ესეც ეშხში შესული შემოდგომა - ჯერ ერთი რომ ქალაქში საცობები ძველებური სიდიადით დაბრუნდა და ასე ყოველნაბიჯგადათხრილ ქუჩებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია სადმე გადაადგილება - ე.ი. ხალხი დაბრუნდა, მეორეც დღეს უკვე პარლამენტიც ამუშავდა და ნიუსებიც მოგროვდა, უფრო კომენტარები ვიდრე საინტერესო ფაქტები ან რაიმე სასარგებლოდ გამოსადეგი. პრეზიდენტის იმპიჩმენტი კვლავ დღის მთავარი ამბავია და ასევე ბორელის მოახლოებული ვიზიტი დაემატა ამ ევროპისკენ მიმავალ თუ გარდამავალ გზას. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6279 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 5 სექტემბერი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

პარლამენტი ამუშავდა - დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. ანა ნაცვლიშვილი - „პარლამენტის უსაფრთხოების დაცვის შესახებ“ ბრძანებას სინამდვილეში უნდა ერქვას, „რაც შეიძლება შორს მოქალაქეებისგან, რადგან მათი გვეშინია“. ცნობისთვის, პარლამენტის სასახლეში შესვლის მსურველებზე საშვის დაშვების დროს, საშვის დაშვების მიზნობრიობის მითითება იქნება სავალდებულო. ირაკლი კობახიძე - რეალურად არაფერი რთულდება, გარკვეული საკითხები ზუსტდება, ეს არის და ეს. რომან გოცირიძე უმრავლესობას - სექტემბერში ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული სამი კანონპროექტი უნდა განვიხილოთ და ახლავე ვაცხადებ, რომ არავითარი ვირეშმაკული დაბრკოლებები არ უნდა მოხდეს კომიტეტზე. შალვა პაპუაშვილი რომან გოცირიძეს - რაც შეეხება, ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს - დღის წესრიგში ხუთი კანონპროექტი გვაქვს განსახილველი, აქედან სამი კანონპროექტი არის ოპოზიციის მიერ ინიცირებული. შალვა კერესელიძე - შემოვდივართ ინიციატივით, გაიყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

შოვი პარლამენტში - ირაკლი კობახიძე - როგორ უნდა მოხდეს ე.წ. დეპოლარიზაცია, როცა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს - მერწმუნეთ, ხალხი ხელისუფლებაში არასდროს დაგაბრუნებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პარლამენტში ოპოზიციიდან გვყავს რაჭველი დეპუტატები, შოვში არცერთი მათგანი არ ჩასულა, არავითარი ინტერესი, არავითარი სიყვარული - არაფერი. ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - შოვი არ მიეცემა დავიწყებას! - ის ადამიანები, რომლებიც თქვენმა უპასუხისმგებლო და არაადამიანურმა პოლიტიკამ შეიწირა, არ მოგცემენ მოსვენების საშუალებას, ვერ გადააგორებთ ამ საკითხს. მაია ბითაძე - დღეს მსოფლიოში კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა სახელმწიფო უსაფრთხოების დონეზეა აყვანილი. თინა ბოკუჩავა - ბიუროს სხდომაზე შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის საკითხის განხილვა მოვითხოვეთ, პასუხი იყო ცინიკური სიცილი სარჯველაძისგან, ცინიკური ტაში ბითაძისგან და გინება ქადაგიშვილის მხრიდან. მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ზოგზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმოთ და რაჭაში ჩასულიყვნენ, ნახავდნენ იქ რა ხდებოდა.

ევროპაც პარლამენტში - არჩილ თალაკვაძე - „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციისთვის და ყოველდღიური მცდელობა, რომ თითქოს ეს ყველაფერი არ არსებობს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. მაკა ბოჭორიშვილი - იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და საჭიროებებს სწორად შეაფასებს და აღარ დატოვებს სივრცეს სპეკულაციებისთვის. მიხეილ სარჯველაძე - საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა წინა წელსაც, იმსახურებს ახლაც და არც ერთი სხვა ქვეყნის ფონზე, ნამდვილად არაფერი დაეწუნება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, რუსული დავალებაა, რომ მორიგი დაბრკოლება შეექმნას ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პაატა მანჯგალაძე - მთავრობას დაბლოკილი ჰყავს პრეზიდენტი იმის გამო, რომ რაც ღარიბაშვილს და კობახიძეს უნდა, იმას არ ლაპარაკობს?! ასეთი კონსტიტუცია გვაქვს დაწერილი, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაშია?! თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მნიშვნელოვანი თემების გადაფარვის, სალომე ზურაბიშვილის დასჯის და ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის საბოტაჟირების მცდელობაა. დენიელ ფრიდი - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერია - იმპიჩმენტის საფუძველი ჩემთვის გაუგებარია. სერგო ჩიხლაძე - იმპიჩმენტის გადაწყვეტილება ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის დამაზიანებელია. ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტის პროცედურაში არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს. ლევან ხაბეიშვილი - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი რუსული პარტიის მოგონილია - ბიძინა ივანიშვილის „სამეფო კარის თამაშები“ ჩვენთვის საინტერესო არ არის. გიორგი ვაშაძე - რამხელა სისულელეა, როგორ შეიძლება „ქართული ოცნების“ წამოწყებული პროცესით ოპოზიცია ევაჭრებოდეს პრეზიდენტს. ზურაბ ჯაფარიძე - არც იმის მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ბერკეტი გააჩნია, რომ ჩავიდეს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში და იქ მოლაპარაკებებით რაიმე შედეგი დადოს - ერთადერთი რაც შეუძლია არის ის, რომ სააკაშვილი გამოუშვას. ირაკლი კობახიძე - თუ სალომე ზურაბიშვილმა უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში შეიწყალა სააკაშვილი, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები. არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ თვეების განმავლობაში ახორციელებდა პრეზიდენტზე უხეშ ზეწოლას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მოკავშირეების გამოყენებით, არავის გაუკვირდება თუ ამას გააგრძელებენ მომავალშიც. მიხეილ სარჯველაძე - სამწუხაროა, რომ საქართველოს წუნდებულობაზე ამ მეტად მანკიერ საუბარში ოპოზიციას აჰყვა პრეზიდენტიც. ალეკო ელისაშვილი - მიუხედავად იმისა, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ. ანა წითლიძე უმრავლესობას - მაშინ როცა ქვეყანაში ყველაფერი გაძვირებულია და მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან, თქვენ გვიწყობთ სპექტაკლს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის იმპიჩმენტი. სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებთ იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა არ დავკარგოთი ისტორიული შანსი და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი - ამიტომ ხართ რუსული ხელისუფლება. ირაკლი ზარქუა სამადაშვილს - რა უნდა გავაკეთოთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთო - უბრალოდ გაჩუმდით სალომე, მეტი არაფერი, შენც და ის მეორე სალომეც. თორნიკე შარაშენიძე - „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესში სანახაობის ელემენტია, ყურადღებას გადავიტანთ და მშვენივრად გავატარებთ შემოდგომას. ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვს, მათ საერთო პატრონი ჰყავთ - ეს არის „გლობალური ომის პარტია“. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმპიჩმენტზე - ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება. ალეკო ელისაშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი არის ანტიდასავლური და რუსეთში გაგზავნილი სიგნალი: სალომე ზურაბიშვილმა „აიშვა“, მაგრამ ჩვენ იმპიჩმენტს დავაყენებთ.

რევოლუცია როგორც სამზადისი - ვახტანგ ძაბირაძე - ის, რომ უცხოელი პარტნიორები საქართველოში რევოლუციისთვის ნიადაგს ამზადებენ, პასუხი არ არის, თავის მართლებაა - ვერავინ მოამზადებს რევოლუციას, თუ ამის საფუძველს ხელისუფლება არ ქმნის მისი უუნარო მოქმედებით.

ბორელი მოდის ანუ ევროქართული ამბების ბლოკი - სალომე სამადაშვილის განცხადებით, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია. ზურაბ ჯაფარიძე - ჯოზეფ ბორელის ვიზიტი მნიშვნელოვანია, ძირითადი გზავნილი ისაა, რომ საქართველოსთან მიმართებით არ კარგავენ იმედს. ირაკლი კობახიძე - ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია - ყველაფერთან დაკავშირებით გვექნება გულახდილი საუბარი. კურტ ვოლკერი - ევროკავშირში არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება არის სწორედ ის, რაც ვლადიმერ პუტინს სურს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი - ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს - მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, გაერთიანდნენ და ამ მიზნისათვის იმუშაონ.

ომი გინდა?! - დენიელ ფრიდი - მოსაზრება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩაბმა სურს, სრული და ანგარებიანი სისულელეა.

გადადგომები აფხაზეთში - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადადგნენ. ოკუპირებულ აფხაზეთში ინალ არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

საზღვარგარეთულები:

ომი - მოსკოვის მერი - საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დრონი, რომელიც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდა. მოსკოვის აეროპორტებში 40-მდე რეისი გადაიდო. უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალები ბახმუტის სამხრეთით შეტევას აგრძელებენ. ე. წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში „საბაჟოს ხელმძღვანელი“ საკუთარ სახლში ააფეთქეს. ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, კიევისთვის დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაზე არსებით ზეგავლენას ამ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები ახდენენ. სერგეი შოიგუ - ყველაზე დაძაბული ვითარება ზაპოროჟიეს მიმართულებაზეა შექმნილი -კონტრშეტევისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დასახულ მიზანს ვერცერთ მიმართულებაზე მიაღწიეს. ვლადიმერ პუტინი - დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი თანამედროვე უკრაინის ანტიადამიანური არსის დასაფარად დააყენეს. უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი - მოვუწოდებთ მსოფლიოს, მკაცრად დაგმოს რუსეთის პრეზიდენტის ანტისემიტური განცხადებები. უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა - 327 მომხრე, 4 მოწინააღმდეგე. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჰორიზონტზე მშვიდობის იმედის მომცემი პერსპექტივაც არ ჩანს. მედია - ენტონი ბლინკენი კიევს ეწვევა.

კურილის კუნძულები - იაპონია კურილის კუნძულების გარშემო შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს.

დიმიტრი პესკოვი - რუსეთს არ შეუძლია სომხეთის დატოვება.

მედია - კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს რუსეთში შეხვდება.

ლატვიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება.

აშშ-ის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტს შესაძლოა, ვერ დაესწროს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 44

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters