მენამცხვრე პარლამენტი, თბილისობის გზაკეტვა, კუმურდოს საკითხი, ვაშლიტანია ბავშვები ერთობლივი დებატები და ეკლესია ნიუსებში

      ოქტომბრის პირველი საქმიანი კვირა მიილია და დაგროვებული ნიუსების ამოკითხვის საღამოს, ერთად მიმოვიხილოთ ფეხბურთისგვერდით ავლილი სიახლეები. რა ვქნა, ფეხბურთს ამ ხალხმცირე ქვეყანაში ვერსად გავექცვი - ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქართველოს ნაკრები უელსის ნაკრებთან დამარცხდა - ანგარიშით 0-1, მაგრამ ხვალ და ზეგ #თბილისობა2017 იმართება და ცოტა გულს გადავაყოლებთ!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 ოქტომბერი, 2017/

      ამიტომ დავუბრუნდეთ ისევ პოლიტიკურ ნიუსებს, დაიწყო რა ანტიმკაცრნარკოპოლიტიკური აქციები, კანონპროექტებიც მზადდება - ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე ნოემბერში გავა.

      იქამდე არსებულ კონსტიტუციას მივხედოთ - დადებითი დასკნების კონსტიტუცია - ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებით დასკვნას ელოდება. ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრებს. იქამდე, გუშინ გამართული პრეზიდენტ-უმრავლესობის შეხვედრიდან. პრეზიდენტი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე 4 წინადადებას სთავაზობს - ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020-ში და პრეზიდენტს პარლამენტი მაშინ აირჩევს, როცა ის იქნება ორპალატიანი, რაც ასევე იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა - კერძოდ, უმრავლესობის მომართვის საფუძველზე, პრეზიდენტი ვეტოში უცვლელად ასახავს უმრავლესობის წინადადებებს. მამუკა მდინარაძე - იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციაში ცვლილებებს ორი საკითხის გარდა სხვა საკითხები დაემატება, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვიფიქრებთ ვეტოს დაძლევაზე, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენს მიერ შეთავაზებული ორი საკითხის გარდა ნებისმიერი სხვა საკითხი იქნება წარმოდგენილი. გია ხუხაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ”პრინციპულობას” ინარჩუნებს ორივე მხარე და ჭიდაობით, ტატამზე უნდათ მიიღონ შედეგი. ლევან გოგიჩაიშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუშინდელი განცხადება შეცდომა იყო. სოსო ცისკარიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებებზე მარგველაშვილი ემყარება აშშ-ის პრეზიდენტების განმარტებებს, პარლამენტის თავკაცები კი ნორჩი ლენინელები არიან. ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებები უძლიერეს გარანტიებს იძლევა, რომ ავტოკრატია თავიდან აგვაცილოს. პარლამენტის თავმჯდომარე - კონსტიტუციაში არ არის ერთი მუხლი, რომლისგან მმართველ ძალას სარგებელი შეიძლება ჰქონდეს - ვერავინ შეძლებს ამგვარი მუხლის დასახელებას. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტისა და ოპოზიციისთვის მარტივი პასუხი გვაქვს: გემრიელი ნამცხვარი არა მათთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის გამოვაცხვეთ. ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციაში შეტანილი იქნება ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, ასევე ხელახლა განვიხილავთ რელიგიისა და შეკრების თავისუფლებებთან დაკავშირებულ დებულებებს. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის დასკვნით აღიარებულია პროგრესი, რომელსაც პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების სახით მიაღწია. საერთაშორისო ექსპერტი ჯეფრი ჯოუელი მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საუკეთესოა. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტს ახლა მაინც ჰქონდა შანსი, რომ ერთხელ მაინც შეესრულებინა კონსტრუქციული როლი, თუმცა მან ეს შანსიც ხელიდან გაუშვა. ნიკა რურუა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე - ირაკლი კობახიძე ეშმაკობს, თვალში ნაცარს გვაყრის. საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ვენეციის კომისიის საბოლოო ანგარიშის დასკვნითი ნაწილი გამოაქვეყნა. ნიკა რურუა - ველოდები, რომ პრეზიდენტი დარჩება იმ შეთავაზებების ერთგული, რომელიც მან ოპოზიციასთან ერთად შეიმუშავა. ნინო ბურჯანაძე უმრავლესობაზე - მათ გამოაცხვეს მალფუჭებადი ნამცხვარი. არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით იცვლება საარჩევნო ნორმების გასაჩივრების საკითხი. ანა დოლიძე - ვენეციის კომისიის დასკვნა უმრავლესობის მიერ ერთპიროვნულად მიღებულ დოკუმენტში შეცდომების გასწორების მცდელობაა. არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიას ბონუსის სისტემა იურიდიულ ხარვეზად არ დაუდგენია - ბონუსის გაუქმების გადაწყვეტილება კომპრომისის მიზნით არის მიღებული. მამუკა მდინარაძე - თუ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის პასუხი საბოლოოა, იურიდიულის გარდა, მათ ამ გადაწყვეტილებით, რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს. სოზარ სუბარი - ოპოზიციას აქვს შანსი, 2020 წლის არჩევნებზე გავიდეს ახალი ლოზუნგით - დავაბრუნებთ სააკაშვილის კონსტიტუციას ან შევარდნაძის კონსტიტუციას ან ბრეჟნევის კონსტიტუციას. დავით უსუფაშვილი - სამწუხაროდ, დღეს შეიძლება განვაცხადოთ, რომ კონსტიტუციური პროცესის პანაშვიდია. ვიქტორ დოლიძე - ვენეციის კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

      კუმურდოს ეკლესიაში დაძაბული სიტუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაძრის განახლება დაიწყეს. სომხებმა, აქ ჩვენი წინაპრების საფლავებიაო. დღეს საპატრიარქომ, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კუმურდოში განვითარებულ მოვლენებზე მიმართვა გაავრცელა. ამ მიმართვიდან: „გაუგებრობა გამოიწვია გავრცელებულმა დეზინფორმაციამაც ტაძრის წარმომავლობის შესახებ. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ადასტურებს, რომ ტაძარზე პრეტენზია არა აქვს და მას ქართულად მიიჩნევს. წინაპრების საფლავისათვის პატივის მიგება სადავო არაა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ასწლეულების მანძილზე ტაძრის ეზოში ქართველებიც, სომხებიც და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც დაიმარხნენ და მათი პატივისცემა ყველა ჩვენგანის ვალია.“ დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქოში შეხვედრისას გადაწყვეტილება მიიღეს კუმურდოს ძეგლის კუთვნილების თაობაზე.

      ევროპისმოედანი თბილისობის მთავარი არტერია იქნება ხვალ და ზეგ, ამიტომ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

      ცდილობენ ექიმების ნდობა დაგვიბრუნონ?! - სერტიფიცირებულ ექიმებს, შესაძლოა, ხელახალი სერტიფიცირების გავლა მოუწიოთ.

      სამომავლოდ? - გიორგი გახარია - ჩემი პოზიცია იქნება, რომ GEM Fest-ი არ დავაფინანსოთ. გიორგი სიგუა - სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა „ჯემ ფესტის“ ორგანიზატორებს საქმეს გაუადვილებს.

      ევროპა ჩვენია გადაჯდომების გარეშე - Wizzair ქუთაისიდან ფრენებს რომის, პარიზის, პრაღის და ბარსელონას მიმართულებითაც იწყებს. გიორგი კვირიკაშვილი - გასამმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქუთაისის აეროპორტიდან Wizzair-ის სერვისით სარგებლობს. გიორგი გახარია - ქუთაისის აეროპორტში წელს და მომავალ წელსაც ბევრი სიახლე გველოდება.

      ავტოვაშლებით მომსახურება - ალექსანდრე ჯეჯელავა - სკოლებში, სადაც ჩვენ არ მიგვიტანია ვაშლები, ბავშვებმა მიიტანეს და მიირთმევენ. განათლების მინისტრის ინფორმაციით, სკოლებში მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური კარადები მოეწყობა. ალექსანდრე ჯეჯელავა - პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ერთ-ერთი მეთოდი შრომის გაკვეთილების აღდგენა იქნება. ალექსანდრე ჯეჯელავა - ჩემი მუშაობის 1-წლიან პერიოდში რამდენიმე ახალი სკოლა გავხსენით.

      მერია ეკლესიის მხარდამხარ - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" - თბილისის საკრებულომ მერიას ეკლესიისთვის საერთო ჯამში 183 414 კვ.მ გადაცემაზე მისცა თანხმობა. სხვ სტატისტიკებიც გამჭვირვალობისგან - "საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - თბილისის საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10-ს კავშირი აქვს ბიზნესთან. დავით ნარმანია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაზე - რაიმე მნიშვნელოვან კანონდარღვევასთან ან შეუსაბამობასთან საქმე არ გვექნება. ანგარიშის თანახმად, თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოში 200 სხდომა ჩატარდა - კვორუმის არარსებობის გამო არც ერთი სხდომა არ ჩაშლილა.

      მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებიდან, ამჯერად ადვოკატი მია ზოიძე თბილისის პროკურატურაში გამოცხადდა, თუმცა ჩვენების მიცემას არ აპირებს. მამა მიქაელი - სიბეცეა, როდესაც საუბრობენ, რომ სასამართლო სხდომების შესახებ ინფორმაციები საპატრიარქოდან შეიძლება გასულიყო, დიდი ეჭვია, რომ ეს ადვოკატებისგან გავიდა. ადვოკატები გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე და კონსტიტუციონალისტი გიორგი ჩიტიძე 374-ე მუხლის გაუქმებას მოითხოვენ. გიორგი ფანცულაია - ბატონი ბოტკოველისა და რიგი სასულიერო პირების დამოკიდებულება ცნობილია, მრევლის თვალში მაინც შეინარჩუნონ სახე. ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე, ქონებრივ დოკუმენტაციაზე ხელს პატრიარქის ქორეპისკოპოსები: მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი აწერს, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა დასმულ კითხვაზე, საპატრიარქოში ამჟამად ფინანსურ და ქონებრივ საკითხებს ვინ განკარგავს და ვისი ხელმოწერებით ხდება. მამა მიქაელის თქმით, აბსოლუტურად არასწორად იყო განცხადება გაკეთებული, თითქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, დოკუმენტაციაზე ხელის მოწერა ისევ მეუფე იაკობს დაევალა. „ასეთი რამ არ ყოფილა“ - მამა მიქაელი. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ეკლესიამ წარსულში განუსაზღვრელი რაოდენობის ქონება დაკარგა, ამიტომ, ნურავის უკვირს, როდესაც ეკლესია სახელმწიფოსგან იღებს ქონებას. კომისიის სხდომაზე 16 მშენებარე ეკლესიის 10 000 ლარით დაფინანსების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

      ერთობლივი დეპატები 1-1-ს ნაცვლად - „ქართული ოცნება“ მედიასაშუალებებს სთავაზობს, თბილისის მერობის კადიდატების დებატებისთვის ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ. ალეკო ელისაშვილი - ”ქართული ოცნების” შტაბი მედიას აჯაფსანდალს სთავაზობს, ამაზეც თანახმა ვარ, არც ეს არის ჩემთვის დიდი პრობლემა. კახა კუკავა – დებატები უნდა ჩატარდეს თბილისის მერობის ყველა კანდიდატის მონაწილეობით. ზაალ უდუმაშვილი - მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ კანდიდატთან დავჯდე დებატებში. გიორგი გაბაშვილი - კახა კალაძეს კონკურენტულ გარემოში სათქმელი არაფერი აქვს და ცდილობენ კასტრირებული ფორმატის მოფიქრებას.

საზღვარგარეთულები:

      გეყოფა მაიმუნობაო - დონალდ ტრამპი - ირანის აგრესიას და ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოვუღოთ. დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და მის მოკავშირეებს განადგურებით ემუქრება, მაგრამ ვაშინგტონი ამას არ დაუშვებს.

      „კონფლიქტი“ როგორც განტვირთვა და ყურადღების გადატანა? - ექსპერტების შეფასებით, სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის არსებულ დაძაბულობას უკრაინის პრობლემებიდან ყურადღება გადააქვს. უკრაინის უშიშროების სამსახური სახელმწიფო მოხელეების რუსეთში ვიზიტის სისხლის სამართლის დანაშაულად ცნობას ითხოვს.

      გამორიცხული არაფერია! - დიმიტრი პესკოვი - თუ აშშ-ში რუსული მედიის წარმომადგენლების შევიწროება გაგრძელდება, არ არის გამორიცხული შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ.

      ერაყი შორს ჩვენგან - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ჩრდილოეთ ერაყთან თავის საზღვარს და საჰაერო სივრცეს ჩაკეტავს. ჯონ ბასი - თურქეთის მთავრობაში ზოგიერთი უფრო შურისძიებით არის მოტივირებული, ვიდრე სამართლიანობით.

      ნატოს სურვილებიდან - იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს არ სურს ახალი ცივი ომი და გამალებული შეიარაღება.

      ნუ იქნები ამბოხის მომხრე! - ამბოხისკენ მოწოდებაში ბრალდებული კატალონიის პოლიციის ხელმძღვანელი სასამართლოში დაიკითხება. კატალონიის პარლამენტში ორშაბათს დებატები გაიმართება, რომლის შედეგად ავტონომიურმა რეგიონმა შესაძლოა დამოუკიდებლობა გამოაცხადოს.

      აწ უკვე ნობელიანტმა, „ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიის“ ხელმძღვანელმა ტრამპს და კიმ ჩენ ინს მოუწოდა, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარაზე უარი თქვან.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 191

ტეგები: qwellynews, არჩევნები, ბლოგი, კონსტიტუცია, ნიუსები, ოქტომბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters