ალბათ თვეც გავიდა რაც ბოლოს ბლოგში რამე გამოვაქვეყნე. ზაფხული თავისებური უღონობით გამოირჩევა, მაგრამ ეგ თურმე აქ, დედამიწაზეა ასე. შორეულ სამყაროში მხოლოდ ახლა შეგვახედეს და ცხადია, გვერდს ვერ ავუვლიდი, უბრალოდ არ შემეძლო არ გამომექვეყნებინა და ლოგიკურად, ვერც სხვა რამეზე მექნებოდა პოსტი, გარდა იმ უზენაესი შემოქმედის საოცარ ქმნილებაზე რასაც სამყარო, კოსმოსი ჰქვია. ორშაბათს ნასას ტელესკოპმა სახელად „ჯეიმს ვებმა“ მთელი მსოფლიო აალაპარაკა იმ მაღალი რეზოლუციის, გარჩევაობის ფოტოებით, რომლებითაც პირველად გვაჩვენა სამყარო ასე სრულად და თვალწარმტაცად. ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოამზეურა პირველი ფოტო და სიამაყით ამცნო მსოფლიოს მეცნიერების ახალი წარმატების, წინსვლის შესახებ.

      სულ ოთხი ფოტო გვაქვს ოფიციალურ ნასას გვერდზე და ერთიც გრაფიკული სქემა აირების განაწილების შესახებ. ცხადია, ყოველ ახალ ფოტოს ამ პოსტში განვაახლებთ ხოლმე.

1. სამყარო კოდით SMACS 0723

კოსმოსი, სამყარო, ქველი, ბლოგი, qwellyland, qwelly, nasa, ნასა, ჯეიმს ვების ფოტოები

      ნასას, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთრი ინფრაწითელი გამოსახულება, რასაც კი უარსებია დღემდე. გამოსახულება ცნობილია როგორც Webb's First Deep Field, გალაქტიკათა გროვა კოდური სახელწოდებით SMACS 0723. ამ ერთ ფოტოში გალაქტიკების აურაცხელი რაოდეობაა მოჩანს. მათ შორის ყველაზე პატარა ობიექტებიც კი, რომლებიც ოდესმე აქამდე დაფიქსირებულა. საოცარი კი იცით რა არის? რასაც ამ ფოტოზე ხედავთ, ეს სამყაროს ის მცირე მონაკვეთია, რომელიც მთელს კოსმოსს, ერთი ხელისგულისოდენა ნაწილზე ფარავს.

2. სამხრეთის რგოლის (ბეჭდის) ნისლეული

კოსმოსი, სამყარო, ქველი, ბლოგი, qwellyland, qwelly, nasa, ნასა, ჯეიმს ვების ფოტოები

კოსმოსი, სამყარო, ქველი, ბლოგი, qwellyland, qwelly, nasa, ნასა, ჯეიმს ვების ფოტოები

      ამ სცენის ცენტრში მოკაშკაშე ვარსკვლავი უკვე ათასობით წელია რაც უხვად გასცემს გაზისა და მტვრის ნაფრქვევებს ყველა მიმართულებით (თურმე) და NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მხოლოდ ახლა, პირველად გამოავლინა, რომ ეს ვარსკვლავი მტვერით არის დაფარული. ორმა კამერამ გადაიღო ამ პლანეტარული ნისლეულის უახლესი სურათი, რომელიც კატალოგირებულია როგორც NGC 3132 და არაფორმალურად ცნობილია როგორც სამხრეთის რგოლის ნისლეული. ის ჩვენგან დაახლოებით 2500 სინათლის წლის მანძილზეა.

3. სტივენის კვინტეტი (პეგასის თანავარსკვლავედში)

კოსმოსი, სამყარო, ქველი, ბლოგი, qwellyland, qwelly, nasa, ნასა, ჯეიმს ვების ფოტოები

      ეს საოცრება კინომოყვარულებს უკვე გვინახავს. „მშვენიერი სიცოცხლე“ სწორედ ამ კადრით იწყება, როდესაც ადამიანთა ლოცვას შეისმენენ და ჯორჯ ბეილის დასახმარებლად ბჭობასაც მოაწყობენ. ღმერთი სწორედ ერთ-ერთი ვარსკვლავია და ანგელოზსაც ამ ვარსკლავიდან გზავნის - კვინტეტის წევრებიდან. ის ფილმი 1946 წელს გამოვიდა, ხოლო 2022 წელს ჯეიმს ვებმა გადაიღო მილიონობით მოკაშკაშე ვარსკვლავი რომელიც ამ კვინტეტში ყველაზე ჰარმონიულ მუსიკას - სამყაროს ქმნის.

4. კარინას ნისლეული

კოსმოსი, სამყარო, ქველი, ბლოგი, qwellyland, qwelly, nasa, ნასა, ჯეიმს ვების ფოტოები

      ბოლოსთვის შემოვიტოვე ყველაზე შთამბეჭდავი კადრი - ამ ფოტოზე კი ვარსკვლავების დაბადებას ხედავთ, პირდაპირი მნიშვნელობით. კარინას უზარმაზარი ნისლეულის ამ უბანზე, ჯეიმს ვების ტელესკოპმა სწორედ ის ეპიზოდი დააფიქსირა, როგორ იბადება პატარ-პატარა ვარსკვლავები. ამ მთის ფორმის ფართო ველზე სამყაროს არაერთი მშვენიერება დაბადებულა.

P.S. ფოტოები აღებულია ნასას ოფიციალური ვებ გვერდიდან უმაღლესი რეზოლუციით.

ნახვა: 140

ტეგები: Qwelly, qwellyverse, ბლოგი, კოსმოსი, ნასა, ჯეიმს_ვები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters