ქრისტეს აღდგომა სადღესასწაულოდ, გამოხმაურებები, ბრმა მკვლელობა და კორონას არითმეტიკა

      ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მრავალს დაესწარით. გასული უქმეების მთავარი ამბავი სწორედ აღდგომის ღამისთევის ლიტურგია იყო - მათი თვალიც კი ტაძრებისკენ იყო მიმართული, ვისაც აღდგომის ამბავის სულაც არ სჯერად. ტაძრებში მრევლი ცოტა შეიკრიბა, ამიტომ დიდი კრიტიკა არ მოჰყოლია დღესასწაულს. ახლა სასაფლაოების მონიტორინგი მიმდინარებს მთელს საქართველოში. მთავარ ამბებს ვერ ასცდება კორონას რიცხვები: საქართველოში, ამ დროისთვის: დადასტურებული - 402, გამოჯანმრთელებული - 95, გარდაცვლილი - 4; მთელს მსოფლიოში: დადასტურებული - 2 452 292, გამოჯანმრთელებული - 642 635, გარდაცვლილი - 168 758. ვინაიდან საღამოს მოიღრუბლა და გაწვიმდა, ამინდმაც გადმოინაცვლა მეინსტრიმსი - ხვალიდან 24 აპრილამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 აპრილი, 2020

      პრევენცია, წამლობა, ბრძოლა - „მედალფას“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილის გადასვენება პროტოკოლის მიხედვით მოხდა. ამჟამად, ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ორ პაციენტს დაუდასტურდა. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 9 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 81 პაციენტი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პირი მკურნალობს, მათგან სამი ახალი პაციენტია. ქობულეთის მერის განცხადებით, თერმოსკრინინგი 11 000 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლნისის მერის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტი სასწრაფოს ექიმის დედაა და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, რომელიც კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან შეიყვანეს. ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი - ფინანსურადაც კი სისულელეა ჩვენთვის დაავადებულის დამალვა, რომ არაფერი ვთქვათ ეპიდემიოლოგიურ და თუნდაც მორალურ ასპექტზე - პოლიტიკოსი, რომელიც ამას ამბობს, შეურაცხყოფას გვაყენებს ექიმებს. აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლის ტესტის პასუხი გვიან ღამე გვეცოდინება. ლევან რატიანი - სახლში დარჩენა გამოიწვევს იმ ადამიანების ინფიცირების შემცირებას, რომლებიც შესაძლოა, კლინიკაში მოხვდნენ. ლევან რატიანი - რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, მათ შორის სამის მდგომარეობა არის კრიტიკული. თენგიზ ცერცვაძე - ჩვენს პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და პლაქვენილი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე მიმდინარეობის პაციენტებში. ფოთის „ცხელების კლინიკაში“ რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რიცხვი გაიზარდა.

      საეკლესიო ამბები ნააღდგომევს - BBC წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ადამიანებს მოუწოდეს, ღვთისმსახურებებს არ დასწრებოდნენ, თუმცა საქართველოში მრევლს ეკლესიებში მისვლის საშუალება მაინც აქვთ. მეუფე ნიკოლოზი - ძალიან კმაყოფილი ვარ წესრიგის, რომელიც ტაძარშია. ექიმი არ ვარ, მაგრამ მგონია, თუ ადამიანს სჯერა, თუ მტკიცეა, მისი იმუნური სისტემაც ძლიერდება. მეუფე იოანე - სამშაბათს, 28 აპრილს, დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, იმ დღეს მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ. დეკანოზი შალვა კეკელია - მადლობა ღმერთს, მოგვეცა საშუალება, მრევლთან ერთად ღვთისმსახურება ჩაგვეტარებინა, ბევრი ადამიანი სახლში შეგნებულად დარჩა, რომ სხვისთვის ადგილი დაეთმო. სამების საკათედრო ტაძრიდან წმინდა ცეცხლი თავდაცვის ძალების ბრიგადების ტაძრებსა და თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ტაძარში მიაბრძანეს. დიმიტრი ხუნდაძე - ვფიქრობ, პატრიარქის ეპისტოლე როგორც სახარება, ბევრჯერ უნდა წაიკითხოს ყველა ქრისტიანმა. სალომე ზურაბიშვილი - მადლობას გიხდით იმ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რომელიც გუშინ ქართველმა ერმა გამოიჩინა - ქრისტე აღდგა! მეუფე გერასიმე - მინდა მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელმაც მაგალითი მისცა მსოფლიოს და აჩვენა, როგორები ვართ ქართველები, როგორ შეგვიძლია ერთად დგომა. გიორგი გახარია - გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო! ამირან გამყრელიძე - იმდენი ადამიანი რომ ყოფილიყო ეკლესიებში, რამდენიც ჩვეულებრივად არის ხოლმე, რისკი გაცილებით მაღალი იქნებოდა, რადგან ბევრად ნაკლები იყო, რისკი ალბათ, ცოტა შემცირდა, მაგრამ არ განულებულა. დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს - აპრილის ბოლო კვირები, მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და უფრო რთული. პატრიარქი - სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს - ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმ ქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და ახლობელს.

      სასაფლაოების მონიტორინგი - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული - სასაფლაოებზე ხალხი არ შეინიშნება, რეგიონში სიმშვიდეა. თბილისში სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ზვიად შალამბერიძე - იმერეთში დილიდან ვაკონტროლებთ, რომ სისრულეში იყოს მოყვანილი სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებული აკრძალვა, მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს, როცა შესვლის სურვილი იყო. ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთში სასაფლაოები დაკეტილია და დარღვევის მცდელობები არც გუშინ იყო და არც დღეს არის.

      დარღვევები - შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ფაქტი გამოავლინა. პოლიციამ ვარკეთილში პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის დარღვევის გამო 6 პირი დააკავა.

      ჩამოსულები - თელ-ავივი - თბილისის რეისით სამშობლოში 154 მოქალაქე დაბრუნდა

      ბრმა მკვლელობა - ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ფაქტზე, რასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული. პროკურატურამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო. ნიკა მელია - „კომენდანტის საათია“, ეს ხელს არ უშლით შსს-ს თანამშრომლებს ღრეობის მოწყობაში, არც იმაში, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან - ბრმა ტყვია კლავს უდანაშაულო ქალს. ლევან თარხნიშვილი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ტრაგედიაზე - რაც უფრო მალე ჩატარდება გამოძიება და დაისჯება დამნაშავე, მით უკეთესი იქნება. გიგა ბოკერია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ტრაგედიაზე - შეიძლება, ასეთი რამ ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, საგანგაშო ისაა, რომ ეს იმ შედეგებს ჰგავს, რაც ივანიშვილის გუნდის პოლიტიკამ მოიტანა.

      ხანძარი ბიბლიოთეკაში - სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო. თინა ბოკუჩავა - ბადრი ქათამაძე, რომელმაც სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა, რეციდივისტი და სუს-ის აგენტია - მას ხელისუფლება მფარველობს.

      ირაკლი სესიაშვილი - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს დაამტკიცებს. დავით ბაქრაძე - სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმის გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ. მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით - გახანგრძლივდება თუ არა ეს აკრძალვა, ხვალ გაირკვევა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldWideCovid19: ჩინეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 060 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ესპანეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 410 ადამიანი გარდაიცვალა. ვლადიმერ პუტინი - კორონავირუსთან დაკავშირებით ვაცნობიერებთ, რა ხდება, რისკებს ვხედავთ, თუმცა, ამ ბრწყინვალე დღეს მსურს, ვთქვა, ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1339-მდე გაიზარდა. ბრაზილიის პრეზიდენტი საკარანტინო ზომების მოხსნის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა. ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში კორონავირუსი 40-მდე პირს დაუდასტურდა. სამხრეთ კორეაში 24 საათში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - კრიზისმა ჩინეთსა და ინდოეთზე ევროპის არაჯანსაღი დამოკიდებულება გამოაჩინა. ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. ვლადიმერ პუტინი - რუსეთი, მთლიანობაში ახერხებს გაუმკლავდეს კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპს, თუმცა პანდემიის პიკი ჯერ კიდევ წინაა. დღეიდან, გერმანიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 449 ადამიანი დაიღუპა. იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 454 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირდა 2 256 პირი, რაც გასული ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4674 შემთხვევა გამოვლინდა.

      რომის პაპი - არის საშიშროება, რომ შეიძლება, კიდევ უფრო უარესი ვირუსი შეგვეყაროს და ეს არის ეგოისტური გულგრილობა.

      ფულის აგროვება - 99 წლის ბრიტანელმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 98

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters