დახურული შეკრებებიდან ღიაობისკენ და მეათედ მოწვეულების სამზადისი

      ოპოზიცია ჯერ თავისთვის ჯერდებოდა, შეჯერდა ან ვერ შეჯერდა, მერე რაუნდზე შევედა და გამარჯვებულ პარტიასთან ერთად ცდილობდა საერთო სურვილებზე საუბარს (ყოველშემთხვევაში ასე ამბობენ, თორემ დახურულ კარს მიღმა რა ხდება, არავინ იცის). ეკონომიკა ითხოვს შველას და კომპანიები შეზღუდვების ცოტა ადრე მოხსნას, ვიდრე ეს მთავრობის გეგმაშია. ინფექცია კი ითხოვს მიხედვას და დამატებით პალატებს, საწოლებს, ექიმებს.... ჯამური მაჩვენებლები - 169649 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 141392, გარდაცვლილი - 1576, კარანტინში - 1186. დოლარი გადოლარებულა სადოლარეში ადოლარებულა და მისი ფასია 3.27 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 8 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 4673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1729 თბილისში, 339 - აჭარაში, 673 კი იმერეთში დაფიქსირდა. 36 პაციენტი გარდაიცვალა. ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირებულების პლაზმური თერაპიით მკურნალობას არ ზღუდავს, თუმცა ეს ექსპერიმენტული თერაპიაა. დღეს, ქვეყნის მასშტაბით 446 თავისუფალი საწოლია - დილის 09:00 საათის მონაცემებით, 112-ში 102 ზარია დაფიქსირებული. ამ ეტაპისთვის ქვეყანამ უკვე მიიღო ჟანგბადის 1000 კონცენტრატორი. ინდურ ინსულინთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი მიზანი, მომხდარიყო პიკური პერიოდის გადავადება და ხელი შეგვეშალა იმ გეომეტრიული პროგრესიისთვის, რომლითაც ვრცელდებოდა ვირუსი, დღეის მდგომარეობით მიღწეულია. ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო, ამ დეფიციტს ჩვენ ვერც 6 თვეში და ვერც 1 წელში ვერ დავძლევთ. ამირან გამყრელიძე - ინფიცირების დინამიკა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული მანიშნებელია იმისა, რომ სტაბილიზაციის ელემენტები პიკში უკვე გამოჩნდა. კორონავირუსზე ანტიგენის ტესტის ჩატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტ საავადმყოფოს და 140-მდე ამბულატორიულ ცენტრს შეუძლია. დღევანდელი მონაცემებით, 179 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. კორონავირუსის მართვაში მონაწილეობის მისაღებად 1700 მოხალისე სტუდენტი გადამზადდა. საქართველოში კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინის შემოტანის დაახლოებითი დრო მარტი-აპრილია. კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო აცრა. ივანე ჩხაიძე - გრიპის ვირუსის პიკი იქნება დეკემბრის ბოლო და იანვრის პირველი ორი კვირა - დაავადების ნიშნებზე დაყრდნობით გრიპის და კორონავირუსის განსხვავება შეუძლებელია. „ნიუვიჟენ ჰოსპიტლის“ დირექტორი - მიუხედავად იმისა, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად სტაბილურად 4000-ის ფარგლებშია, მდგომარეობა საკმაოდ დასტაბილურდა. „ევექსის“ დირექტორი - ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით 2-3 კვირაში 1 100 საწოლის გამოყოფას, 6 000 გადამზადებული სამედიცინო პერსონალით, აპრილი-აგვისტოს პერიოდი მოსამზადებლად რომ არ გამოგვეყენებინა. „მედალფას“ დირექტორი - ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ 27 000 ინფიცირებული, რაც საქართველოსთვის ბევრია, დღეს იმართება და დამერწმუნეთ, ძალიან კარგად.

      უმოქმედობა და კოვიდ ჯარიმები - შსს-მ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის705 ფაქტი გამოავლინა. ბექა ფერაძის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა 6 152 ობიექტს შეუჩერდა. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პანდემიის პერიოდში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას და წიგნის მაღაზიების გახსნას ითხოვს. „თბილისი ცენტრალის“ გენერალური დირექტორი - ყოველი დღე დიდი დანაკარგია ინდუსტრიისთვის, ამიტომ ვითხოვთ, 24 დეკემბრის ნაცვლად, 15 დეკემბრიდან გავიხსნათ.

      მეათე მოწვევის პარლამენტი - ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის. მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის. პარლამენტის პირველ სხდომას, ოპოზიციის ბოიკოტირების გამო, ბუბა კიკაბიძის ნაცვლად, ლადო კახაძე გაუძღვება - რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის შემდეგ, სხდომას სპიკერის არჩევამდე, პარლამენტის უხუცესი წევრი უძღვება. „დემოკრატიის ინდექსი“ - მეათე მოწვევის პარლამენტის ყოველ მესამე წევრს არ აქვს საზოგადოებრივი საქმიანობის გამოცდილება, შესაბამისად, უცნობია მათი ხედვები ქვეყანაში არსებული პრობლემების მიმართ. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევს და კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებს უყრის კენჭს. უმრავლესობა და უმცირესობა, როგორც საპარლამენტო სტრუქტურა, მეათე მოწვევის პარლამენტში აღარ იარსებებს.

      რაუნდის შედეგები - დავით ჭიჭინაძე - თუ „ოცნება“ მოახერხებს და ერთ-ორ კაცს მაინც გადაიბირებს, მათ ხალხიც დასცინებს და თვითონ ხელისუფლებაც. კარლ ჰარცელი - ყველას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს - მზად ვარ მოლაპარაკებათა იმდენი რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება. სულხან სალაძე - ერთპარტიული პარლამენტი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიზაციის გზაზე იქნება ნაბიჯი უკან. გიგი წერეთლის განცხადებით, ყველას სურს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება, თუმცა ამას აქვს თავისი პირობები, რომლებიც არ არის შესრულებული. რამაზ საყვარელიძე - მე მგონი, პატარა პარტიებიდან დაიწყება პარლამენტში შესვლა, რადგან ისინი ყველაზე მეტს კარგავენ არშესვლით. გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციას შორის დღევანდელ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროების საკითხი. ზურაბ ჯაფარიძე - თუ შეთანხმება ვერ შედგება, ამ შემთხვევაში არავინ აპირებდა პარლამენტში შესვლას და ახლა ვნახოთ. გიგა ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ არ დადასტურდება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, 7 ოპოზიციონერი, მათ შორის გიორგი ვაშაძე პარლამენტში შედის. სერგი კაპანაძე - თუ პირველ ორ პუნქტზე არ იქნა პროგრესი, პარლამენტში არ შევდივართ - მარაზმია და არ მომწონს, რომ საზოგადოებას ვერ ვეუბნებით რაზე მიდის საუბარი. სერგო ჩიხლაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი პარლამენტში შესვლას გეგმავს. ვახტანგ მეგრელიშვილი - „გირჩი” პარლამენტში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ნამდვილად პარლამენტი - მთავარი, გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს იქ. დავით ბაქრაძე - ჩვენი პრინციპული პოზიცია დღეს მოლაპარაკებებზე იქნება, რომ ყველამ გაასაჯაროვოს საკუთარი პოზიცია და საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია რას ემხრობა. საბა ბუაძე - რამდენიმე ადამიანის პარლამენტში შესვლა საკუთარი თავის დელეგიტიმაციას ნიშნავს. ელენე ხოშტარია - ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ „ოცნებასთან“ არის პროგრესი ხელახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე, უნდა დაასაბუთოს რას ნიშნავს პროგრესი? დავით ბაქრაძე - ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას. ზურაბ ჯაფარიძე - აზრზე არ ვარ ვინ შედის პარლამენტში და ვინ-არა. ვახტანგ მეგრელიშვილი - ასეთი კარგი შეხვედრა ოპოზიციის შიგნით ჯერ არ ყოფილა, სრულიად შეთანხმებული ვართ იმაზე, რასაც ვაკეთებთ. გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, ყველა შეიკავებს თავს ბინძური თავდასხმებისგან - ყველა საკითხზე ან შევთანხმდებით სულ ყველა ერთად ან ვერ შევთანხმდებით, მორჩა და დამთავრდა! ლევან სამუშია - „ლელოს“ პოზიცია პირველივე დღიდან მყარი იყო, ეს არის პრინციპული გუნდი, რომელიც არ შედის პარლამენტში და არ მიიღებს მონაწილეობას სიყალბეში. ალეკო ელისაშვილი - ამ უსინდისობებზე, ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ. დავით ბაქრაძე - მივედით იმ წერტილამდე, როცა ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს, პირადად ჩემი პოზიციაა და დღეს შეხვედრაზე ამ საკითხს დავაყენებთ. გიგი უგულავა - ჭირვეულის მორჯულება ერთ და ორ დღეში არ ხდება, ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ჭირვეულის მორჯულებით. ნიკა მელია - რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ზურგშექცეული „ოცნების“ მიერ, აქედან გამომდინარე, ის მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს. გიგა ბოკერია - სწორედ იმისთვის, რომ არჩევნების იდეა გადავარჩინოთ, აუცილებელია ვადამდელი, ნორმალური არჩევნები. ნიკა მელია - პარლამენტში, არცერთი ოპოზიციონერი არ იქნება, ვინმე თუ შევა, ის არც ოპოზიციონერი და არც დეპუტატი იქნება, ის იქნება პუფი. გიორგი ვაშაძე - ჩემი ამოცანა არის არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც “ქოციონალური მოძრაობა“. ალეკო ელისაშვილი - არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მაბრალებს, რომ შევედი, უბრალოდ არის ტუტუცი - ძალიან ცხარე კამათი იყო, რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაცებზე - ვერ. ბადრი ჯაფარიძე - 4 ძირითადი საკითხია, პირველ ორ საკითხში დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით. დავით ბაქრაძე - რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა, საარჩევნო გარემოსთან და სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს, რომ შეთანხმება შედგეს. არჩილ თალაკვაძე - არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე. გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში შესვლას შეთანხმების გარეშე არ აპირებს და დღეს უტიფარი სპეკულაციები გავრცელდა. ირაკლი კობახიძე - ბევრ საკითხზე შევაჯერეთ პოზიციები და ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. არჩილ თალაკვაძე - რადიკალურ ჯგუფს ვხედავთ, რომელიც ზეწოლას ახდენს მხარეებზე, რომ ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროვონ, ასეთი პრაქტიკა საერთაშორისო მოლაპარაკებებშიც არ არის მიღებული. ირაკლი კობახიძე - თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, არ შემოვიდეს პარლამენტში, მათ მეტ დროს დავუთმობთ, რომ მოგვიანებით შემოვიდნენ, სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ. შალვა ნათელაშვილი - დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ სამარცხვინოდ - შევთანხმდით, რომ ვრჩებით ჩვენ-ჩვენს.

      ბათუმში, მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია დღესაც გაიმართა.

      ოკუპაციის ტყვე - ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თეა ახვლედიანი - ირაკლი ბებუასთვის უკანონო პატიმრობის მისჯა არის მორიგი უკანონო ქმედება, რაც მიზნად ისახავს ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და ისედაც გაუსაძლისი პირობების უფრო დამძიმებას

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 68 მილიონს გადააჭარბა. ენტონი ფაუჩი - პანდემიის პირობებში შობის დღესასწაულის აღნიშვნა უდიდესი გამოწვევაა. გერმანიაში კორონავირუსის 14 054 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 423 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 პაციენტი გარდაიცვალა. მარგარეტ ქინანი - ჩემი რჩევა იქნება, გაიკეთოთ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუკი მე 90 წლის ასაკში ვაკეთებ ამას, თქვენც შეგიძლიათ. ბორის ჯონსონი - ჩვენ პანდემიას ერთად დავძლევთ. რუსეთში კორონავირუსის 26 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 562 პაციენტი დაიღუპა. აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი 31 იანვრამდე ხანგრძლივდება. აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 387 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 106

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters