ფერისცვალებას რომ გადააგორებ და პირველ გრილ საღამოს იგრძნობ, ეგ არის შვება, რომელსაც გვერდს ვერ აუვილი. #qwellynews რეკორდული სიცხეების შემდეგ, ჯერ კიდევ მიძინებული პოლიტ ამბებით მობრუნდა. თან წვიმაა ნაწინასწარმეტყველები - 21-22 აგვისტოს, საქართველოში წვიმა, მდინარეებზე კი წყლის დონის მატებაა მოსალოდნელიო. ვიდრე „პო“ ისვენებს, „ოპო“ აქტიურად მუშაობას და დღის მეინსტრიმსაც ასე თუ ისე იკავებს მიშას საარჩევნო კამპანიით. ამერიკის ელჩი საქართველი, კელი დეგნანი იყო ასევე მთავარ როლში როგორც განცხადებებით, ასევე პასუხებით და ბრალდებებით. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6192 ლარია.
მიშას საარჩევნო კამპანია - სოფო ჯაფარიძე - ხვალიდან ვიწყებ „გამარჯვების კამპანიას“, მიხეილ სააკაშვილის სახელით ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში და მოგისმენთ ყველას - მისი სურვილია, თქვენთან ერთად შექმნას პოლიტიკური პროცესები. გიული ალასანია - ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების მონაწილე, მათ უნდა ვკითხოთ, რა უნდათ - გამარჯვების ფორმულა არის ამ პროცესში თითოეული ადამიანის ჩართვა. მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას ვერ უნდა ახორციელებდეს - მას მოუწევს პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას, წესს და რიგს. ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილს აქვს ცენტრალური როლი და მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საშუალება - სხვანაირად გამარჯვებისთვის ბრძოლას ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი დააკლდება.
დეგნანი - კელი დეგნანი - 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით რომც არ შესრულდეს, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ამოცანები - დასაკარგი დრო არ არის, საქმის მიხედვის დროა. აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო ის არის უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე ოდესმე ყოფილა. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას - აქ ვართ 30 წელზე მეტია და არსად წასვლას არ ვაპირებთ. გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი - მნიშვნელოვანია მონიტორინგის გრძელვადიანი მისიაც, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, ეს თვეებით ადრე ხდება. ირაკლი ზარქუა - ორმაგი სტანდარტი ვიხილეთ აშშ- ში - თუ იქ დანაშაულია არჩევნებში წაგებულის მხრიდან წაგების არაღიარება და გამარჯვებული პარტიის გაყალბებაში დადანაშაულება, აქ რა, „ბანანის რესპუბლიკაა“ და ამიტომ „მოსულა“?! ამას ვედავებოდით ქალბატონ დეგნანს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ის ვერ შედგა როგორც ელჩი და იმის ნაცვლად, რომ პოლარიზაცია შეემცირებინა, გააკეთა ყველაფერი და უფრო მეტად გააღრმავა. ვწუხვარ, მაგრამ ამის თქმის საფუძველს მაძლევს მისი ქმედებები, განცხადებები და მისი ეს მიდგომები, რაც ჰქონდა საარჩევნო კამპანიის მიმართ. მავნებელი ხართ ქალბატონო ელჩო! როგორც ელჩი ვერ შედექით! - მცდელობა მქონდა, ბოლომდე ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა, ასე რომ: Goodbye my darling! ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო. ხატია დეკანოიძე - „ხალხის ძალის“ წევრებს მოვუწოდებ, „დაგუგლონ“, რატომ წაუყენეს ბრალი ტრამპს - „ხალხის ძალა“ არის გაკოტრებული, ივანიშვილის ეს პროექტი ჩავარდა. ლევან ხაბეიშვილი - როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ გამყალბებელი ხარ და საშიშია ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები, ეს არის განაჩენი რუსული პარტიისთვის - შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ეს განაჩენი უნდა აღასრულოს. ირაკლი ქადაგიშვილი - კელი დეგნანის განცხადება პოლიტიკითაა გაჟღენთილი, მოწოდებაა, რომელსაც, პოლიტიკური პარტია აკეთებს ხოლმე - ეს უკვე არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს. ბადრი ჯაფარიძე - ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის - შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას.
შოვი - შოვის ტრაგედიის გამოძიება - რომან გოცირიძე - აბა, გაბედონ და არ დააჭირონ ღილაკს ხელი - „ქართული ოცნების“ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმა ნიშნავს განაჩენის გამოტანას ამ პარტიისთვის, ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები. გიორგი ბოტკოველი - „ქართული ოცნების“ განცხადებები გვარწმუნებს, რომ უმნიშვნელოვანესია საგამოძიებო კომისიის შექმნა - საზოგადოება იმსახურებს მიიღოს კითხვებზე პასუხები. ვასო ურუშაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცალკე კომისია მუშაობს იმ მტკიცებულებების შეგროვებაზე, რომლებიც შოვის მოვლენებსა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გამოჩენილ გულგრილობას უკავშირდება. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულთა ძებნა 36 ლოკაციაზე მიმდინარეობს - გაზრდილია პერიმეტრი და სამძებრო სამუშაოები როგორც ონის, ისე ამბროლაურის ტერიტორიაზე ხორციელდება. მიხეილ სარჯველაძე - არ ვეთანხმები, რომ შოვის ტრაგედიაზე გამოძიება გულგრილობის მუხლით უნდა დაწყებულიყო, რა მუხლითაც დაიწყო, სავსებით საკმარისია - არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა.
საპენსიო დანაზოგები - საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი - დასაქმებულს წელიწადში ერთხელ შეეძლება, საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნით საკუთარი პორტფელი შეცვალოს - საპენსიო დანაზოგს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ამ თანხაზე ყადაღა და ინკასო არ ვრცელდება.
კინემატოგრაფისტების ნაწილი ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით კულტურის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს და კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
2023 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულს სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი წარმოადგენს, საიმპორტო პარტნიორი ქვეყნები კი თურქეთი, რუსეთი და აშშ არიან. ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, მეორეზე ყურძნის ნატურალური ღვინოები, მესამე ადგილს კი ფეროშენადნობები იკავებს.
საზღვარგარეთულები:
ქვეყანა ომში - ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდების შემდეგ დანიაში ჩავიდა. დანია უკრაინას F-16 ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერიტორიის გაცვლა? მზად ვართ ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენს წევრობაზე. ჯოზეფ ბორელი - მკაცრად ვგმობთ ჩერნიგოვზე განხორციელებულ კიდევ ერთ მხდალ თავდასხმას. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებსა და რუსებს შორის ფრონტზე 25-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყება - საჰაერო ძალებმა მოსკოვის ოლქზე დრონით თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში მეორე დრონი გაანადგურეს. ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად სამიტს დაესწრება. ანა მალიარი - უკრაინის დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით კიდევ 3 კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება. საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე უკრაინელ პილოტებს მოამზადებს. აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში - ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ის ამბობს, რომ სჭირდება.
რუსეთი მთვარეზე - გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსული კოსმოსური ხომალდი, Luna-25, რომელიც მთვარეზე უნდა დაშვებულიყო, მთვარის ზედაპირს შეეჯახა და განადგურდა. თომას ჰენდრიკ ილვესი - ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ რუსები მთვარეზე - იქ არც სარეცხი მანქანები და არც უნიტაზებია, რომ მოიპარონ.
ირანელ ქალებს ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ამერიკის კატასტროფები - კალიფორნიას ტროპიკული შტორმი „ჰილარი“ დაატყდა თავს.
წრთვნები - აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. კიმ ჩენ ინი ფრთოსანი რაკეტების საცდელ გასროლას დაესწრო.
თურქეთმა და უნგრეთმა ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია