უბედური შემთხვევა ბაღდადში, პროკურორად შოთაძის არგუმენტები და განათლება უუნაროდ

      ადრე ქვეყანა გამოფხიზლდებოდა ხოლმე, შეიძრებოდა და რაიმე ღირებულზე მაინც დაფიქრდებოდა ხოლმე, როდესაც ასეთი უბედურება დატრიალდებოდა რაც ბაღდადში მოხდა. მაგრამ ამჯერად ესეც კი არ იყო - პოლიტიკური განცხადებები და ბრალდებებიც კი ისმოდა დღეს და ვინ ვის რას საყვედურობდა და რას სთხოვდა, კაცი ვერ გაიგებდა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ოჯახის გარდაცვალების თემა იყო. მეორე თემა გახლავთ პროკურორად შოთაძის გასაუბრება. ასევე განათლების ამბები და ბოლო დღეების უცვლელი ნიუსი - კორონავირუსი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 4 თებერვალი, 2020

      უბედური შემთხვევა ბაღდადში - ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია. ოპოზიციამ პარლამენტთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიებები გააუქმა. გიგი უგულავა - ოპოზიციის დღევანდელი გეგმები ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო - მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, აბსოლუტურად გულწრფელად მოვუწოდო პარლამენტს, სხდომა გადაიდოს. ოპოზიცია პარლამენტთან „სირცხვილის კორიდორს“, სავარაუდოდ, ხვალ მოაწყობს. ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, „ლელო საქართველოსთვის" გლოვის დღის გამოცხადებას მოითხოვს. ანა დოლიძე - საშინელი ტრაგედია მოხდა ბაღდათში, პირდაპირ უნდა ითქვას, რაც ჩანს, ეს არის გაგრძელება და შედეგი „ქართული ოცნების” უპასუხისმგებლო სოციალური პოლიტიკის. გია ვოლსკი - ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის სესიასთან დაკავშირება არის სპეკულაციის პიკი, რომელსაც მორალთან კავშირი არ აქვს. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება. არჩილ თალაკვაძემ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა. თამარ ჩუგოშვილი - რთულია სხვა თემებზე ლაპარაკი იმის გათვალისწინებით, რომ მცირეწლოვანი ბავშვები და მათი დედა აღმოჩნდნენ სრულიად დაუცველები. ეკა ბესელია ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე - ვაპირებ პასუხი მოვითხოვო იმაზე, სად იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც რეაგირება ევალებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო - ბაღდათში გარდაცვლილი ოჯახი სოციალური გასაცემლის სახით 1330 ლარს იღებდა. მამუკა მდინარაძე - ბაღდათში მომხდარი ტრაგედია შიმშილთან რა შუაშია? - ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის.

      პროკურორის გასაუბრება განმეორებით - ოთარ კახიძე - ირაკლი შოთაძის შემობრუნება საზოგადოების შეურაცხყოფაა - საპროკურორო საბჭო ფასადური ორგანოა. დღეს იქ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება გაიმართა - ირაკლი შოთაძე - ჩემთვის გენერალური პროკურორობის კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ იყო მარტივი. იმერეთის გუბერნატორი - ბაღდათში მცხოვრებ ოჯახს, რომელშიც ტრაგედია დატრიალდა, სოციალური დახმარება შეჩერებული ჰქონდა და არა მოხსნილი. „ადამიანის უფლებათა ცენტრი" აქცია-პერფორმანს მართავს და საპროკურორო საბჭოს მიმართავს, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. ირაკლი შოთაძის განცხადებით, საჭიროა არასრულწლოვანი ბრალდებულების საპატიმრო ვადის გაგრძელებაზე დაიწყოს მსჯელობა. ირაკლი შოთაძე - შეინიშნება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციების უკანონო მოპოვების შემთხვევების სიმრავლე - ეს განსაკუთრებით საფრთხის შემცველად გადაიქცა მოზარდებისთვის. ირაკლი შოთაძე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შემადგენლობის გაზრდის ინიციატივით გამოდის. გია ვოლსკი - ირაკლი შოთაძის ხელში პროკურატურა ეფექტური და მაღალპროფესიონალური იქნება. ირაკლი შოთაძე ინიციატივით გამოდის, პროკურატურაში კადრების შევსება სტაჟირების სისტემასთან ერთად, საჯარო კონკურსის გზითაც მოხდეს. ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგომაზე - დღესაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი შოთაძე - ნარკორეალიზატორების მიმართ პოლიტიკა გასამკაცრებელია. ოთარ კახიძე - ძალიან უხერხული პროცესი იყო, როგორ ცდილობდნენ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები ირაკლი შოთაძისთვის უხერხული კითხვები აერიდებინათ. ბადრი ჯაფარიძე ირაკლი შოთაძის განცხადებაზე - მისასალმებელია, როდესაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა დაადასტურა ის, რაც სინამდვილეში მოხდა. დავით ჭიჭინაძე - შოთაძის აღიარება ფაქტობრივად იმის დასტურია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კლანურ, მაფიოზურ და არასამართლებრივ სახელმწიფოში. ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძეს, ვანო ჩხარტიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა იქ „შემთხვევით მოხვდა“. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველაფერი ისევე დადასტურდება, როგორც დადასტურდა ივანიშვილთან მისი და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრა, რომელსაც ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.

      განათლებას მოწყურებული თაობა - განათლების სამინისტროსთან უცხოური უნივერსიტეტებიდან ქართულ უნივერსიტეტებში მობილობით გადმოსვლის მსურველი სტუდენტები აქციას მართავდნენ. ისინი მობილობისთვის სავალდებულო გამოცდის სახით უნარების გამოცდის გაუქმებას ითხოვენ. განათლების სამინისტროს წარმომადგენელი - ეს სტუდენტები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც მოპოვებული აქვთ სწავლის უფლება უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. აღნიშნულ პირებთან სამინისტროში შედგა შეხვედრები 27, 28 და 29 იანვარს როგორც უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ფარგლებში, ასევე მათ შეხვდა მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი. მათ განემარტათ პირობები, საგულისხმოა ის, რომ 1 წლის წინ მათ უკვე იცოდნენ, რომ თუ 2019 წლის პირველი იანვრიდან მოიპოვებდნენ სწავლის უფლებას უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში, მოუწევდათ მხოლოდ ერთი გამოცდის, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება და კომპეტენციის დადასტურება. განათლების გარშემო - ჯულიან შუსტერი - ქართველ და ასევე, მეზობელი ქვეყნების სტუდენტებს ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნით, საქართველოში ამერიკული განათლების მიღების შანსი ეძლევათ. ამერიკული უნივერსიტეტის, ვებსტერის რეგიონალური კამპუსი, „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე გაიხსნება.

      სოციალური მდგომარეობა - ირაკლი კობახიძე - დღეს, დაახლოებით 150 ათასი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.

      პატრიარქის იმედები - პატრიარქი აშშ-ს ახლად დანიშნულ ელჩს - პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია.

საზღვარგარეთულები:

      ვირუსის მასშტაბები - ტაილანდში აცხადებენ, რომ შიდსისა და გრიპის სამკურნალო პრეპარატების კომბინაციით, ახალი კორონავირუსისგან უკვე მეორე პაციენტი განკურნეს. ჩინეთის მოქალაქე, რომელსაც რუსეთში ახალი კორონავირუსი დაუდგინეს, აცხადებს, რომ მისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამთ და ეს ამბავი მედიისგან შეიტყო. ჩინეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე და ჩინეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ინფორმაცია მიაწოდა. ბელგიაში ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა. ზუგდიდიდან გრიპის ვირუსის გართულებით თბილისში გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დღეიდან ახალი კორონავირუსის დადგენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. ჩინეთის ჯანდაცვის კომისია - ახალი კორონავირუსით დაღუპულთა 80% 60 წელზე ზემოთაა, 75%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა, გარდაცვლილთა უმეტესობა მამაკაცია. დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გამო, საკუთარ მოქალაქეებს ჩინეთის დატოვებისკენ მოუწოდებს. თენგიზ ცერცვაძე - კლინიკაში ორი ქალი რჩება და დიდი ალბათობით მათ კორონავირუსის ინფექცია არ აქვთ.

      ორიგინალური სპეცოპერაცია - სომხეთის პოლიციამ ოპერაცია „გენაცვალეს“ ფარგლებში, საქართველოს ელჩის მანქანის ძარცვაში ბრალდებული დააკავა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 109

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Bread Recipes - my Keto Kitchen

გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი

When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…

გაგრძელება

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

Best Pillow For Neck Pain Options

გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Adultphoto

It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We are pleased to inform you that after meticulously reviewing your situation, We've productively dealt with it as of August 7, 2023. If you…

გაგრძელება

Qwelly World

free counters