გილოცავთ ახალ წელს! ვინ თუ არა, ქველინიუსი ნამდვილად გისურვებთ კარგი ამბების, კეთილი სიახლეების, სიხარულით სავსე ნიუსების წელს. ჯერ კიდევ საახალწლო ორომტრიალია, ამიტომ განსაკუთრებული დღის ნიუსები არ გვაქვს - მხოლოდ პატრიოტები დაწინაურდნენ როგორც პარლამენტში შესვლის მსურველები. ალბათ, არ გაგიკვირდებათ - კორონა ვირუსი 2021 წელსაც გადმოგვყვა - პირველი შემთხვევიდან დღემდე - 229763, ბოლო 24 საათში - 594; გამოჯანმრთელებული - 222405, ბოლო 24 საათში - 1963; გარდაცვლილი - 2628, ბოლო 24 საათში - 25; კარანტინის რეჟიმში - 386. დოლარის ფასი ლარში - 3.3028.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა.
პატრიოტები პარლამენტში და თან გარეთ - საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და ცნობად მიიღო. გურამ მაჭარაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების დაცვის კომიტეტზე განვიხილავთ "პატრიოტთა ალიანსის" სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. მოგეხსენებათ, კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შესაბამისი ვადების გასვლის შემდეგ იკრიბება და იხილავს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებს. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი კომიტეტზე განიხილება, შესაბამისი დასკვნა ბიუროს გადაეცემა და მოხვდება სესიაზე. დავით სერგეენკოს განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური შემადგენელიც არის. ანრი ოხანაშვილი - „პატრიოტთა ალიანსს“ რეგისტრაციიდან მოხსნილი არ აქვს საარჩევნო სია, რაც შესაძლებლობას აძლევს პირებს, თუ გადაწყვეტენ, გახდნენ უფლებამონაცვლეები. მამუკა მდინარაძე - თუ ოპოზიციიდან ვინმე მიხვდება, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს, პარლამენტში შემოვა. გია ვოლსკი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე - მაშინ გამოუტანეს თავის თავს სასჯელი, როდესაც დესტრუქციულ რეჟიმში შემოვიდნენ. „ნაცკლასტერმა“ აიღო სტრატეგიული მიმართულება, რომელსაც არ ცვლის, მისთვის მთავარი თემაა დესტრუქციული პროცესები განვითარდეს. გიორგი კახიანის განცხადებით, ვიდრე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი არ შედგება, მმართველი გუნდი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სიფრთხილით ეკიდება. ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ. "პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ ცესკოს მიმართეს. ლევან ბოძაშვილი - „პატრიოტთა ალიანსს“ სჭირდება არეალი, რომ ჩრდილოეთითაც შეინარჩუნოს სავაჭრო თემატიკა, რაც პარლამენტში არშესვლის გარეშე, ვერ მოხდება - შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს წინასწარ დაგეგმილია. გიორგი ბარამიძე - ადამიანებს, რომლებმაც ფული გადაიხადეს, რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ, „პატრიოტთა ალიანსში“ ვერ უთხრეს: „თქვენ კი გადაიხადეთ ფული, მაგრამ დეპუტატები ვერ გახდებით“ და სია არ ჩახსნეს.
მილოცვები პატრიარქს - რელიგიის საკითხთა სააგენტო პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს. არჩილ თალაკვაძე პატრიარქს - თქვენ ხართ სულიერი სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლო, შეუფასებელია თქვენი ღვაწლი და ამაგი. გიორგი გახარია - განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. კახა კალაძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს. მიხეილ ჩხენკელი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
საზღვარი რუსეთთან - გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის დადგენა რუსეთის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია. ანრი ოხანაშვილი - ყველა ზომას გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ყველა ფორმატში ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს. ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთის ფედერაციასთან არანაირი საზღვრების დადგენა არ მოხდება, ვიდრე რუსეთს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი აქვს ოკუპირებული. მამუკა არეშიძე - ქართულ მხარეს არ აქვს მანევრის საშუალება და უფლება, რომ მხოლოდ დარჩენილ საზღვრის მონაკვეთებზე ელაპარაკოს რუსეთს. გია ვოლსკი - რუსეთი პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს - დანაშაულის ჩამდენმა პოლიტიკურმა ძალამ ის შედეგი მოგვცა, რასაც ვუყურებთ.
ამნისტია - ანრი ოხანაშვილი - ამნისტიის შესახებ შემოთავაზებაა და დავეთანხმეთ, რომ უფრო მეტი მუხლი მოვიცვათ, თუმცა, პრინციპი, რომ ეს არაძალადობრივი მუხლები უნდა იყოს, ეს შენარჩუნებულია. მიხეილ სარჯველაძე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე - იმის მიხედვით, თუ როგორია დანაშაულის კატეგორია, მიღებულია გადაწყვეტილება სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.
დისტანციური სწავლება - სიმონ ჯანაშიას განცხადებით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლება სხვადასხვანაირად შეიძლება შეფასდეს.
სტატისტიკა - „საქსტატის“ მონაცემებით, 1 წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, რძის ნაწარმი 11%-ით, პური და პურპროდუქტები 7%-ით, თევზეული კი 8.8%-ით გაძვირდა მცხეთის გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობა მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - გერმანიაში კორონავირუსის 9 847 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 302 ადამიანი გარდაიცვალა. იაპონია საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხს განიხილავს. სომხეთში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 210 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 394 ადამიანი გარდაიცვალა. 1 იანვრიდან დღემდე პეკინში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 73 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. რუსეთში კორონავირუსის 23 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 482 ადამიანი გარდაიცვალა. CNN - კორონავირუსის ახალი სახეობა მსოფლიოს სულ მცირე 37 ქვეყანაშია გავრცელებული.
ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება დაბლოკა.
ომის ნარჩენები - სომხური მედია - მთიან ყარაბაღში კიდევ 19 სომეხი სამხედროსა და ერთი სამოქალაქო პირის ცხედრები აღმოაჩინეს.
ტრამპნიუსი - აშშ-ის თავდაცვის ათი ყოფილი მდივანი ღია წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები შედგა და საარჩევნო კოლეგიის ხმების ოფიციალურად დათვლის დრო მოვიდა. კამილა ჰარისი დონალდ ტრამპს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. სკანდალურ აუდიოჩანაწერში ტრამპი ჯორჯიას შტატის მაღალჩინოსანს ხმების გადათვლას სთხოვს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია