goderdzi chokheli, citatebi, frazebi, Qwelly, დაჯერება, დედამიწა, დედაო, დღიური, ერთგულება, ილურა, მეფობა, მიწა, სიყვარული, შემინახე, ჩოხელი, წინაპრები

            გოდერძი ჩოხელის კრებული "შემინახე, დედაო მიწავ!" ალბათ გაქვთ წაკითხული. ამ კრებულში, დიდი სიყვარულია გადმოცემული. გოდერძი ცდილობს, ჩვენდამი სიყვარული მოთხრობებით, ლექსებითა და მინიატურებით გამოხატოს. მე მინდა, ეს მინიატურები გავაერთიანო და ერთად შემოგთავაზოთ.

სიყვარულის ახსნასავით

      - ცას, ვარსკვლავებით იცი რა აწერია?

      - რა?

      - მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის!

რას ვინატრებდი?

      მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს?

      - მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს, იმდენ რამეს ვინატრებდი, მე მგონი, ნატვრის თვალს ძალა გამოელეოდა.

      - მარტო ერთს?

      - მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს, ვინატრებდი, ვინატრებდი რომ... მეც იმას ვინატრებდი, რასაც ყველა თგვენგანი: ოღონდ ერთ ერთ რამეში შევთანხმდეთ: დარწმუნებული ვარ, იმ ერთს, თქვენც იმას ინატებდით, რასაც მე ვინატრებდი.

სიყვარულის ბუნებისათვის

      - არსებობს თუ არა სიყვარული?

      - არსებობს!

      ვიღაცას არ სჯერა და კითხულობს:

      - დამიმტკიცეთ, რომ არსებობს.

      სიყვარულს კი ისეტი ბუნება აქვს, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს.

წინაპრები

      - როგორი წარმოგიდგენია სული?

      - როცა ქართულ ხალხურ სიმღერას ვისმენ, თითქოს წინაპრების სულს ვხედავ, ერთად შეკრულს, აგუგუნებულს, ზეცისკენ მიმავალს...

      მთავრდება სიმღერა და - ისევ მიწაზე ვენარცხები.

ერთგულება

      დრო რომ იცვლება, ადამიანმა საათი რომ გამოიგონა, მამალი კი ჯერ ისევ წინანდებურად ამცნობს თავის პატრონს გათენებას, აი, ეგ არის ერთგულება.

ფილოსოფოსობა

      - ყოველი წამი, ყოველი დღე, ყოველი ნაბიჯი გვაახლოვებს სიკვდილს და გვაშორებს სიცოცხლეს.

      - გასაქცევი?!

      - ჰმ!...

მეფობა

      ყოველი ადამიანი მიწის მეფეა, მეფე თავის წილ, ხოლო ყოველი გოჯი მიწა, ადამიანთა მეფეა.

დედამიწა ზეცის გარეშე

      იმდენად ახლოს ვგრძნობ დედამიწას, რაც არ უნდა გავაკეთო ყველაფრით ვცდილობ სამუდამოდ დამკვიდრებას დედამიწაზე. მაგრამ ამავე დროს, ისე შორია ჩემგან ზეცა, ამაოდ ცდილობს ჩემი სული ზე ამაღლებას - ამაღლებული სულის გარეშე კი ძნელი არის დამკვიდრება დედამიწაზე...

და კიდევ ერთი რამ რისი დაჯერებაც არ მინდა...

      მჯერა,

      უკვე შეგუებული ვარ იმ აზრს, რომ ერთხელაც იქნება-მოვკვდები.

      მჯერა: ერთხელაც ვეღარ დავინახავ ამ ცას...

      მჯერა: ერთხელაც გავიგონებ შენ ხმას...

      მჯერა: ერთხელაც...

      მჯერა.

      ყველაფერი მჯერა:

      მაგრამ არის კიდევ ერთი რამ რისი დაჯერებაც არ მინდა: რამდენიც არ უნდა მიხსნა, რამდენიც არ უნდა მიმტკიცო, რამდენიც არ უნდა მელაპარაკო, მაინც ვერ დავიჯერებ, რომ ერთხელაც აღარ იქნება ჩვენი დედამიწა; ამის დაუჯერებლობა იმიტომ კი არ მინდა რომ, ვეღარ ვხედავ, რაც ხდება ჩვენს გარშემო, არა, მომავლებზე რომ აღარაფერი ვთქვა... ამ მიწის უბეში ხომ იმდენი წინაპარი გვყავს ჩასვენებული... როგორ; რა გულით დაგიჯერო, რომ ერთხელაც იქნება...

ნახვა: 1233

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გოდერძი_ჩოხელი, ერთგულება, ილურა, მეფობა, სიყვარული, ციტატები, წინაპრები

თათია: თებერვალი 28, 2014||10:50pm

ჰო ჩოხელი ძალიან :)) ყოველ დღე ვკითხულობ

David Jafaridze: თებერვალი 28, 2014||11:04pm

კარგია... 
ყაზბეგში მთებს რომ დავუჯდები პირისპირ მაშინ ვკითხულობ მე :)    ძაან მაგარია! წერტილი და მძიმე ყველაზე მაგრად მიყვარს :) 

თათია: თებერვალი 28, 2014||11:07pm

David მშურს შენიი,  თეთრი შურით :D  გოდერძი -  ჩემი მასწავლებელი! :))

მარი: თებერვალი 28, 2014||11:12pm

:) შესანიშნავია :):) :* თათ

ცისია: თებერვალი 28, 2014||11:17pm

ჰააჰ ....  ემთან ყველაზე ახლოოა 

თათია: ოქტომბერი 2, 2014||8:54pm

დღეს გოდერძის დაბადების დღეა ♥

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters