საკმაოდ თბილი და მზიანი დეკემბერი გვაქვს, მალე მიწურულში გადაიზრდება და ჯერ კიდევ უჩვეულოდ თბილა, თუმცა დილითვერ წერდნენ სინოპტიკოსები, რომ საქართველოში დღეიდან ტემპერატურის კლება და ნალექია მოსალოდნელიო. მაინცდამაინც არ დაკლებულა, თუმცა მთელი დღე მძიმე ღრუბელი იდგა და ვნახოთ მოთოვს თუ არა. მთაში თოვლია. რაც თბილისსა და ქუთაისს, სიახლეების ეპიცენტრი პარლამენტი იყო სადაც მთავრობამ პარლამენტის ნდობა მიიღო, მაგრამ დიდი წვალებისა და ვაი-ვაგლახის, არეულობის შემდეგ. ასევე დღის მნიშვნელოვანი ამბები ეხება ბაგა-ბაღებს, სემეკს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩაწყობილ თამაშებს და ისრაელის საქმეს, რომელშიც საქართველომ „ენას კბილი დააჭირა“.
პარლამენტთმა მთავრობა დაამტკიცა, მაგრამ არც დღევანდელ სხდომას ჩაუვლია აურზაურის გარეშე - პარლამენტში ნიკა მელიას გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხელების ბრახუნით და შეძახილებით შეხვდნენ. პარლამენტში მომხდარი კამათის განმუხტვაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო. გიორგი კვირიკაშვილი - ბიჭებს უთხარით, ხელი არ დაადოს არავინ, იგივეს აკეთებს, თავი დაანებეთ. აკაკი ბობოხიძე პრემიერს - მელიას თავზე თმა არ აქვს, სამწუხაროდ, მაგრამ რაც აქვს, ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეს, თორემ დაგბრალდებათ თქვენ. გიორგი კვირიკაშვილი - როგორც ჩვენი ქვეყნის ექსპრეზიდენტი გავიდა პოლიტიკური არეალიდან და აბსოლუტურად მარგინალურ ზონაშია გადასული, ანალოგიურად იქცევა მისი წარმომადგენელი პარლამენტში. გია ხუხაშვილი - ღირსების დაცვას გავიგებდი, რომ ეცემა, მაგრამ შორიდან დაცვა, დგას შუაში და იგინება, ეს რანაირად არის ღირსების დაცვა. რომან გოცირიძე - ტურები რომ გამოძვრებიან ფილმებში და დაესევიან მსხვერპლს, ისე დაესხა თავს უმრავლესობა ოპოზიციას. გია ვოლსკი - ნიკანორ მელიამ სპექტაკლის გამართვა სცადა, დესტრუქციული განცხადებები არც რომან გოცირიძემ დააკლო.
რაც შეეხება საპარლამენტო გამოსვლებს - გიორგი კვირიკაშვილი - ვიქნები მომხრე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ. პრემიერი - გარკვეული ტიპის ოჯახებმა, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ! გიორგი კვირიკაშვილი - დღეიდან მოყოლებული ახალი ენერგიით გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურ, სწრაფ, ახალი განვითარების დინამიკას შექმნის. თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას, რაც ამ ადამიანებისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. დავით ბაქრაძე - ეს არის მთავრობა, რომელიც ეფექტურია წარსულის ლანძღვაში, საკუთარი თავის დასაქმებაში, კეთილმოწყობაში. არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - ვხედავ, რომ ცდილობთ საქმიანობა შოუბიზნესში გააგრძელოთ, მაგრამ შოუბიზნესშიც ძალიან დიდი კონკურენციაა. ირაკლი კობახიძე - დემოკრატიის გადმოსახედიდან ეს იყო საკმაოდ წარმატებული ორი დღე. ხათუნა ლაგაზიძე - ყველაზე მძიმე დასანახი იყო, რომ მთავრობის წევრებს არ ჰქონდათ გუნდურობის განცდა. გიგა ბოკერია - თქვენ რომ გადახვალთ ოპოზიციაში, იმ ახალმა მთავრობამ უნდა აგიტანოთ ისეთი, როგორებიც ხართ, ქალბატონი წულუკიანიც კი უნდა აიტანოს, ეგ არის მუღამი. შს მინისტრი - არავინ აბრუნებს მანდატურებს ისეთი სახით, როგორიც იყო, საპატრულო პოლიციას კი სკოლაში არაფერი ესაქმება. გია ჟორჟოლიანი - ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ნარჩენები იმ რეჟიმისა, რომელსაც რევანშიზმისა და პროვოკაციის გარდა არაფერი დარჩენია. ზვიად ძიძიგური - სადარბაზოს, პარკს ვერ ნახავთ, რომ მარიხუანას სუნი არ იდგეს - ეწევიან ბავშვები, მოზარდები. რომან კაკულია - ამხელა პერიოდის გავლა შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია იმ სხვადასხვა მემკვიდრეობის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანას ერგო. ზაქარია ქუცნაშვილი - ხომ არ ვიფიქროთ, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იყოს სულ მცირე ერთკვირიანი, ათდღიანი პროცესი. ნიკა მელიამ შს მინისტრს მიმართა, მკაცრ კონტროლზე აიყვანოს საქმე, რომელიც მათი პარტიის წევრ ეკა წამალაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხება. გიორგი გახარია - სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა. დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების წილი 7%-დან 35%-მდე გაიზარდა. გიორგი კვირიკაშვილი „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე - სამწუხაროდ, ჩვენ ალტერნატივა არ გაგვაჩნდა. გიორგი კვირიკაშვილმა იმ ობიექტების სია წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს სახელმწიფომ რუსულ კომპანიებზე გაასხვისა. გიორგი გახარიას ინფორმაციით, დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლის დაჭრა თვითდაზიანებას უკავშირდება. ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურს იმ დეპუტატების სიის მიწოდება დაავალა, რომელთა ბარათების სავარაუდო გამოყენება მოხდა.
ნარმანიას ხიბლი - დავით ნარმანია - მე არ ვიყავი პიარზე ორიენტირებული, საქმეს ვაკეთებდი. მამუკა მდინარაძე - პარლამენტმა სემეკის წევრობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას დღეს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ პარლამენტს სემეკის წევრობის კანდიდატურები წარუდგინა. პარლამენტმა სემეკის წევრებად დავით ნარმანია და გოჩა შონია ერთხმად აირჩია. დავით ნარმანია - ვაპირებ, რომ ვიმუშავო ძალიან აქტიურად და ყოველდღიურ რეჟიმში.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ეკა წამალაშვილის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
პირველი არხი - ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხზე საუბარი ნაადრევია. რომან გოცირიძე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ - არ გვინდა, სახელმწიფოს მართული მონსტრი, რომელიც 50 მილიონს შეჭამს და რეიტინგი 0, 3%-ს ვერ ცდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა.
საბავშვო ბაღების საქმე - სერგო რატიანი - მთავრობა ხედავს, რომ ბაღებთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით წავიდნენ და ახლა ეს არის მათი თავსატეხი. თინა ხიდაშელი - ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის განცხადება დაუსაბუთებელი, ულოგიკო და არასწორია. ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი - პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ გადასახადის შემოღება არის იდეა, რომელიც განხილვის პროცესშია. მარიამ ჯაში - ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით პრემიერის მოსაზრებაზე მსჯელობა გაიმართება. კახა კალაძე ბაღებში გადასახადზე - პრიორიტეტების განსაზღვრა სწორად უნდა მოხდეს, უნდა დავეხმაროთ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირს. ანდრია გვიდიანი - არასწორია, რომ საბავშვო ბაღების დაფინანსების ვალდებულება მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს.
ეროვნული ბანკი - კობა გვენეტაძე - საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. კობა გვენეტაძე - მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიღწეული იყოს ეტაპობრივად. კობა გვენეტაძე - პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა. კობა გვენეტაძე - მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი ოპტიმალურია ჩვენი ეკონომიკისთვის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. კობა გვენეტაძე - დიახ, აქციზის მატება გავლენას ახდენს ინფლაციის მატებაზე.
ჩაწყობილი თამაშები - სუს-ი ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მსაჯებისა და მწვრთნელების ვინაობა დაასახელა. მსაჯებისა და მწვრთნელების დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება. მიხეილ გიორგაძე მწვრთნელების და მსაჯების დაკავებაზე - ყოველთვის შეურიგებელი ვიქნებით ასეთ ფაქტებთან მიმართებაში. კალათბურთის მსაჯები - ირაკლი და დავით ბერიშვილები ბრალს აღიარებენ. საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი თემურ დათიკაშვილი მის წინააღმდეგ ბრალდებას პროვოკაციას უწოდებს. პაატა გურასპაული - ბრალის დადასტურების შემთხვევაში მატჩის ჩაწყობის საქმეზე დაკავებულები მოკვეთილნი იქნებიან კალათბურთიდან. კალათბურთის ფედერაცია მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ჩაწყობილ თამაშებზე დაკავებული ვაჟა კვარაცხელია ბრალს არ აღიარებს და პროვოკაციაზე მიუთითებს.
ანტიპატრიოტული ან უფრო სწორად, მტრული დამოკიდებულება ქალაქისადმი - კახა კალაძე - მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული სკვერების, თუნდაც საახალწლო განათებების დაზიანება
გია გაჩეჩილაძე - ისეთი შეურაცხყოფები მიაყენეს პრემიერ-მინისტრს, რომ ამას ნორმალური ადამიანი ძალიან ძნელად გადაიტანდა.
პროფსასწავლებლების პოპულარიზაციის მიზნით განათლების სამინისტრო სპეციალურ კამპანიას ჩაატარებს.
საზღვარგარეთულები:
გაერო საგანგებო სხდომაზე მიღებული რეზოლუციით აშშ-ს მოუწოდებს, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილება უკან წაიღოს. საქართველომ გაეროს საგანგებო სხდომაზე, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. გაერო-ში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰელი საქართველოს მადლობას უხდის. მიხეილ ჯანელიძე - პარტნიორებთან გავიარეთ კონსულტაციები და ჩვენმა დელეგაციამ იერუსალიმის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ მიიღო. ზურაბ ბატიაშვილი - იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენ არ უნდა ვიქცეთ არც მოვლენათა კატალიზატორად და მითუმეტეს, არც სამიზნედ. ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი სრულად უარყოფს გაეროს აბსურდულ რეზოლუციას, იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. თურქეთის ელჩი - ისრაელის შესახებ რეზოლუციასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმის საკითხზე - დარბაზიდან გასვლა საკუთარი პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს, ასეთი ქცევა ქვეყანას არ გვეკადრება. ემანუელ მაკრონი - ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებით აშშ დიდ შეცდომას უშვებს. გიგა ბოკერია - სწორი ოყო გადაწყვეტილება, რომ იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. გაერო-ში აშშ-ს ელჩმა იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც იერუსალიმის სტატუსზე ანტიამერიკულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, მიღებაზე მიიწვია. ბენიამინ ნეთანიაჰუ - იერუსალიმში საელჩოს გადატანაზე კიდევ რამდენიმე ქვეყანა ფიქრობს.
მიხეილ სააკაშვილმა ნიდერლანდების ვიზა მიიღო. მიხეილ სააკაშვილი დღეს უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ვერ გამოცხადდება, რადგან სასამართლოს სხდომას დაესწრება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჰოლანდიის ვიზა არ სჭირდება. უკრაინის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი 3 იანვრისთვის გადაიდო. სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი საქმეზე სასამართლო სხდომის გადადებას ითხოვს. მოსამართლე სააკაშვილის ადვოკატს - იმედია შემდეგ პროცესზეც ოროსანი ბავშვივით არ ადგებით და არ იტყვით, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწარით. სააკაშვილის ადვოკატი - თუ მასალების გაცნობას ვერ მოვასწრებ, კვლავ დავაყენებ საქმის გადადების მოთხოვნას. ჰოლანდია მზადაა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად, თუკი ის უკრაინას დატოვებს. დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალს ხვალ წაუყენებენ.
ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში იმ პოლიტიკურმა ძალებმა გაიმარჯვეს, რომლებიც კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას უჭერენ მხარს. კარლეს პუჩდემონი - არჩევნებში კატალონიის რესპუბლიკამ გაიმარჯვა, რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრისთვის სახეში სილის გაწვნაა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია