პრეზიდენტის ბრძანების დამტკიცება, აქცია მარნეულში და ახალი ამბები კლინიკებიდან

      და აი ისიც, პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება. მთელი დღე ამ საკითხებს მიეძღვნა, მოლოდინს, ანგარიშების მოთხოვნას, ერთმანეთის ყვედრებას, სიამაყესა და კრიტიკას პარლამენტში. საბოლოოდ, პარლამენტმა მაინც დააკანონა პრეზიდენტის მიმართვა. არ ვუღალატოთ ახალ ტრადიციებს. ამ დროისთვის, საქართველოში დადასტურებული შემთხვევა - 416, გამოჯანმრთელებული - 107, გარდაცვლილი - 5. მთელი მსოფლიოს კოვიდ სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 2 609 100, გამოჯანმრთელებული - 714 199, გარდაცვლილი - 182 151.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 აპრილი, 2020

      კოვიდ-მკურნალობა - ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი ტოვებს, რომელთაგან ერთი 2 წლის ბავშვია. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 ახალი შემთხვევა ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმებისა და ე.წ. სვანეთის კლასტერს უკავშირდება. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. არჩილ ჯაფარიძე - ლენტეხში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში არც ერთი ადამიანი აღარ გვყავს, ეპიდემიოლოგების ვარაუდით, დაავადების გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია. ლალი ტურძელაძე - თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტია, აქედან 7 აპარატზე გვყავს. გიორგი ვაშაძე - დანაშაულებრივი სიჯიუტეა, რომ დღემდე ქვეყანაში მასობრივი ტესტირება არ გვაქვს, დანაშაულებრივი სიჯიუტეა, რომ ამის გამო, გვიწევს საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გაგრძელება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ 36 ადამიანი იმყოფება, 10 პირი კი თვითიზოლაციაშია. ხათუნა ზახაშვილი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს - გამოიყენეთ პირადი დაცვის საშუალებები, სტანდარტულად ყველგან და ყოველთვის, ყოველ პაციენტთან ურთიერთობის დროს. მარინა ენდელაძე - დაგვემატა ერთი ინფიცირებული პაციენტი, რომლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია და მას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. ამირან გამყრელიძე - დღეს ლაბორატორიული კვლევების პიკი გვქონდა, 24 საათში 695 კვლევა ჩატარდა - ხვალიდან ემატება 5 ლაბორატორია. ამირან გამყრელიძე - შესაძლოა, დიდი თავყრილობისას ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს - მას ახლა „სოციალური ნიღაბი“ დაერქვა. მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს, ვაფასებ მათ განათლებას, მაგრამ კიდევ არის წლები, რომელიც ექიმობას მოაქვს - საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს, თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს.

      დამტკიცებული საგანგებო მდგომარეობა - პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება დაამტკიცა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კარანტინის ან იზოლაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარის ნაცვლად, 2 ათასი ლარი იქნება. „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე - საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება კიდევ უფრო ზრდის კორუფციის რისკებს. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული - ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნილა. ოთარ კახიძე - შეზღუდვები, რაც აუცილებელია სოციალური დისტანცირებისთვის, ლეგიტიმურია, მაგრამ ამას პაკეტში ახლავს ბევრი სხვა შეზღუდვა, რაც გაუმართლებელია. გიგა ბოკერია - პასუხი არაფერზე არ გვაქვს და ამ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დავუჭერთ. რომან გოცირიძე უმრავლესობას - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ დოკუმენტს მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ. გიგი წერეთელი - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და არაფრის კორექტირება, არ იქნება სწორი - პარლამენტია ის ადგილი, სადაც ამ ყველაფერს უნდა განვიხილავდეთ, პრემიერიც აქ უნდა იყოს. პლენარულ სხდომას, სადაც საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილებას კენჭი უნდა ეყაროს, პრეზიდენტი დაესწრო. არჩილ თალაკვაძე - საუბარი, რომ ცოტა შემთხვევების დროს გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და დღეს, როცა გავრცელების პიკს ველოდებით, აღარ არის საჭირო - არ არის ლოგიკური. სალომე ზურაბიშვილი - თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ - მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის დამძიმებას გამოიწვევს. დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის - შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები, კერძოდ, მეორადი აფეთქება. საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. ალექსანდრე მოწერელია - ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან. ხვალიდან ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებული სასურსათო მაღაზიები, ასევე რძის პროდუქტების და ხორცის სექცია ფუნქციონირებას შეძლებს.

      პრეზიდენტის გვერდშიდგომა - სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება, ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს, ეს ჩვენ არ გვეკადრება. პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

      არააკადემიური წელი - გენადი მარგველაშვილი - განათლების კომიტეტი აკადემიური წლის გამოცხადებას ეწინააღმდეგება.

      სროლა ყინწვისში - ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ყინწვისის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კრიმინალური ფაქტი მოხდა, რა დროსაც, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა დავითმა, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევას რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც შეესწრო. თუმცა, დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მეუფე იობის წარმომადგენელი სიცრუეს უწოდებს. მხედავთ, როგორ ვარ და რა მდგომარეობაში ვარ, დაუჭრელი და ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს. დღეს ჩავატარეთ მსახურება", - განაცხადა სასულიერო პირმა "ტვ პირველის" ეთერში.

      დამრღვევები - ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 102 ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 36 პირი დააჯარიმეს. ირმა ინაშვილი საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევის გამო, 3000 ლარით დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის.

      იდეა - კახა კალაძე, დაწესებული რეგულაციების გაუქმების შემდეგ, შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

      აქცია მარნეულში - მარნეულში, აქციაზე, გუბერნატორსა და “ევროპული საქართველოს” წევრს შორის დაპირისპირება მოხდა. გიგა ბოკერია მარნეულში აქციაზე - „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ცდილობენ, ეს ხალხი დაამშვიდონ. მარაგების მართვის შტაბის უფროსის ინფორმაციით, მარნეულში, აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ისინი პროტესტს აღარ გააგრძელებენ. „ლელო საქართველოსთვის“ - სრულიად ვიზიარებთ საპროტესტო აქციის მონაწილეების გზავნილს, რომ ხელისუფლებამ გაცილებით უფრო მეტი უნდა გააკეთოს ქვემო ქართლში მოყვანილი პროდუქციისთვის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. გიორგი კახიანი მარნეულში გამართულ აქციაზე - ეს არის მავნებლობა, პროვოკაცია და საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ.

      პატიმარი პირომანი - ბაჩო ქათამაძეს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა.

      ფულის ლოდინი - ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველო მსოფლიო ბანკისგან 45 მლნ ევროს ოდენობის სესხს, მაქსიმუმ მაისში მიიღებს.

      მსჯავრი - ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldWideCovid19: სომხეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აშშ-ის მისურის შტატი ჩინეთს უჩივის. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 57999-მდე გაიზარდა. ესპანეთი მკაცრი შეზღუდვების მოხსნას მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. ესპანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათის მანძილზე 435 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ხელმძღვანელი - კორონავირუსის მეორე ტალღა, შესაძლოა, კიდევ უფრო გამანადგურებელი იყოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - არ შევცდეთ, წინ გრძელი გზა გვაქვს, ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება. საფრანგეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 544 ადამიანი გარდაიცვალა.

      ხუმარა - ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.

      ტრამპნიუსი - დონალდ ტრამპმა, საზღვაო ძალებს ირანული სამხედრო გემების განადგურების ბრძანება მისცა, თუ ისინი მათ საფრთხეს შეუქმნიან. მე კიმ ჩენ ინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და იმედი მაქვს, კარგად არის

      ხანძარი - ერთ კვირაში უკრაინაში ხანძრებს 45 ადამიანი ემხვერპლა - ხანძრით გამოწვეული ზარალი 44 მლნ დოლარს უდრის.

      ირანის წინსვლა - ირანმა ორბიტაზე პირველი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 78

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

vako: აპრილი 23, 2020||5:31am
ამ ირანს რატო აბედინებენ ამდენს არ ვიცი
ამ კორონასი დწ ციფრების კიდე ვიღას ჯერა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters