ხვალ ბევრი ჯარიმა დაიწერება ალბათ, რადგან მწვანე პასპორტები იწყებს ამოქმედებას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს - შემოდგომაც მიიწურა და ხვალიდან ზამთრის სიცივეებს შევეგებებით. ქვეყნის შიგნით მიშა კვლავ აქტუალურია, ქვეყნის გარეთ კი პრემიერი ღარიბაშვილი და მისი „ასოცირებული“ შეხვედრები. ასევე 2024-ის არჩევნების ბარიერები და სხვა. დოლარის ღირებულება - 3.1179 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5050 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 80 პაციენტი. ეკატერინე ტიკარაძე - ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ ორ კვირაში ექნებათ გაცილებით უკეთესი ხედვა, თუ როგორია „ომიკრონის“ ზუსტი მიმდინარეობა. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 13 603 ადამიანი აიცრა. შოთა ბურჯანაძე - პარადოქსულია, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას „მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი ვალდებული არ არის აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს. 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 60 წელს ზემოთ ასაკის 51 757 მოქალაქე აიცრა. ბექა ფერაძე - შრომის ინსპექცია ხვალიდან აღსრულებას დაიწყებს რამდენად არის დანერგილი კოვიდ აპლიკაცია სხვადასხვა ობიექტზე - პირველი დღეები სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.
სააკაშვილის მეინსტრიმი - ნინო ლომჯარია - აშშ-ში სააკაშვილის საქმის გარშემო მოვლენები განვიხილეთ და აღვნიშნე, რომ არა მათი მხრიდან ღია მხარდაჭერა, ჩვენ შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით. ალეკო ელისაშვილი - რა კომიტეტი უნდა შექმნან, რა „კალოშები“ ამოიცვან და შემოვარდნენ ფიწლით და ნამგლით?! - ბოდვებს თავი დაანებოს. იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი ციხეში „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ზის - როგორც ჩამოიყვანეს, წინასაარჩევნოდ თვალწინ აგვიფრიალეს და ამით ხმები გადაინაწილეს, გამოსაშვებ გზასაც ერთად მოიფიქრებენ. ირაკლი ზარქუა - წარმოიდგინეთ, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები საფრანგეთის სასამართლოში რომ ყოფილიყო, ალბათ, სამუდამოს მიუსჯიდნენ. არჩილ თალაკვაძე - კარგია, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სააკაშვილის აბსურდული კამპანია არ გაიზიარა და არ ჩაერთნენ იმ წაგებულ თამაშში, რომელშიც მან ოპოზიცია რამდენჯერმე შეიყვან. გია ვოლსკი - სააკაშვილის საუბარს, რომ გირგვლიანის თემა პოლიტიკის „პიარული“ ნაწილია, მდარე თავის მართლებაც არ ჰქვია, ეს უზნეობასთან უფრო ახლოს არის. პაატა მანჯგალაძე - არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ეს უნდა დაადასტუროს არა თადუმაძის სასამართლომ, რომელიც ივანიშვილის ადვოკატი იყო, მერე პროკურორი გახდა, არამედ თავისუფალმა სასამართლომ. სალომე სამადაშვილი - ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს - პოლიტიკოსებმა პოლიტიკური შეცდომებისთვის ფასი ელექტორალურად უნდა გადაიხადონ. ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები, „პატრიარქის შემოდგომა“ - ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას. დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში, რომელიც, როგორც ჩანს, პარლამენტის ტრიბუნად აღიქვა, მსოფლიოს წინაშე ახალი იმიჯით, ახალი პოლიტიკური კეკლუცობა დაიწყო - სააკაშვილი არ იცვლება. სოზარ სუბარი - გუშინ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი სინანულის გრძნობა, არის მკვეხარა, ბაქია და ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც შიმშილობის კვალი ეტყობა. ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილისგან ვერ მოვისმინეთ რის გამო სცემეს 7 ნოემბერს უმოწყალოდ ჟურნალისტებს, რის გამო გააწამეს ჩვენი თანამოქალაქეები. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა ქართველი ხალხისთვის მიემართა - რაც შეეხება 2 დეკემბერს გასამართ სასამართლო სხდომას, აქაც ვითხოვთ მის მონაწილეობას. მამუკა გამყრელიძე - მიხეილ სააკაშვილის მომავალ ბედთან დაკავშირებით გადამწყვეტი იქნება დასავლეთის რეაქცია სასამართლო პროცესზე. მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი - დილით აღენიშნებოდა მცირე სისუსტე, მაგრამ არის მხნედ - რაც შეეხება რაციონს, გადავედით გაფართოებულ კვებაზე. გიორგი ბარამიძე - ის, რომ სააკაშვილი 7 ნოემბრის მოვლენებს ტელევიზორში უყურებდა, არ ნიშნავს, რომ შს მინისტრთან ტელეფონით კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ იქ თუ ვიღაცამ გადაცდომა ჩაიდინა, რადგან პრეზიდენტი ინფორმირებული იყო, დამნაშავე ის არის?
ზვიადაური გარეთ - ანა დოლიძე - ლევან ზურაბიშვილს, რომლის ბანკში შევარდნას არც მსხვერპლი მოჰყოლია, არავინ გაუძარცვავს, 9 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი და ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოთი ათავისუფლებენ.
საქართველოს დესპანობა - დავით ზალკალიანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შარლ მიშელმა ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ. დავით ზალკალიანი - ასოცირებული სამეულის ფორმატში შეხვედრა მაქსიმალურად იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინების შესახებ გვქონოდა საუბარი, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით გვაქვს. ნატალია გავრილიცა - ბრიუსელში „ასოცირების ტრიოს“ ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის დაგეგმილი სამიტის წინ გაძლიერებულ თანამშრომლობაზე ნაკისრი ვალდებულების დადასტურებაა. ნათელი ხედვა გვაქვს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მტკიცე და ძლიერი სამომავლო პოლიტიკური დეკლარაციები უნდა მივიღოთ. ვიქტორ დოლიძე - საქართველოს მონაწილეობა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მეტყველებს საქართველოს, როგორც მოწინავე ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობაზე. შარლ მიშელი - ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია. საქართველოში ჩვენ ბოლომდე უნდა მივყვეთ დადგენილ რეფორმებს თანმიმდევრულად და სანდოდ დენის შმიგალი - ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი სამი ქვეყნისთვის მოახდენს დარგობრივი თანამშრომლობის სტიმულირებას და გაძლიერებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორობა განვითარდეს მიღწეული წინსვლის საფუძველზე და არსებული სისუსტეები გამოსწორდეს. ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს თავს დაესხნენ 2008 წლის ნატოს სამიტის შემდეგ, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე.
ფონდის ფული - დავით საგანელიძე - „საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს. წინააღმდეგი ვარ და ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, ფონდი ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო - ჩვენ უნდა ვიყოთ ის, ვინც ბიუჯეტში ფული უნდა გავაჩინოთ. დავით საგანელიძე პრემიერ-მინისტრს ფონდის რეფორმირების საკითხის დღის წესრიგში დაყენებისთვის მადლობას უხდის.
ნათია თურნავა - ველოდებით, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში.
ლევან იოსელიანი - ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, რაც მოსამართლეთა კანდიდატებისგან მოვისმინეთ - დაილია ამ ქვეყანაში მოსამართლეები, იურისტები?! ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - ამ სასამართლოს სისტემის შემქმნელმაც კი აღიარა მისი უბადრუკება, მაგრამ თქვენ ამ სასამართლოს რეინკარნაციასა და მის უვადოდ ჩაბეტონებას მაინც ჯიუტად აგრძელებთ! ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა სასამართლო სისტემის ცვლილება, სასამართლო შემადგენლობის ცვლილების გარეშე.
ცოტა კანონებზე - ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ჯარიმები იზრდება.
ბარიერები სასამართლოში - ირაკლი კობახიძე - თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი, ისე როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან. ალეკო ელისაშვილი - თუ ბარიერი არ შემცირდა, სულ ორი პარტია იქნება და მივიღებთ იმ „ბასტი-ბუბუს" და ზიზღის პინგ-პონგს, რაც გვაქვს ახლა - „არა შენი 9 წელი, არა შენი". გიორგი ვაშაძე - კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არ იქნება და მეორე მხრივ უნდა, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ჩასწორებები შეიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებებში - ეს არის შიში. ბადრი ჯაფარიძე - "ოცნების" მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, რომ პარლამენტს და საზოგადოებას უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები გადაახიოს. ხატია დეკანოიძე - მორიგი “გადაგდება” დააანონსა კობახიძემ.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 262 მილიონს გადააჭარბა. აშშ-ში „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ 18 წლის ასაკიდან ყველა მოქალაქეს მოუწოდებენ. სომხეთში კორონავირუსის 398 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 32 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 32 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1229 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 678 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 23 ადამიანი.
პოლონეთის პრემიერი - კრემლს და მის მოკავშირეებს გეოპოლიტიკური სისტემის შეცვლა და ევროკავშირის დაყოფა სურთ. ვლადიმერ პუტინი - უკრაინას სჭირდება ურთიერთობების დალაგება და თუკი ეს გამოუვა, საფრთხეებს არავინ გამოცდის - ვიმედოვნებ, „წითელი ხაზების“ გაჩენამდე საქმე არ მივა. მაქვს უფლება, ახალი ვადით ვიყარო კენჭი, გავაკეთებ თუ არა ამას, გადაწყვეტილება არ მიმიღია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია