სინოპტიკოსები კარგ ამბებს გვპირდებიან და კორონასთან ბრძოლის მეტი იმედი გვეძლევა - 10 მარტამდე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 22 გრადუსამდე მოიმატებს. დღევანდელ ამბებში კი ცხადია ისევ კორონა ვირუსი და მის გარშემო მსოფლიო გამოხმაურებები, შფოთი, რეკომენდაციები და ჩაკეტილობებია. უკვე იტალიასთანაც შეწყდა ფრენები. ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში თავისი საათი გამოიყენა და ისაუბრა რეგიონებსა და მათ განვითარებაზე. ოპოზიცია და პოზიცია ისევ რიცხვებზე და პროპორციებზე კამათობს.
მთელი დღი კორონა - ჩაკეტილობა, კარანტინი და მარტოხელობა - მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა. თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია, აღინიშნება 38,5-დან 39,5 გრადუსამდე ტემპერატურის მატება. მსოფლიოში კორონავირუსით 3 406 ადამიანი დაიღუპა, 55 694 გამოჯანმრთელდა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 100 000-ს გადააჭარბა. საქართველოში კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანი იმყოფება. მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქე ვალდებული იქნება, წარმოადგინოს კორონავირუსზე შემოწმების ცნობა ან გაიაროს კარანტინი. იტალიიდან გამომგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა მისამართზე hotline.rome@mfa.gov.ge უნდა გაგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთის ან ბილეთის ჯავშნის ასლები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - ამ ეტაპზე ვაჭრობისა და მგზავრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ გავცემთ. 1429 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - რისკები ვრცელდება მთელ ევროპაში და ამიტომ რომელიმე ქვეყნიდან მოგზაურობის შეზღუდვას მაქსიმალური ეფექტი ვერ ექნება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებისა და მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებულებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს:
მსოფლიო კოვიდ ამბები - ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, ხელისუფლებები მოემზადონ სამი სცენარისთვის. არჩილ თალაკვაძე - საქართველო ამ მომენტისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ვინც ეფექტური და სწრაფი ზომები მიიღო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ჩინეთი ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კერძო ბაღებთან მიმართებით სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მოთხოვნა გამკაცრდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ლაბორატორიაში 7 მოქალაქის სინჯია გადაგზავნილი. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ტურიზმის სექტორს პრობლემები შეექმნა, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს. ჯანდაცვის მინისტრი - ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ, რადგან იქ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან და ამით მათ დამატებით პრობლემებს შევუქმნით. გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო“ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმას წარადგენს. არჩილ თალაკვაძე - თუ მთავრობა ჩათვლის, რომ ფრენების შეზღუდვა საჭიროა, პარლამენტი მხარს დაუჭერს ასეთ გადაწყვეტილებას. გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ არცერთ პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა. დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნება”, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით მიდის სრული საერთაშორისო იზოლაციისკენ, ამ იზოლაციისკენ ექაჩება საქართველოსაც. ნათია თურნავა - იტალიასთან ფრენების შეწყვეტა ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოებაა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი - იტალიასთან ფრენების შეჩერების თაობაზე ავიაკომპანიებსა და იტალიის მხარეს დაუყოვნებლივ ეცნობება. ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, სადაც ქალაქი უხანი მდებარეობს, შესაძლოა, მალე კარანტინი გაუქმდეს. პაატა იმნაძე - ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით და ყველაფერს ვუმკლავდებით. მაია ცქიტიშვილი - მაქსიმალურად ვცდილობდით, არ შეგვეზღუდა ფრენები არც იტალიასთან და არც სხვა ქვეყნებთან, მაგრამ როცა საფრთხეები მატულობს, მისაღებია ზომები. ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი დეპუტატი დაიღუპა. ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, კორონავირუსთან დაკავშირებულ მიზნებს სამინისტრო „ძალიან კარგად ასრულებს“. ნათია თურნავა - იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას სახელმწიფო მოახდენს და ხარჯებსაც სახელმწიფო გაიღებს. დავით ზალკალიანის განცხადებით, მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოქალაქეები ვალდებული არიან, შემოწმებას და 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარონ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა.
რეგიონების განვითარება და მათი ინფრასტრუქტურა პარლამენტში - მაია ცქიტიშვილის გამოსვლა - მაია ცქიტიშვილი - ხაშურის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლი და სამტრედია-გრიგოლეთის 14 კმ-იანი მონაკვეთი წელს გაიხსნება. მაია ცქიტიშვილი - 2020 წელს დაგეგმილი წყალმომარაგების 19 პროექტის დასრულების შედეგად 245 000 ბენეფიციარს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. მთის კანონის ამოქმედებიდან სახელმწიფომ 310 მლნ ლარი მიმართა მთის მოსახლეობის მხარდასაჭერად. ჩვენი უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაა. 2019-2021 წლებში 2440 დევნილი ოჯახისათვის 152.3 მლნ ლარის საცხოვრებელი კორპუსები შენდება. მაია ცქიტიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეცენტრალიზაციის რეფორმასა და თვითმმართველობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, ჩინური კომპანიებიდან, დაახლოებით, 500-მდე სპეციალისტი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ანაკლიის პროექტი იყო, არის და რჩება სტრატეგიულ პროექტად. მოსახლეობის ნაწილის მხრიდან, რომელიც რუსთავი-ფონიჭალის საპროექტო გზის გასწვრივ ცხოვრობს, არაკეთილსინდისიერ ქცევას ჰქონდა ადგილი. მაია ცქიტიშვილი ბორჯომის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებაზე - არანაირი თანამდებობა არ არის ინდულგენცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დანაშაულს სჩადიან. მაია ცქიტიშვილი - საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ, რომ წყალმომარაგების სექტორში მოვიპოვოთ დამატებითი დაფინანსება. კვალიფიციური მუშახელის პოვნა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ვამბობთ ხოლმე, რომ მთავრობაში მხოლოდ ოპტიმისტები ვართ, პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ დიალოგში ჩართული ყველა მხარე შეთანხმების საჭიროებას ხედავს.
პროპორციები - არჩილ თალაკვაძე - ობიექტურად არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს. დავით ბაქრაძე - თუ ხელისუფლება გამოვა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით, უგულავას და რურუას განცხადებებმა გახსნა შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შედგეს. ლევან გოგიჩაიშვილი - თუ ვინმეს აქვს ცხელი თავი და ფიქრობს რევოლუციაზე, დაივიწყოს - არჩევნებზე უნდა იყოს მთავარი ორიენტაცია და დანარჩენი პროვოკაციაა. არჩილ თალაკვაძე - 5-ით მეტი მანდატი იქნება თუ ნაკლები პროპორციულ ან მაჟორიტარულ ნაწილში, ახლა ეს ჩვენთვის მთავარი არ არის. კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის 120/30-ზე მოდელის მომხრეა. 28 წუთის წინ ესტონეთის პრეზიდენტი - გვაწუხებს დაკავებები და პროპორციული არჩევნების ჩავარდნა, საქართველო დასავლური კლუბის წევრივით უნდა იქცეოდეს.
სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაადგინა.
რუსეთის გმობა - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები დაგმეს. სერგი კაპანაძე - იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს სამართლებრივად კიბერდანაშაულზე, ერთადერთი სწორი გზა არის საერთაშორისო ასპარეზის გამოყენება.
საზღვარგარეთულები:
იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია