დანომრილი კანდიდატები, საერთაშორისო მეგობრობა, უროუმინგო ევროპა, მართვა ქუჩებში და მიშა დაუკავებელი

      დღეები ითვლიან სექტემბერს და მერხები ელოდებიან მოსწავლეებს, თუმცა ვიდრე სწავლას მოწყურებული თაობა წიგნებს შეუდგება და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით იხელმძღვანელებს, იქამდე, ქვეყნის მაღალრეიტინგული ნიუს პორტალები წერენ და წერენ. ჰოდა წავიკითხოთ:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13 სექტემბერი, 2017/

      თუ არჩევნებზე მიდიხართ, მაშინ პირველი ნიუსი სათქვენოდ. უკვე განისაზღვრა, რომელ პარტიას და პარტიის წარმომადგენლეს, რა ნომერი ექნება ამ არჩევნებზე. ჯერ ვნახოთ წინასწარრეგისტრირებული ნომრები:

  • №1 - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
  • №2 - საარჩევნო ბლოკი “ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“
  • №3 - ბლოკი „ლორთქიფანიძე, კუკავა-თავისუფალი საქართველო“
  • №5 - ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  • №6 - „რესპუბლიკური პარტია“
  • №7 - „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“
  • №8 - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
  • №10 - „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  • №12 - „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები“
  • №15 – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“
  • №17 – „საქართველო“
  • №22 – „მერაბ კოსტავას საზოგადოება“
  • №28 - „ზვიადის გზა უფლის სახელით“
  • №41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
  • №42 - საინიციატივო ჯგუფი - მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი

ხოლო შემდეგ, წილისყრით მინიჭებული ნომრები:

  • №4 – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ 
  • №9 - „მემარცხენე ალიანსი“
  • №11 – „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“
  • №13 - „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“
  • №14 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  • №18 – „ტრადიციონალისტები“
  • №20 – „შენების მოძრაობა“
  • №23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
  • №27 - ბლოკი „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო“
  • №29 – „ახალი მემარჯვენეები“
  • №31 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“
  • №34 – „მამულიშვილთა ორდენი სამშობლო“
  • №37 - „სოციალისტური საქართველო - კომუნისტები“
  • №38 - ბლოკი „სახალხო-ხალხის ერთსულოვნება“
  • №39 – „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“

      ცხადია, სხვა საარჩევნო ამბებიც ამ ბლოკში უნდა იყოს. გრძელდება წარდგენებიც - გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა. გოგი წულაია - ქუთაისში წყალი წყალს მიაქვს და თან წაღებულია მილიონობით ლარი. ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზუგდიდის სოფლებში თხილის მოსავლის ზარალს შეისწავლიან. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ალექსანდრე ელისაშვილის და ”ნაციონალური მოძრაობის” საჩივრებს სწავლობს.

      წავალ მაგრამ საჯარო სექტორში დავრჩებიო. ამასთან, მივდივარ, მაგრამ უკვალოდ არაო - დავით ნარმანია - ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ თბილისი პროგრესული, პერსპექტიული და საცხოვრებლად ჯანსაღი ქალაქი ყოფილიყო.

      არჩევნების ბლოკის შემდეგ, გავაგრძელოთ უფრო ზედა საფეხურზე დაჯილდოებებით - მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. გიორგი კვირიკაშვილი კურტ უოლკერს - თქვენ საუბრობთ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის შესახებ; უკაცრავად, მაგრამ მე ვერ ვუწოდებ 2012 წლის არჩევნებს და მთელ წინასაარჩევნო პროცესს მშვიდობიანს.

      კვირიკას სხვა გამოსვლებიც უნდა ვახსენთ - გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი სასამართლო სისტემა გაუმჯობესებას მოითხოვს, თუმცა, ვვითარდებით იმ მდგომარეობიდან, რომელიც ხუთი წლის წინ მემკვიდრეობით გვერგო. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრის ასარჩევი კონკურსი დღეს დაიწყო.

      კონსტიტუციის თემა არ უხვევს მეინსტრიმიდან - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით სამი ძირითადი წინადადება აქვს. გიგა ბოკერია - ირაკლი კობახიძემ შანსი ოპოზიციას კი არ უნდა მისცეს, შანსი უნდა მისცეს ნორმალური კონსტიტუციის მიღებას.

      მარშელი პატრიოტები არ ნებდებიან და გუშინ რუსთაველზე შეიკრიბნენ, მაგრამ ამაოდ - „ქართველთა მარშის“ აქციაზე ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ლადო სადღობელაშვილი ნაცემია. ლადო სადღობელაშვილის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელა. ლადო სადღობელაშვილი - დაკავების დროს პატრულის მანქანში ჩემზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, ნეკნის მიდამოებში ჩალურჯებები მაქვს.

      რუკაზე ჩვენი ადგილი და მისია გამოჩნდა - დავით საგანელიძე - საქართველოს სახით რუკაზე გაჩნდა ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოში წამყვანი ბაზრების მქონე ყველა სახელმწიფოსთან ექნება.

      საერთაშორისო მეგობრობებიდან - ქეთევან ციხელაშვილი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში აშშ-სთან თანამშრომლობამ ახალი, დამატებითი დინამიკა შეიძინა. დახმარების უნიკალური საშუალება - შეშფოთება გრძელდება - აშშ შეშფოთებულია ე.წ.სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვით და რუსეთს მოუწოდებს, ამ რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს. ქეთევან ციხელაშვილი - გადაუჭრელი კონფლიქტი არის რუსეთისთვის მთავარი ბერკეტი როგორც სამეზობლოში, ასევე მის მიღმა. ლევან იზორია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილი - აშშ-მ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მიუღებელია საქართველოს შუაგულში, საოკუპაციო ხაზთან ბარიკადების მშენებლობა.

      მართივს მოწმობის მსურველებო, განგაშია! იჩქარეთ - მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება.

      შესაძლო კარგი ნიუსი - ევროკავშირი საქართველოსთვის როუმინგის ტარიფების გაუქმებას გეგმავს.

      დაკავებებში არის ხოლმე ერთგვარი იუმორი - გარემოს დამცველებმა ბაკურიანის სატყეო უბნის მაჭარწყლის სატყეოს ტერიტორიაზე, უკანონო სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს.

      ევროპისკენ გზაში ვარ და აზია გვაძლიერებს - აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი - ჩვენ მოხარული ვართ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით.

      ინტერნეტი ყველგან - გიორგი კვირიკაშვილი - თუშეთში უკვე სწრაფი ინტერნეტი არსებობს, რაც მცირე სასტუმროებს დაეხმარება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შეძლონ.

      მიშა დაუკავებელი (ჩემი ექსკლუზივია) - უკრაინის შსს - მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ არის. სამაგიეროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკაში ჩაბმის მსურველ ლენიდ ჩერნოვეცკიზე ძებნაა გამოცხადებული. დავუბრუნდეთ ჩვენს ექს პრეზიდენტს - ადვოკატის განცხადებით, მან ზუსტად არ იცის, სად იმყოფება ამჟამად მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრება.

საზღვარგარეთულები:

      რუსულ-სირიული შეხვედრა - რუსეთის თავდაცვის მინისტრი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეხვდა.

      ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი მხარს უჭერს ქურთი ხალხის კანონიერ ძალისხმევას თავიანთი სახელმწიფოებრიობა შეიძინონ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 196

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters