XIX საუკუნეც ძნელბედობის ხანა აღმოჩნდა ქართველი ერისათვის. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეყვანით საქართველომ თავი დააღწია ირან-ოსმალეთის მხრივ დაპყრობის საფრთხეს და ზოგიერთი მეზობელი ხალხის თარეშს, განვითარების გარკვეული შესაძლებლობები მიეცა. მაგრამ რუსეთის იმპერიული, ანტიქართული პოლიტიკა მთელი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმითა და ინტენსივობით. XIX საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ქართველი ხალხის ბრძოლას, შეიარაღებულ აჯანყებებს რუსეთის ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ უმთავრესად სამშობლოს განთავისუფლებისათვის, ასევე, პიროვნული ღირსების თუ საარსებო პირობების დასაცავად... ამ საუკუნის შუა ხანებიდან რუსული საოკუპაციო რეჟიმი შეცვალა სამოქალაქო მმართველობამ, ხოლო 60-იანი წლებიდან მთავრობა გადავიდა ამიერკავკასიის საბოლოო ათვისებასა და ადგილობრივი ხალხების გარუსების თანმიმდევრულ და ენერგიულ მოქმედებებზე. ამდენად, რუსეთის ცარიზმის იმპერიული პოლიტიკა მთელი XIX საუკუნისათვის საქართველოში ძალზე მწვავედ და აგრესიულად მიმდინარეობდა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქართველი საზოგადოება აღნიშნულ პროცესებს ებრძოდა სიტყვით თუ კალმით, საზოგადოებრივი მოძრაობების მეშვეობით, რომელთაც აღმშენებლობითი ხასიათი გააჩნდათ...
XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოში გაშლილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები, წამყვანი საზოგადო მოღვაწენი დიდ ყურადღებას უთმობდნენ ქვეყანაში მწვავე ეროვნული საკითხების წარმოჩენასა და განმარტებას, სამშობლოს განთავისუფლების იდეის აღორძინებას ხალხში. ამ მხრივ ძლიერ საშუალებას წარმოადგენდა ქართული პრესა, სადაც იბეჭდებოდა ეროვნული ჩაგვრა-გადაგვარების მამხილებელი მასალა, მიმოიხილავდნენ ეროვნულ პრობლემებს და პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოუწოდებდნენ ხალხს ქვეყნის განთავისუფლებისკენ... ამ საკითხების სერიოზულ მიმოხილვას წარმოადგენს წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძე) სტატია „დიდი ოჯახი დაგვერღვა“, რომელიც დაიბეჭდა 1883 წლის გაზეთ „დროებაში“ ავტორის მითითების გარეშე.
სტატიის თემაა იმხანად ევროპისა და აზიის ქვეყნებში ეროვნული პრობლემის მიმოხილვა. მასში მხილებულია დაპყრობილი ხალხების ეროვნული ჩაგვრა და წარმოჩენილია მათი, როგორც ერების მოსპობის საშიშროება. ეს ხალხები ძალზე მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ჩავარდნილები: მოძალადე სახელმწიფოები სასტიკ ბრძოლას ეწეოდნენ მათ შორის ყოველივე ეროვნულის, თავისთავადის აღმოსაფხვრელად (განსაკუთრებით, კულტურის სფეროში). ამგვარი მძიმე ვითარების გამო დაპყრობილ ხალხებში ჩამკვდარიყო სამშობლოს აღორძინებისა და განვითარების მისწრაფება, საზოგადოება დაწვრილმანებულიყო და ხალხში დამპყრობლისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი ძალზე შესუსტებულიყო ან გამქრალიყო... მაგრამ წმინდა ილია მართალი დაპყრობილი ერის თითქოსდა უნუგეშო მდგომარეობიდან გამოსვლის იმედს აძლევდა მკითხველს (თუმცა, ზოგადად) და ამხნევებდა მის გულშემატკივართ.
სწორედ წმინდა ილია მართალს შეეძლო განეხილა და განეზოგადებინა ევროპასა და აზიაში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობანი, რომელიც კარგად ერკვეოდა იმდროინდელ მსოფლიო მოვლენებში, ყურადღებით სწავლობდა მათ და ითვალისწინებდა მსოფლიო პოლიტიკურ მოძღვრებებსა და მიმართულებებს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობისას. ამით აღნიშნული მოძრაობა პროგრესულ ხასიათს იძენდა...
იმ პერიოდში ევროპა-აზიის ქვეყნების ეროვნული პრობლემის სერიოზულ მიმოხილვას, როგორიცაა აღნიშნული სტატია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმჟამინდელი ქართველი საზოგადოებისა და ხალხისათვის. ამით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები თანამემამულეებს უმარტავდნენ ეროვნულ პრობლემებს, ქვეყნისთვის მოსალოდნელ საფრთხეებს და ამხნევებდნენ მათ, სამშობლოს განთავისუფლების იმედებს უღვივებდნენ ქართველ ხალხს...
ქართველი ხალხის დაიმედებას სამშობლოს აღორძინებასა და განთავისუფლებაზე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების მხრიდან, მართლაც, გააჩნდა სერიოზული საფუძველი. მათ კარგად ჰქონდათ გააზრებული არსებული ვითარება და თავიანთი მიზნები, ორგანიზებულად და ეფექტურად, ენერგიულად ახორცილებდნენ თავიანთ გეგმებს ქართველი ერის სასარგებლოდ. აღნიშნულ ხანაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აწარმოებდა მრავალმხრივ მოღვაწეობასა და მედგარ ბრძოლას ქართველთა განათლების, მათი კულტურულად დაწინაურების, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების დასაცველად... ეს კი სამომავლოდ საწინდარი იქნებოდა სამშობლოს განთავისუფლებისათვის გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად...
XIX საუკუნის 80-იან წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა წმინდა ილია მართლის ხელმძღვანელობით ძლიერდებოდა და უფრო და უფრო იშლებოდა მთელს ქვეყანაში. აღნიშნული მოძრაობა უპირისპირდებოდა რუსეთის ცარიზმის ანტიქართულ კურსს, რომელიც უფრო და უფრო სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდებოდა საქართველოში თავისი იმპერიული პოლიტიკის განხორციელებისას. წმინდა ილია მართლის აღნიშნული სტატიაც და მის მიმდევართა ამგვარი ხასიათის სტატიები ქმნიდა ქართულ საზოგადოებრივ აზრს და ხალხს ამხნევებდა, მოუწოდებდა მათ უფრო ნაყოფიერი მოღვაწეობისა და სამშობლოს განთავისუფლებისათვის ბრძოლისაკენ...
ტფილისი, 15 მარტს
არის ხოლმე დრო გაჭირვებისა და სასოწარკვეთილებისა, როგორც თვითოეულის კაცთათვის, ისე ერისა და ქვეყნისათვისაც. ეს ის დროა, როცა ერისა და ქვეყნის არსებობას გზა აღარ ეძლევა წარმატებისათვის, როდესაც მისი გული და გონება გარეგან და შინაგან მიზეზებისა გამო დახშულა, და მარტო იმაზედ-ღა მიპყრობილა იმისი ძალა, იმისი უკანასკნელი ღონე, რომ არსებობა ქვეყნისა, მისი მაჯისცემა სრულიად არ შეწყდეს და სიცოცხლე ერისა არ განქრეს სამუდამოდ.
ამ გვარი გაჭირვებული დრო დგება ქვეყნისათვის ან მაშინ, როცა მტერი შემოესევა ქვეყანას, აოხრებს მას და გრიგალივით მუსრს ავლებს ყოველსავე, რაც დიდის შრომით და ჯაფით შეძენილი და მოხვეჭილი ყოფილა მკვიდრის ერისგან. ან კიდევ მაშინ, როცა მტერი იდუმალად შემოსულა და არა გარეგანის ძალით, ფიზიკურის ღონით დაუძალავს მკვიდრი ერი, არა ცეცხლით და იარაღით ამოუწვავს ადგილობრივი კულტურა და გაუმეფებია თავისი მის სამაგიეროდ, არამედ როცა მშვიდობიანად დამყარებულა ქვეყანაში, მიუღია ყოველ-გვარი აღმატებულება უფლებრივი და ეკონომიური ერზედ და დაუტრიალებია ქვეყანაში ძალუმად ყოველივე თავისი კულტურული ძალა, უფლებრივი და ეკონომიური უპირატესობა აღმოსაფხვრელად ადგილობრივის კულტურისა, ჭკუა-გონების მონაღვაწობისა, ეკონომიურისა და პოლიტიკურის დამოუკიდებლობისა.
ამ უკანასკნელად აღნიშნულს მდგომარეობაში ჩვენ ვხედავთ ბევრს სხვა-და-სხვა ერს ევროპაში და აზიაში. და ყველგან მკვიდრი ებრძვის მოსულსა, პირვანდელი და თვით მდგომარე კულტურა მკვიდრია და ებრძვის მოსულების კულტურას, რომელიც ისე ძრიელია, რომ საკმარისია რამდენიმე ათასი კაცი წარმომადგენელი ჰყავდეს ამ უკანასკნელს, რომ დასჩაგროს, გაანიორწყლოს და სასოება და იმედი წარუკვეთოს მკვიდრის კულტურის წარმომადგენელთა, თუნდ ეს უკანასკნელნი ერთი ათად, ერთი ასად მომეტებულნიც იყვნენ რიცხვით და რაოდენობით მოსულების კულტურის წარმომადგენლებზე.
ამის ცხადს მაგალითს წარმოგვიდგენს ინდოეთი, სადაც ერთს მოსულს დაუჩაგრავს ათასი მკვიდრი, სადაც ას და ათას დაუუძლურებია მილიონი.
მაგრამ ეს ერთ გვარ შემთხვევაში. მეორე გვარ შემთხვევაშიაც, ე. ი. როცა მოსულების რიცხვი მომეტებულია მკვიდრზე, ხომ მკვიდრთა გაქარწყლებას და გაბედოვლათებას სამზღვარი აღარა აქვს ხოლმე.
ამის მაგალითებიც ცხადად ექმნება წარმოდგენილი და გამოცდილიც ჩვენს მკითხველს. მას ეცოდინება, რომ ამ შემთხვევაში ყოველივე ერის საუნჯე და ძვირფასი საბუთი მისის არსებობისა ფეხ-ქვეშ ითელება და შეგინებული და შეურაცხ-ყოფილი ხდება. ეცოდინება, რომ ყოველივე, რაც კი კაცს მოაგონებს თავის ეროვნობის დამოუკიდებელის, სიცოცხლის ნიშანს, მას ტლანკი ხელი ბრიყულად უსპობს სიცოცხლეს. სკოლა, ოჯახი, სარწმუნოება და ეკკლესია, მწერლობა და ლიტერატურა, სამართალი და ჩვეულება, საზოგადოებრივი და ეროვნული ცხოვრება ყოველივე ეს თვითოეულად საშიშროებაში ვარდება, ან სულ ჰქრება სამუდამოდ, ან და ძლივს-ღა ჰფეთქავს, ძლივს-ღა ბჟუტავს სიცოცხლის ალით, მომაკვდავსა და სულთ-მაბრძოლსავით.
ამ გაჭირვებულს დროს მკვიდრი ერის საერთო დიდი ოჯახი იშლება, ირღვევა და დიდი და მადლიანი იდეა სამშობლო ქვეყნის აღორძინებისა და განვითარებისა, დამოუკიდებელის არსებობისა და თავისუფალი წარმატებისა ჰქრება და ილევა, დანაწილებას და დაკნინებას ეძლევა. დიდის იდეას დარღვევის და დანაწილების შემდეგ წვრილმანდება თვით ერიც და ერის თვითოეული წარმომადგენელნიც და მაშინ როცა უწინ სამშობლო ქვეყანას ჰყავდა გმირნი, ძალუმის ვნებათა მექონენი, კაცნი, განმდიდენი ქვეყნისა დიდ-სულოვნობით, ხასიათით და ენერგიით, ამ დროს ეს უკანასკნელნიც აღარ იბადებიან, აღარ ჩნდებიან, თითქო განჰქრნენ სამუდამოდ, შავ-მიწას ამოეფარნენ და იქიდან ათასში ერთხელ-ღა მათი აჩრდილი მოჩვენებასავით ელანდება დაწვრილმანებულს შთამომავლობას და ძილს უფრთხობს, სულის სიმშვიდეს და მოსვენებას ურღვევს წვრილს გმირებს და ქონდრის კაცებს, მამულის სამსახურისა და განთავისუფლებისათვის დაუძლურებულებს, ხასიათით გალაჩრებულებს და გაბედოვლათებულებს. საყოველთაო მიბინარების დროს, საყოველთაო უძლურების ჟამს თითო ოროლა შეშინებული ხმა თუღა ისმის უმთავრესის ბოროტების წინააღმდეგ, ქვენის დამმონებელთა და მტარვალთა გასაკიცხველად, მაგრამ ეს თითოეული ხმა რჩება უძლურ ღაღადებად ქვეყანაში, რომელიც უდაბნოდ არის გადაქცეული.
მაგრამ ამ დროს არავინ უნდა იფიქროს, რომ ქვეყნის საქმე წავიდა, ერი მოკვდაო. ეს შეცდომა იქნება. პოეტმა ამ გვარ დროსთვის სთქვა: არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავსო. ასეთი დრო დიდხანს არ გასტანს ხოლმე. დარღვევისა, ხრწნისა და დაშლის პროცესსის შემდეგ იწყობა პროცესსი აღდგომისა, განახლებისა. სიკვდილს მოსდევს სიცოცხლე, სიკვდილი ჰბადებს ცხოვრებას და ერი, ერთხელ ჩაგრული და მიძინებული, მკვდარ გვამად გადაქცეული კვლავ აღსდგება ხოლმე მკვდრეთით, კვლავ იმოსება ძალით და ახლდება ფენიქსისაებრ.
რითი და როგორ იწყობა ეს აღდგომა მკვდრეთით ჩაგრულ ერისათვის, ეს სულ სხვა საგანია...
წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე)
გაზეთი „დროება“, 1883, 16 მარტი, N56, გვ. 1-2;
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია