეულობას ნიშნავს, არის ხელისუფლების ხაზი, რათა ხალხი დააშინოს. გიგი უგულავა - ვფიქრობ, რომ მეორე ტურში მე მომიწევს ირაკლი ჩიქოვანის დამარცხება. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი "ევროპული საქართველოდან" კომისიის თავმჯდომარეს დისკრიმაციასა და მიკერძოებაში ადანაშაულებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება. დავით ბაქრაძე - ხვალ არის დღე, რომელსაც შეუძლია დაასრულოს უპერსპექტივობა და უიმედობა და მოიტანოს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები. მეუფე მელქისედეკი - გთხოვთ, მიბრძანდით არჩევნებზე, აიღეთ თქვენს თავზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გააკეთეთ არჩევანი წრფელი სინდისითა და სხვათა ძალდატანების გარეშე. გიორგი ვაშაძე - ხვალ აღმშენებლობის გასაღები თქვენ ხელშია, მოდით არჩევნებზე! არმაზ ახვლედიანი - 31 ოქტომბერს გვაქვს უნიკალური შანსი, დავნერგოთ ეს სანუკვარი – წასვლის, ანუ ღირსეულად გამარჯვების და ღირსეულად დამარცხების კულტურა. მამუკა ხაზარაძე - ჩვენს 250 000 რეგისტრირებულ მხარდამჭერს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიყვანოს +1 ადამიანი. ირმა ინაშვილი - "ნაცმოძრაობის" მეორე ადგილზე გაყვანით "ოცნება" დაგეგმილ რევოლუციას მიიღებს. ილია მეორე - მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს. ბიძინა ივანიშვილი - არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან.
ტრაგედია - თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 10 კი საავადმყოფოშია. თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსს თბილისში გამართული ენმ-ს აქციის მონაწილეები გადაჰყავდა. პოლიციამ გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქე დააკავა. კახა კალაძე - ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე. გიგი უგულავა გორთან, ავარიის შედეგად დაღუპულებზე - ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს, მათი დროშა ძირს არ დაეცემა, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. ნინო ბურჯანაძე გორთან ავარიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „ლელო“ - გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ერის ტრაგედია და დიდი დანაკარგია. პრეზიდენტი გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს.
ფინანსები - ივანე მაჭავარიანი - ვირუსის გავრცელების შეზღუდვებით შეკავება ძვირი დაგვიჯდება, ახლა პრაქტიკულად ბეწვის ხიდზე გავდივართ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა. წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა.
მეგობარი პარიზი - პარიზის მერი კახა კალაძეს - მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს აკავშირებს, ახალი პროექტებით კიდევ უფრო გამდიდრდება.
„დაზოგვის მსოფლიო დღე“ საქართველოში წელს მეცხრედ აღინიშნება. დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოა - ჭიანჭველა "გროვია".
ფარული მოსამართლეები - გიორგი მიქაუტაძე - მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეიძლება გამოიყოს თავად რეფორმაშიც და საბჭოს მუშაობაშიც, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღებაა. აშშ-ის საელჩო - იმედგაცრუებული ვართ ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, გაემართათ მოსამართლეების კონფერენცია დღეს, მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ.
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - მსოფლიო კორონავირუსით 45 მილიონ ინფიცირებულს ითვლის. აშშ-ში კორონავირუსის 88 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 971 ადამიანი გარდაიცვალა. გერმანიაში კორონავირუსის 18 681 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. სომხეთში კორონავირუსის 2 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 18 283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 355 პაციენტი გარდაიცვალა. ირანში კორონავირუსის 8 011 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 365 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 022 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა.
ყარაბაღის კონფლიქტი - Human Rights Watch ქალაქ ბარდაში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების ფაქტს ადასტურებს. ნიკოლ ფაშინიანი - მხარს ვუჭერ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსებას, მაგრამ ეს ყველა მხარისათვის მისაღები უნდა იყოს. სომხეთის თავდაცვის უწყება - მთიანი ყარაბაღის ფრონტის სამხრეთის მიმართულებით ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - დაღუპულია 91 და დაშავებულია 400 მშვიდობიანი მოქალაქე. ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის არმიამ ოკუპაციისგან კიდევ 9 სოფელი გაათავისუფლა. დიმიტრი პესკოვი - კონფლიქტის ზონებში სამშვიდობოების განლაგება მხოლოდ ორივე დაპირისპირებული მხარის თანხმობით ხდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე ჟენევაში შეხვედრებს მართავენ.
ტერაქტი საფრანგეთში - ევროკავშირის საბჭო - შოკირებულები და დამწუხრებულები ვართ საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებით. საფრანგეთის შს მინისტრი - საფრანგეთის მიწაზე მსგავსი თავდასხმები მოსალოდნელია, რადგან ქვეყანა ისლამისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ომშია ჩართული. იტალიის შს მინისტრი - ნიცაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის საფრანგეთში შესვლის გამო, იტალიის მთავრობის დადანაშაულება, არასწორია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია