დავიწყოთ რეკომენდაციებით - ხელ-პირის ხშირი დაბანა - გვახსოვდეს, რომ ხელებს იმიტომ ვიბანთ ხშირად, რადგან ხელის სახეთან მიტანის ჩვევა წუთში ათეულჯერ მაინც ხორციელდება ადამიანის მიერ და ეს ქმნის პრობლემას, ამიტომ ხელებთან ერთად პირიც დავიბანოთ, ქუჩაში ნაცნობებისა და ახლობლების ნახვისას გადაკოცვნისგან თავის შეკავება, ნაკლები კომუნიკაცია საზღვარგეთიდან დაბრუნებულ ადამიანებთან, ნაკლები კომუნიკაცია გარეულ ცხოველებთან (თუმცა, ეს უკანასკნელი ადამიანებისგან თუ მიიღებენ ვირუსს, ისე უსაფრთხონი არიან), მზის შეყვარება, რადგან ამ დროისთვის ცნობილი შედეგებით, ვირუსს შეუთავსებლობა აქვს მზის სხივებთან და გაურბის მათ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 თებერვალი, 2020

      მსოფლიო საყოველთაო საზრუნავი - ვირუსი სამედიცინო ნიშნით - COVID-19 - ფინეთში, პაკისტანსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობა ​რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული. დონალდ ტრამპი - ძალიან ბევრი სახის ნიღაბი შევუკვეთეთ, შესაძლოა, არ დაგვჭირდეს, მაგრამ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ქვეყანა სწრაფად შეძლებს „მომავლის ვაქცინის“ შემუშავებას. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენელი - ახლა კარგი დროა ბიზნესმა, ჯანდაცვის სისტემამ, უნივერსიტეტებმა, სკოლებმა გადახედონ თავიანთ მზაობას პანდემიისთვის. დონალდ ტრამპი - დაიბანეთ ხელები, სუფთად იყავით, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი დასტაცოთ - ეს ყველაფერი დასრულდება, მთავარია, არ დაპანიკდეთ. სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1 595-მდე გაიზარდა. მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 32 900 ადამიანი განიკურნა. იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. პრემიერ გახარიას განცხადებით, მთავრობას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც „თანმიმდევრულად ხორციელდება“. პრემიერი - უწყებათაშორის საბჭოს მინდა დავავალო, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას. ამირან გამყრელიძე - ახალი კორონავირუსის შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლო სამედიცინო ჩარევების გარეშეც. გიორგი გახარიამ ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მადლობა გადაუხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსული მუშახელი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა დასაქმებული, აუცილებელ კარანტინს კარგად გადის. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი - დღეს 3 ახალი პაციენტი დაგვემატა, ჩატარდება ტესტირება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი. „ავერსი“ და „პსპ“ პირბადეებზე ფასის გაზრდის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ნიღბები 15-18 თეთრი ღირს. ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებს პირბადეების მარაგების დროულად შევსების დავალებას აძლევს და მოუწოდებს, მათი რეალიზაცია „შესაბამის ფასში“ მოახდინოს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ქვეყანაში ინფექციებთან ბრძოლის მზაობა ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იყო. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ლიეტუვას მოქალაქე გრიპოზული ნიშნებით ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება. ესტონეთსა და დანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი - ჩვენი ინფორმაციით, 18 წლის გოგოს, რომელიც თბილისში გადაიყვანეს, კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. მოქალაქეები აცხადებენ, რომ სარფის საბაჟოზე მედიკოსები იმყოფებიან, თუმცა ყველას არ ამოწმებენ. ექიმ-რეანიმატოლოგი - ახალი კორონავირუსის გავრცელება ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა - ამჟამად არ არსებობს არანაირი საფრთხე და მითითება, რომ დაიხუროს სასწავლო დაწესებულებები. გიგი წერეთელი - საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ ბევრი კითხვაა საზოგადოებაში, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება იყოს, გადამეტებული რეაქციებია. ამირან გამყრელიძე - საზღვრებზე კონტროლს ვაძლიერებთ, რომ ქვეყანაში ინფექციის შემოსვლის ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. რომან გოცირიძე - რომ არა გუშინდელი ფაქტი, დღემდე იქნებოდა ირანთან სახმელეთო მიმოსვლა და ინფიცირებულთა კიდევ უფრო მეტი ფაქტი გამოვლინდებოდა. გიორგი გახარია - ჩვენ პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ჯანდაცვის მინისტრი - ვარწმუნებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რისკი, საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელება მოხდეს - ეპიდემიის საფრთხე არ არის! განათლების სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს, თუმცა დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს. ამირან გამყრელიძე - ქართველები, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით - ძალიან გთხოვთ, ამისგან თავი შევიკავოთ. მიხეილ სააკაშვილი - მესმის ხალხის, ვინც პროდუქტებს იმარაგებს - ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამ, რადგან მაშინ ნდობა იყო. დავით ზალკალიანი - იტალიიდან ფრენების შეზღუდვა ამ ეტაპზე არ განიხილება. ​პრეზიდენტი ზურაბიშვილი - ქვეყანა დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს. მაკრონი ექიმებს - ეპიდემია ახლოვდება - მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ. ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას. ინფექციურში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან ხუთის შემთხვევაში პასუხი უკვე ცნობილია და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

      კარგი ინიციატივა - მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა.

      მომრიგებელი უცხოელები - კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობდა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებამ დღეს ოპოზიციას ახალი ინიციატივა - 110/40-ზე სისტემა შესთავაზა. დღევანდელ შეხვედრაზე დიპლომატების მხრიდან მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველო დგას საგარეო იზოლაციის საფრთხის წინაშე "ქართული ოცნების" გამო. გია ჟორჟოლიანის განცხადებით, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ თუ პარტია 40%-ზე ნაკლებს მიიღებს პროპორციული სისტემით, უმრავლესობის შექმნის შესაძლობა ეზღუდება. ელიზაბეთ რუდი - პოლიტიკოსებთან საუბარი კონსტრუქციული იყო და დატოვა შთაბეჭდილება, რომ ეს ასახვას ჰპოვებს მომავალ დღეებზე. ნინო ბურჯანაძე - არსებობს სხვადასხვა ვერსია, როგორც 110/40-ზე, ასევე 120/30-ზე და 130/20-ზე. გიგა ბოკერია - ჯერ ვერ ვხედავ გააზრებას ივანიშვილისგან თუ მისი „კლოუნებისგან“, რომ უნდა შეიცვალონ პოზიცია და გონს მოეგონ. გერმანიის ელჩი დიპლომატების, ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრაზე - მინდა გთხოვოთ, რომ მოთმინება გამოიჩინოთ და რამდენიმე დღეში გეცოდინებათ თუ რა არის შედეგი. თამარ ჩუგოშვილი მოლაპარაკებებზე - არ ვიცი რეალურად ამ 4 დღეში შეთანხმება მოხდება თუ არა. ირაკლი კობახიძე უმრავლესობის მიერ ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს. არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე - ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იმისკენ, რომ მთავარ პრინციპებზე შეთანხმება მოხდეს. დავით უსუფაშვილი - სამწუხაროდ, ქართველებს გვჭირდება სადილები და საუზმეები უცხო ქვეყნების ელჩების რეზიდენციებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე დავილაპარაკოთ. გიგა ბოკერიას განცხადებით, მარგველაშვილის მსგავსი ფიგურების ჩართვა პროცესში, რასაც ჰქვია „ივანიშვილის სახით ეროვნული პოლიტიკური ჭირის მოშორება“ არჩევნების გზით, მისასალმებელია. მამუკა მდინარაძე - მზად ვართ, მოვხსნათ წუხილი, რომლის თანახმადაც, პარტიას მთავრობის დაკომპლექტება არ შეეძლება, თუ 40 %-ზე ქვევით მხარდაჭერას მიიღებს. გიორგი ვაშაძე - თუ 110/40-ზე არ არის შემოთავაზება და ამას ამბობს „ქართული ოცნება“, კი ბატონო, არ იყოს, მაინც არავინ დათანხმდება ამ რიცხვებს. გიორგი გახარია - მერწმუნეთ, ჩვენ არავისთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, არც საერთაშორისო პარტნიორებთან და არც ოპოზიციასთან.

      სამართალში მიცემული დეკანოზი - საქალაქო სასამართლოში, სადაც დეკანოზის გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადებაზე უნდა ემსჯელათ, მეუფე პეტრეც იყო მისული. დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის სასჯელის გადავადებაზე სასამართლოს უნდა ემსჯელა, სხდომაზე არ გამოცხადდა, ამიტომ, პროცესი ციხის საავადმყოფოში გაიმართება. მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში 5 მარტს იმსჯელებენ. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, მსჯავრდებული დეკანოზი გადაადგილებაზე უარს „პირადი მოტივით“ აცხადებს. თორნიკე მამალაძე - იუსტიციის სამინისტროს, მთავრობას არ სურს საზოგადოებამ დაინახოს თუ რა მდგომარეობაშია ჩემი ძმა.

საზღვარგარეთულები

     

      პუტინის ჩვევები - ვლადიმერ პუტინი - სმარტფონებს იშვიათად ვიყენებ, ჩემთვის უფრო ადვილია, ავიღო სპეციალურ კომუნიკაციაზე მომუშავე ყურმილი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 66

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

vako: თებერვალი 29, 2020||1:58am

ვაა მამალა ნახე რაა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters