როგორც შემოდგომის შუა თვეს შეეფერება, პოლიტიკური აქტიურობა და ტემპერატურა ნელ-ნელა მატულობს, საპირწონედ კლებულობს ამინდის სითბო და დღეს ქარებმა უკვე შეაწუხეს დედაქალაქიც. სხვა წუხილი ისმოდა ახალ ამბებში - საოკუპაციო ზოლის მუდმივი პრობლემა, სინოდის საგანგებო სხდომა და განსახილველ თემებზე მარჩიელობა, წყალტუბო და ანაკლია - გახმაურებული პროექტები და გენ პროკურორის განათლების ფურცლებიც.
საგანგებო სინოდი - 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა ჩაინიშნა. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - მეუფე იაკობი დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას - სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, რომ თითქოს პატრიარქი აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით - ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე. გიორგი მარგველაშვილი - სახელმწიფოში ბევრი რამ არის მოშლილი, მაგრამ პრემიერმა რომ თქვას - მოდი ერთი დავჯდეთ და პატრიარქის გადადგომაზე დავილაპარაკოთო - ასეთი ანეკდოტიც არ არის ჩვენი ხელისუფლება. მეუფე იაკობმა ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის 1 ლარის გადახდაზე უარი თქვა და სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. რომან გოცირიძე მეუფე იაკობის განცხადებაზე - საკითხი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საეკლესიო გადატრიალება, რომელსაც ხელისუფლება აწყობდა. მეუფე გრიგოლი - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე, ადრე თუ გვიან, გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერ ეკლესიას მოუწევს. მეუფე მელქისედეკი - მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. მეუფე მელქისედეკი - სინოდის სხდომაზე იქნება შეკითხვები, მაგალითად: რა ხდებოდა, რატომ ხდებოდა, რა საჭიროება მოითხოვდა? გია ხუხაშვილი - არ ველოდები, რომ სინოდის სხდომაზე ვინმეს მიმართ პერსონალურ ვერდიქტს საჯაროდ გამოიტანენ. პატრიარქის ექიმი - ილია მეორე ჯანმრთელად არის, შესაბამისად, შეძლებს, რომ ჩვეულებრივად უხემძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას.
ახალი წყალტუბო - ზვიად შალამბერიძე - წყალტუბოს განახლება არის შესაძლებლობა არამარტო ამ კურორტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მაია ცქიტიშვილი წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტზე - კურორტის აღორძინებას უპრეცედენტო გავლენა ექნება მთელს რეგიონზე. მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, აპირებს, პრაქტიკულად უფასოდ იგდოს ხელში ქონება, რომელიც მინიმუმ 700 მილიონი დოლარი ღირს. ნათია თურნავა წყალტუბოში ქონების 1 ლარად გასხვისებაზე - მთავარია ის, რამხელა კონტრიბუციას აპირებს ივანიშვილი და არა - ასეთი მცირე დეტალები.
ანაკლიის პორტი - მაია ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმის მიერ წლის ბოლომდე ვალდებულებების შესრულებაზე - მოდით, პოზიტიურად დაველოდოთ ამ პროცესს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი - თუ მთავრობა მხარდაჭერას გამოუცხადებს, დარწმუნებული ვარ, “მერიდიანი” პროექტში შემოტრიალდება. დამოუკიდებელი დეპუტატების შეფასებით, სამწუხარო ფაქტია, როდესაც მთავრობა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ განხილვას არ ესწრება. ლევან ახვლედიანი - თუ ვერ შევთანხმდებით, ანაკლიის პროექტის აქციონერები იძულებულები იქნებიან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა დაიწყონ. კახა კალაძე - ვინ უშლის მამუკა ხაზარაძეს, რომ ინვესტიციები განახორციელოს და ქვეყნის განვითარებაში ჩაებას? ხათუნა ლაგაზიძე - დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის პორტთან მიმართებაში, რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ლევან ახვლედიანი - ეს პროცესები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ არ დაუწყია - ყველა ვზიანდებოდით, მაგრამ პირველ რიგში, ამ ყველაფრით პროექტი ზიანდებოდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი - თუ ბოლო იმედიც ამოიწურება, ყველაფერს მოვყვები, რა და როგორ იყო. ბექა ნაცვლიშვილი - მითია, რომ სახელმწიფო ცუდი მენეჯერია, მე თავიდანვე ანაკლიის პორტის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებას დავუჭერდი მხარს. ნათია თურნავა - ჩვენ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ კონსორციუმის ნებისმიერ მცდელობას, რომ შეკრას პროექტის დაფინანსება და პროექტი დროულად დაიწყოს. დავით ჭიჭინაძე - დღევანდელი გადმოსახედიდან ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება. ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პორტის პროექტზე შეთანხმების მიღწევა წლის ბოლომდე დარჩენილ ორ თვეში არარეალისტურია. ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი - არასამართლიანია განცხადება, რომ ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფო მძევლად ავიყვანოთ - მძევლად ვინ ვინ აიყვანა, კიდევ საკითხავია.
თადუმაძის განათლება - განათლების ცენტრმა შალვა თადუმაძის განათლების დოკუმენტზე გამოთხოვილი ინფორმაცია მიაწოდა ანრი ოხანაშვილს, ომბუდსმენს, სერგო რატიანს, ირაკლი აბესაძეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და თავად თადუმაძის წარმომადგენელს. შალვა თადუმაძის წარმომადგენელი - დოკუმენტით დასტურდება, რომ შალვა თადუმაძეს 1998 წელს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და იმდროინდელი კანონით, სასწავლო კურსის ექსტერნატის ფორმით დასრულება შესაძლებელი იყო. შალვა თადუმაძე - ჩემი დიპლომი ნამდვილია - ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი და ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. გენერალური პროკურორი ფარცხალაძესთან დაკავშირებით მეუფე იაკობის განცხადებაზე - არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება. ანრი ოხანაშვილი - როგორც კი შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით დოკუმენტაცია გადმოგვეგზავნება, აღარ იარსებებს კითხვის ნიშანი. რომან გოცირიძე - თამასა უფრო მაღლა ავწიე, თადუმაძის ლექტორებს სახინკლეზე უფრო მაღალი რანგის რესტორანში ვეპატიჟები.
აბები საპარლამენტოდ და საარჩევნებოდ - ანა კობახიძე - არის საფრთხე იმისა, რომ უმრავლესობამ მისივე ინიცირებული პროექტი ჩააგდოს. გიორგი მარგველაშვილი - თუ საარჩევნო სიაში იქნებიან ჯეფერსონი, ვაშინგტონი, მედისონი და ბალცეროვიჩი, მაშინვე ვივიწყებ ყველაფერს და შემოვხაზავ „ქართულ ოცნებას“.
ელჩობა, ევროდახმარება და პრობლემური საზღვრები - საქართველოში აშშ-ს ელჩად წარდგენილი კელი დაგნანი - ერთად ვიმუშავებთ, რათა საქართველომ გააძლიეროს საკუთარი საზღვრების დაცვა და დემოკრატიული საზოგადოების შექმნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა. დავით ბაქრაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე გამოსვლაში სამ მთავარ პრიორიტეტში აშშ-ის მომავალმა ელჩმა თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაასახელა. კარლ ჰარცელი ახალგორში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებაზე - ეს არის ტრაგიკული შემთხვევა - ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ იმაზე, რომ გადაკვეთის პუნქტები გაიხსნას.
ქართველების დეპორტი - 9 თვეში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 2 561 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.
პრიორიტეტული ავადმყოფები და გადაადგილება ჯანდასაცავად- სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოძახებებზე პრიორიტეტის მიხედვით 1-ელი იანვრიდან ივლიან. რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო რეანომობილების ავტოპარკის განახლებას მომავალ წელს დაასრულებს.
ძეგლები თბილისს და სხვა თბილისური ამბები - თბილისში ჟიული შარტავას და გურამ გაბესკირიას ძეგლები დაიდგმება. კახა კალაძე - დიღომში, ანბანის სკვერში არსებული სამსართულიანი ნაგებობა დაინგრევა, რადგან ძალიან მახინჯია და მოსახლეობა წინააღმდეგი იყო. გაძვირებული პარკირება - ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. ლევან ხაბეიშვილი - დედაქალაქის მერმა ვერ გაითავისა, რომ არის ქალაქის თავკაცი და არა ტაქსების „დისპეტჩერი“ ან საგადასახადო ინსპექტორი.
რეკლამებზე უარი - ლევან გოგიჩაიშვილი - მინდა, ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში - ეს არის სამარცხვინო! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე, კოლეგებო! აკაკი ზოიძე - რამდენიმე დღის წინ მოვუწოდე ტელევიზიებს, რომ „პალიტრა მედიის” მსგავსად, უარი ეთქვათ აზარტული თამაშების რეკლამაზე - კარგია, რომ პირველმა არხმა უარი თქვა.
შეწყალება - არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულები პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებულები, ასევე ძებნილი პირები - შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო.
საზღვარგარეთულები:
გენოციდის აღიარება - აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომეხთა გენოციდის აღიარებაზე - ცდება, ვინც თვლის, რომ ამ გზით შურს იძიებს. ერდოღანი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე - ეს თურქი ხალხისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა.
ისრაელის მზადყოფნა - ისრაელი თავდაცვის საგანგებო რეჟიმზე გადადის. მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში ისრაელის საელჩო დაიხურა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია