ულვაშას მარცხი შეემთხვა, თანაც ერთი კი არა, რამდენიმე ერთად. მაგიდაზე ახტა, ღვინით სავსე ბროლის ფუჟერი გადააყირავა. ღვინო ხომ დაიღვარა, ფუჟერიც დაიმსხვრა, მისი ნამსხვრევები მთელ მაგიდაზე მიმოიფანტა. ულვაშამ სასწრაფოდ ისკუპა მაგიდიდან, სიჩქარისაგან მეტისმეტად ფართო ნახტომი გამოუვიდა, ტახტს გაცდა და ფანჯრის ფარდას დაებღაუჭა. ფარდაც ჩამოგლიჯა. ამის შემდეგ გაქცევა სცადა, მაგრამ ვერ მიართვეს. გაცეცხლებულმა დიასახლისმა კუდში დროზე სტაცა ხელი. იცოცხლე, მაშინ ულვაშას მოხვდა. ულვაშა ხმამაღლა კნავილს მოჰყვა, იგრიხებოდა, ყველანაირად ცდილობდა გაქცევას, ამაოდ ჩაუარა, სანამ გული არ მოიჯერა, ხელიდან არ გაუშვა დიასახლისმა. ნაცემ - ნატყეპი ულვაშა კუთხეში მიიკუნჭა.

      თანშეზრდილ მეგობარს, ყურშასაც გადაედო ულვაშას მღელვარება, მართლაც გულთან ახლოს მიიტანა მისი გასაჭირი. ირგვლივ უვლიდა დასჯის სცენას, იგრიხებოდა, წკმუტუნებდა, იმის ნიშნად - ულვაშა შეიბრალეო. სხვა რა შეეძლო, რას შეკადრებდა სამართლიანად განრისხებულ დიასახლისს.

      მერე კი, როდესაც ულვაშას დასჯა აღსრულდა, ყურშამ მაშინვე მიაკითხა კუთხეში მიკუნჭულს, ძალიან მებრალებიო, ნაცემ - ნატყეპი ადგილები გაულოკა. მერე მის გვერდით დაწვა თვითონაც და ცხვირი თათებში წარგო.

      - რომ იცოდე, როგორ მებრალები, - წკმუტუნით უთანაგრძნო ყურშამ მეგობარს.

      - დამაცადოს, მაგას არ შევარჩენ - წამოიღნავლა ულვაშამ, მის ხმას კნავილს ვეღარ დაარქმევდი, როცა გაბრაზებული იყო.

      - მაინც რას აპირებ? - დაინტერესდა ყურშა.

      - ღამით მივეპარები და თვალებს ამოვჩიჩქნი.

      - გაგიჟდი? ისეთი საყვარელი თვალები აქვს - დაიწკმუტუნა ყურშამ.

      - ცხვირსაც დავუკაწრავ..

      - ცხვირიც ძალიან საყვარელი აქვს . . .

      - ფეხებში გავებლანდები, დაეცემა და კისერს მოიტეხს - გაავებით ღნავის ულვაშა.

      - არც ეს ივარგებს. ვინღა მოგიხარშავს ფაფას? - შეახსენა ყურშამ. (უნდა აღინიშნოს, ულვაშას ძალიან უყვარდა ანა ბებოს მოხარშული რძიანი ფაფა).

      ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, იფიქრებდი, ულვაშას ჩაეძინაო, თუმცა არა. თურმე ფიქრებში იყო გართული.

      - მე ვიცი, რასაც ვიზამ, - წამოიღნავლა ისევ, - თავს არ მოვაფერებინებ, ნებას არ მივცემ, ზურგზე ხელი გადამისვას. არც ვიკრუტუნებ - დაიღნავლა დაქადნებით.

      ამაზე ყურშა აღელდა, დაწოლილმა ვეღარ გაძლო. წამოხტა და ერთი - ორჯერ შემოურბინა ოთახს, მერე ულვაშას წინაშე შეჩერდა და გამომცდელად მიაჩერდა.

      - ხომ გახსოვს, რა სიტყვებს გეუბნება ანანო ბებო; „ჩემო წნევის წამალო“, „ჩემი გულის მალამო“....

      - სულ თათებზე მკიდია...

      ყურშამ ერთი - ორი წრე კიდე დაარტყა ოთახში, მერე ისევ დაწვა ულვაშას გვერდით და ლოკვა დაუწყო. - სულ მალე ყველაფერი გაგივლის - წკმუტუნებდა ხმადაბლა.

      ულვაშას ხმა აღარ გაუღია. ჩანს, ნელ - ნელა მშვიდდებოდა.

      დადგა დრო, ვერც ყურშა აცდა დიასახლისის მრისხანებას; სურნელოვანი კრემით სავსე თასს დაადო ცხვირი, რომელიც დიასახლისს ფანჯრის რაფაზე შემოედგა გასაგრილებლად. ოჰ, რა სუნი ასდიოდა კრემს, ყურშა ერთიანად გააბრუა მისმა სურნელმა. ცოტას გავსინჯავო, იფიქრა, ენა მოუსვა კრემს, გემოც არანაკლებ საამური ჰქონდა, ვიდრე სურნელი. ვეღარ იკავებდა თავს ყურშა, ერთ გალოკვას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე... ვერ გაჩერდა, სანამ თასი ფსკერამდე არ მოაკრიალა.

      აი, მაშინ კი ყურშას მოხვდა კარგებისა. დიასახლისმა საყელურში ჩაავლო ხელი და გვერდები ერთიანად აუჭრელა. ერთი სიტყვით, ყურშას იმდენი ურტყეს, ნახევარსაც ვერ დაითვლიდა. თურმე ის კრემი საგანგებოდ გამომცხვარი ტორტისთვის იყო გამზადებული. დიასახლისი არ მოეშვა, სანამ ჯოხი ხელში არ შეატყდა. გაუძლო ყურშამ სასჯელს, მგონი ინანა კიდეც თავისი სულწასულობა, თუმცა არც იმდენად.

      სად იყო ამ დროს ულვაშა? უთანაგრძნო თუ არა თავის თანშეზრდილ მეგობარს? ირგვლივ ხომ არ უვლიდა დასჯის ადგილს ყურშას მსგავსად? არც კი იფიქროთ! ულვაშას აზრადაც არ მოსვლია მსგავსი რამ, ახლოსაც არ გაკარებია ყურშას დასჯის ადგილს, ერთი მიაუც კი არ უთქვამს, იწვა თავისთვის მყუდროდ კუთხეში, თათები და კუდი შემოეკეცნა, თვალებიც მაგრად დაეხუჭა, აქაოდა, არაფერი მესმის, ვერაფერს ვხედავო. თავი ისე ეჭირა, თითქოს ბაიბურში არ იყო, თუ რა ხდებოდა ყურშას თავს.

      როგორც კი სასჯელი აღსრულდა, ნაცემ - ნატყეპმა ყურშამ მაშინვე ულვაშას მიაშურა წკმუტუნით, ნუგეშს და თანაგრძნობას ელოდა მისგან. ნახე, რა დღეში ვარო, - ამცნო. ამის პასუხად ულვაშამ (მართლაც ღირდა სანახავად) კიდევ უფრო მაგრად დახუჭა თვალები, აქაოდა, არაფერი დამინახავს, არც არაფერი გამიგონიაო.

      - ვაი, ვაი, ყველაფერი მტკივა, - წკმუტუნებდა ყურშა.

      ულვაშას პასუხად ხმა არ გაუღია. თვალები კიდევ უფრო მაგრად დახუჭა.

      - კიდვ კარგი, ჯოხი გადატყდა, თორემ ძვალი აღარ შემრჩებოდა მთელი - გააგრძელა ყურშამ წკმუტუნი.

      ულვაშამ კვლავ დუმილი შეაგება პასუხად. რაც შეეხება თვალებს, უფრო მაგრად უკვე ვეღარ დახუჭავდა.

      - მთლად ჩემი ბრალიც არ იყო, ის კრემი მეტისმეტად გემრიელი გამოდგა - უფრო თავისთვის დაიწკმუტუნა ყურშამ, თანაგრძნობის იმედი აღრა ჰქონდა.

      ულვაშა კვლავ დუმდა.

      - თან სუნიც როგორი ჰქონდა . . .

      პასუხად კვლავ დუმილი.

      ბევრი იწკმუტუნა ყურშამ, მაგრამ სულ ამაოდ, თანაგრძნობას ვერ ეღირსა ულვაშასგან, ყური ოდნავადაც კი არ შეურხევია, თვალი ერთი წამითაც არ გაუხელია. ბოლოს კი სულაც ადგა და მიატოვა მეგობარი, აქაოდა, შენი წკმუტუნი მომბეზრდაო.

      დიდად უცნაურად არ მოსჩვენებია ყურშას თანშეზრდილი მეგობრის საქციელი, ყოველ შემთხვევაში, გაკვირვება არაფრით გამოუხატავს. ერთხანს იწკმუტუნა თავისთვის, დიასახლისიც გაიხსენა, არც ისაა მთლად დამნაშავე, მის ადგილას მეც გავბრაზდებოდიო, - თავის თავს გაუმხილა. მერე ადგა, სადღაც ბნელ კუთხეში მიეგდო და ნაცემ - ნატყეპი ადგილების ლოკვას მოჰყვა. ულვაშა კი სულ სხვაგან იწვა თავისთვის, თვალებდახუჭული.

      გაივლის სულ ცოტა ხანი და ჭრელი ხალიჩით მოფენილ მყუდრო ოთახში კვლავ ერთად ითამაშებენ თანშეზრდილი მეგობრები, ყურშა და ულვაშა. არცერთს აღარ ემახსოვრება ეს მართლაცდა ჭკუის სასწავლი თავგადასავალი.

ნახვა: 241

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ჩანაწერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters