რაოდენ გულში ჩამწვდომია შემოდგომის დღეთა აღსასრული! გულში ჩამწვდომი და სევდისმომგვრელი! ხომ არსებობენ მომხიბვლელი გრძნობანი, ბუნდოვანნი და ძალუმნი, და არ არსებობს ლახვარი, მარადისობის ლახვარზე უბასრესი.
რაოდენ მომხიბლავია ჭვრეტა ცისა და ზღვისა, უსაზღვროების სიმარტოვე, სიჩუმე, ლურჯი ტატნობის შეუდარელბელი ლივლივი. აი, პაწაწინა აფრაც მოსჩანს თვალსაწიერზე... ეული და მიუსაფარი, როგორც ჩემი ბედკრული ყოფა. ზღვის მოქცევის მონოტონური დუდუნი; მთელი გარემო ფიქრობს ჩემით, ან იქნებ მე ვფიქრობ გარემოთი? (აი, რა მალე მეკარგება საკუთარი "მე" ამგვარი ჭვრეტის სიდიადეში); ჰოდა, ფიქრობენ, აზროვნებენ-მეთქი, ვამბობდი; აზროვნებენ ხატოვნად, მუსიკალურად, ჩვენი ყოველდღიური დედუქციების გარეშე, ყოველგვარი სოფიზმებისა და სილლოგიზმების გარეშე.
ჰო, მაგრამ, ჩემში იბადებიან ეს აზრნი, თუ საგნები ჰბადებენ მათ, მათი გარდაუვალი შედეგია დაძაბულობა. ესოდენ ზეაღმტაცი შვება ტკივილს იწვევს სულისმიერს და ტანჯავს სხეულებრივს. უკიდურესად დაძაბული ნერვები მძაფრი კრუნჩხვებით ჰპასუხობენ ყოველივე ამას.
და აჰა, მზარავს ლაჟვარდთა სიღრმე, გულს მიღონებს ზეცის სიწმინდე, ზღვის უშფოთველობა, გარემოს უძრაობა, აღაშფოთებენ ჩემს სულს...
ნუთუ მარად უნდა ვიტანჯო, ან იქნებ სამუდამოდ უნდა გავექცე მშვენებას?
ჰოი ბუნებავ, უწყალო ჯადოქარო! იკმარე თრგუნვა ჩემი ნატვრის და სიამაყის!
მშვენიერების წვდომა უთანასწორო დუელია, სადაც მხატვარი ბედითად მოსთქვამს, საბოლოო დამარცხებამდე.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია